ვულფის ტალღების მაგალითები

ვინაიდან ვულფის ტალღების იდენტიფიკაციისათვის წესების ცოდნასთნ ერთად უმნიშვნელოვანესია ტალღების ვიზუალური აღქმა, ამიტომ ამ სტატიაში განვიხილოთ ამ პატერნის კიდევ ორი მაგალითი.

სურათი № 1

ვულფის ტალღების მაგალითები

სურათი № 1-ზე ნაჩვენებია ვულფის იდეალური აღმავალი ტალღა. მე-5 ტალღას ცოტა დააკლდა მოდელის ქვედა წრფემდე (ტრენდულ ხაზამდე), მაგრამ მე-6 ტალღა ზუსტად  დასრულდა 1-4 ექსტრემუმებზე გავლებულ ტრენდულ ხაზზე.

აგრესიული ტრეიდერები ყიდვის პოზიციაში შევიდოდნენ მე-5 ტალღის დასრულებისთანავე, მაგრამ იმისათვის რომ რისკები შევამცროთ, შესაძლებელია ყიდვის ორდერები დავსვათ მე-5 ტალღის არხის ზედა საზღვარის ზემოთ. 2-4 ტალღის ექსტრემუმებზე გავლებული სატრენდო ხაზის გარღვევა დაადასტურებს მე-6 ტალღის რალის დასაწყისს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავხსნათ დამატებითი პოზიცია. მოგების ფიქსაცია მიზანშეწონილია ფასის მიერ 1-4 სატრენდო ხაზის მიღწევისთანავე.

სურათი № 2

ვულფის ტალღების მაგალითები

სურათი № 2-ზე წარმოდგენილ დაღმავალი ვულფის ტალღის შემთხვევაში, ტალღა მცირედით გაცდა 1-3 წრფეს. პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, ვყიდით მე-5 ტალღის მიერ ტრენდული ხაზის გარღვევისთანავე. ხოლო 2-4 ტრენდული ხაზის გარღვევა კი წარმოადგენს დამატებით სიგნალს მე-6 ტალღის ფორმორებისათვის.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top