ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

ფორექსზე მოდელებს ახასიათებს ციკლურობა. ზოგიერთი მოდელი ერთმანეთის მსგავსია თვისობრივად და ხშირად ისე ხდბა რომ ტრეიდერს ერევა ერთმანეთში.

ერთი და იგივე თვისებების მქონე მოდელების გამოჩენა გრაფიკზე აძლიერებს ერთმანეთს და შესაბამისად სავაჭრო სიგნალსაც.

სტატიაში საუბარი გვექნება გრაფიკული მოდელის "სამი ინდიელი" და ვულფის ტალღების გრაფიკზე ერთდროულად გამოჩენის შესახებ.

სურათი № 1

ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

სურათი № 1-ზე ფორმირებულია ვულფის ტალღა. ბაზარი იმყოფება კორექციაში, ამიტომ მოდელი შესაძლებელია იყოს, როგორც  ტრენდის გაგრძელების, ასევე ლოკალური კორექციის სიგნალი.

სურათი № 2

ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

ბაზრის შემდგომმა განვითარებამ გვანახა, რომ ფასი გაიზარდა და მიებჯინა "სამ ინდიელს". როგორც წესი, როდესაც ვულფის მე-6 ტალღის დასასრული ებჯინება რომელიმე დონეს (ფიბო, მიურეი, ტრენდული ხაზი, მუვინგი და ა.შ.), მაშინ ეს სექტორი უფრო მნიშვნელოვანი მიზანია პროფიტისთვის.

სურათი № 3

ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

ფასი წარმატებულად აისხლიტა ინდიელების პირველი ჯგუფისგან და დაასრულა კორექცია ინდიელების მეორე ჯგუფთან. ამის შემდეგ ფასი ენერგიულად გაიზარდა.

სურათი № 4

ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

და ბოლოს, სურათი № 4-ზე გამოსახულია მოდელი, რომელიც ერთი შეხედვით ვულფის ტალღას ჰგავს. სინამდვილეში ეს არ არის ვულფის ტალღა, ვინაიდან მე-4 ტალღამ გაარღვია მე-2 ტალღის მინიმუმი, თუმცა  მე-6 ტალღა დასრულდა ზუსტად 1-4 წრფეზე.

რა თქმა უნდა ასეთი მსგავსი მოდელებთ ვაჭრობა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ნორმალურ პატერნებთან კავშირში (ამ შემთხვევაში ეს ნორმალური პატერი "სამი ინდიელია") შეგვიძლია შევიდეთ პოზიციაში, ვინაიდან ესეთი კავშირი დამატებითი სიგნალია. ანუ მოდელები ერთმანეთის გადაფარვით, ერთმანეთს აძლიერებენ.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    gvanca - აბსოლუტურად ყველა გრაფიკული მოდელი ყალიბდება ყველა ტაიმფრეიმზე ერთ წუთიანი ტაიმფრეიმიდან დაწყებული თვის ტაიმფრეიმამდე დამთავრებული. განსხვავება არის ფორმაციების ჩამოყალიბების სიხშირეში, მათ სიზუსტეში, მათი მუშაობის ეფექტურობაში, მიზნბრიც ზონებში და ჩამოყალიბების პროცესის ხანგრძლივობაში.

    Short URL:
  • gvanca

    gamarjobat batono levan!sesadzlebelia tu ara H1 da H4 taimfreimebze santluri kombinaciebis garda, iseti paternebis chamoyalibeba,rogorebicaa pepela,brilianti da aseve sxva paternebis?vulfis talgis modelsac xom garkveuli periodi chirdeba formirebistvis?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top