მე-4 ტალღის თავისებურებები

არც თუ ისე იშვიათად ბაზარზე შევხვდებით სიტუაცია, როდესაც ვულფის ტალღის მეოთხე ტალღა ფორმირდება სამკუთხედის ფორმით.

ასეთ შემთხვევაში პირველი პიკი არის საკმაოდ მაღალი და თუ მასზე გავავლებთ მიზნობრივ 1-4 წრფეს (ტრენდულ ხაზს), მაშინ იგი შეიძლება ძალიან გაცდეს მიმდინარე ფასს და ფაქტობრივად მიუწვდლომელი ხდება. ზოგი ტრეიდერი ასეთ მოდელს თვლის დაუმუშავებლად. მაგრამ თუ მიზნობრივ წრფეს გავავლებთ ამ სამკითხედის ზოგიერთ პიკზე, მაშინ მიზნობრივი ნიშნულის ფასური დონის საკითხი ნორმალურად გამოჩნდება.

განვიხილოთ პირველი მაგალითები:

გრაფიკზე (სურათზე) ჩანს, რომ მე-4 ტალღა ჩამოყალიბდა სამკუთხედის ფორმით. ყოველ ზედა პიკზე გავლებულია წრფეები მოდელის - № 1 წერტილიდან. მე-6 ტალღა დასრულდა შუალედურ წრფეზე.

სურათი № 1

მე-4 ტალღის თავისებურებები

სურათი № 2

მე-4 ტალღის თავისებურებები

გრაფიკზე (სურათი № 2) ჩანს, რომ ფასი, მე-6 ტალღის განვითარების პროცესში თავდაპირველად მივიდა მიზნობრივ შუალედურ წრფემდე, შემდეგ დაიწყო კორექცია, რომლის დასრულების შემდეგ ბაზარი მაინც მივიდა საბოლოო მიზნობრივ წრფემდე (ტრენდულ ხაზამდე).

სურათი № 3

მე-4 ტალღის თავისებურებები

არსებობს შემთხვევები (სურათი№ 3), როდესაც მე-4 ტალღა ჩვეულებრივდ ყალიბდება, მაგრამ მისი დასრულებისთანავე იწყება ფასის ფლეტური გაჩერება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია გავავლოთ ორი მიზნობრივი წრფე (ტრენდული ხაზი), რომელთა შორისაც ერთი წრფე არის იმ სივრცეში სადაც ფასს ცოტა დააკლდა და ვერ მიაღწია პირველ წრფეს, შემდეგ კი განაგრძო ვარდნა.

ფასის მიერ პირველი წრფის მიღწევის შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ ბაზრის ქცევას. თუ ხდება გარღვევა, მაშინ მე-6 ტალღის გაგრძელების ალბათობა არსებობს. ამ წრფიდან ასხლეტის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ უნდა მივაჩოჩოთ სტოპი უზარალობაში.

ვულფის ტალღების საბაზრო მაგალითებს გააჩნია თავისებურებები, რომლებსაც განვიხილავთ სხვა სტატიებში. ასევე განვიხილავთ ვულფის ტალღების პრაქტიკულ გამოყენებას და Phi – Wolfe: ვულფის ტალღების მიზნის განსაზღვრის ალტერნატიულ მეთოდიკასაც.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top