დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა
დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა წარმოადგენს აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღის ზუსტ, სარკისებრ პროექციას.
სურათზე წარმოდგენილია დაღმავალი (დათვის) ტალღის მოდელი. განვიხილოთ მისი ფორმირების წესები, რომლებიც აღმავალი ტალღის დიამეტრულად საპირისპიროა:
- ტალღა № 1- მოდელის მწვერვალი;
- ტალღა № 2 – რომელიმე მნიშვნელოვანი ფსკერი. ტალღა № 1-ის მინიმუმიდან გამოსვლა არ არის სავალდებულო და აუცილებელი;
- ტალღა № 3 – ახალი მაქსიმუმი. ამ ტალღამ ყოველთვის უნდა გაარღვიოს ტალღა № 1-ის მაქსიმუმი;
- ტალღა № 4 – ყოველთვის უნდა გავიდეს ტალღა № 1-ის მაქსიმუმიდან, მაგრამ არ უნდა გავიდეს ტალღა № 2-ის მინიმუმიდან;
- ტალღა № 5 – ახალი მაქსიმუმი. გადის ტალღა № 3-ის მაქსიმუმიდან;
- ტალღა № 6 – იწყება ტალღა № 5-ის დამთავთავრების შემდეგ და არის ყველაზე მძლავრი/ენერგიული ზემოთ ჩამოთვლილ ტალღებს შორის;
ისევე როგორც აღმავალი ტალღის დროს, დაღმავალი ტალღის შემთხვევაშიც ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ მე-6 ტალღაზე, რომელიც ზოგჯერ ვერ აღწევს, ან სცდება (არღვევს) 1-4 ტრენდულ ხაზს.
თავდაპირველად დამწყებ ტრეიდერებს უძნლდებათ აღმავალი და დაღმავალი ვულფის ტალღების იდენტიფიცირება. ერთმანეთში ერევათ წესები. ამიტომ წესები უნდა ვიცოდეთ ზედმიწევნით კარგად.
გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ: თავიდან ივარჯიშოთ ფურცელზე. დახაზეთ ვულფის ტალღების სქემები, აუცილებლად დანომრეთ ტალღები. ცალკე აღმავალი ტალღები, ცალკე დაღმავალი ტალღები. პროცედურა გაიმეორეთ იმდენჯერ, რომ ავტომატიზმამდე მიიყვანოთ ეს პროცესი, რათა ვიზუალურად ჩაიბეჭდოს თქვენ გონებაში.
რეკომენდებული ფორექს ბროკერები
Comments (10)
-
Admin - ლევანი
jano - საბერძნეთი და ბრიტანეთი სულ სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. საბერძნეთი ბრიტანეთთან შედარებით იგივეა, რაც ჩვენ მაგალითად რუსეთთან მიმართებაში და თანაც იქ საუბარი იყო დეფოლტზე. აქ საუბარია ევროკავშირიდან გასვლაზე, რომელიც ყველამ იცის რომ არ მოხდება ეხლა მაინც და ეს რეფერენდუმი უბრალო ფორმალობაა, თუნდაც რომ გავიდეს მერედა რა? მით უმეტეს დღესაც ინგლისი ევროკავშირის დამოუკიდებელი მოთამაშეა და საქმე საქმეზე რომ მივიდეს სულ არ ანაღვლებს ევროკავშირი. პლიუს - ბრიტანული ფუნტი დამოუკიდებელი ვალუტაა, უძლიერესი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის მქონე
-
Admin -ლევანი
jano - ესეთი ვარაუდების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა აქვე გეუბნებით არავითარი გეპით არ გაიხსნება მომდევნო დღე, უბრალოდ რყევები იქნება, შესაძლებელია ძლიერი რყევებიც თავად ხუთშაბათს, წინა დღესაც ოთხშაბათს და მანამდეც. ხოლო პარასკევს ბაზარი თავის კალაპოტს საბოლოოდ იპოვის, აი ორშაბათს კი შეიძლება მცირე გეპი იყოს. ოღონდ დაეცემა თუ ავარდება ფუნტის ფასი ესეც არავინ იცის. საფინანსო ბაზრები ალოგიკურ ლოგიკას ექვემდებარებიან. გუშინ დღეს ფუნტი ავარდა რატომ? იცის ვინმემ? არავინ. გარდა რამდენიმე ადამიანისა პლანეტაზე.
-
jano
გამარჯობა ლევან. ერთი იდე მაქვს მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამ საკითხთან. მოგეხსენებათ ივნისში, დიდი ბრიტანეთში დაგეგმილია რეფერენდუმი. თუ არ ვცდები ხუთშაბათი დღე უწევს. თუკი წინა დღეს ფუნტძე ვაჭრობა შეჩერდება გრინვიჩის დროით 24:00 ალბათობა იმისა რომ მეორე დღგეს ბაზარი გაიხსნება გეპით დიდია, შესაბამისად გეპი ინდა გაიხსნას ფუნტის ფუნტის გაუფასურებით. აქედან გამომდინარე ვფირქორბ, რომ წინა დღეს გრინვიჩის დროით 23:59-ზე გავყიდით ფუნტს და ერთ წუთში ვაჭრობაც შეწდება, გეპი მოგებას დაგვიფიქსირებს. რას ფიქრობთ?
-
Admin - ლევანი
მაკა - როგორც მე ერთი-ერთი თქვენი კომენტარიდან/ტექსტიდან მახსენდება, პატერნის "1-2-3" სხვაგვარი კლასიფიკაციის ხედვა გაქვთ, და ღრმა კორექციასაც მიიჩვნევთ ამ პატერნად. ჩემთვის (და კლასიკურ თეორიაშიც ესეა) პატერნი "1-2-3" კორექციული მოძრაობაა ფიბონაჩის 23, მაქსიმუმ 38 პროცენტზე, იმიტომ რომ ამაზე ღრმა კორექციით იგი, როგორც წესი ვეღარ დააკმაყოფილებს პატერნის მთავარ პირობას მანძილი AB=CD, სადაც C წერტილი არის AB-ს კორექციის საბოლოო წერტილი (ან თუ დააკმაყოფილებს, მაშინ მიზნობრივი მანძილი იქნება მიზერული და სავაჭროდ გამოუსადეგარი) და გარდაიქმნება პარალელურ მოძრაობად ანუ არხად. ვულფის ტალღებში სწორედ და უფრო არხებთან გვაქვს საქმე 1-2-3-4 ტალღების დროს, მე-5 ტალღამ შესაძლებელია ოდნავ გაარღვიოს არხის საზღვარი შემდეგ დაიწყოს ჩვენთვის სასურველი მე-6 მოძრაობის ფორმირება.
მაგრამ:
თუ ერთ საათიან გრაფიკზე ხედავთ ღრმა კორექციას 38% და ზემოთ, რომელიც ქმნის ვულფს, სავსებით შესაძლებელია და უმრავლეს შემთხვევებში ესეცაა, 4 საათიან ან ზემოთ გრაფიკზე ეს კორექცია იყოს სწორედ ფიბოს 23 ან 38 პროცენტი, აი აქ კი ადგილი ექნება პატერნს 1-2-3
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი