აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი ტალღა აღინიშნება ციფრით.

სურათზე წარმოდგენილია აღმავალი (ხარის) ტალღის მოდელი. განვიხილოთ მისი ფორმირების წესები:

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

  • ტალღა № 1 – მოდელის ფუძე;
  • ტალღა № 2 – რომელიმე მნიშვნელოვანი მწვერვალი. ტალღა № 1-ის მაქსიმუმიდან გამოსვლა არ არის სავალდებულო და აუცილებელი;
  • ტალღა № 3 – ახალი მინიმუმი. ამ ტალღამ ყოველთვის უნდა გაარღვიოს ტალღა № 1-ის მინიმუმი;
  • ტალღა № 4 – ყოველთვის უნდა გავიდეს ტალღა № 1-ის მინიმუმიდან, მაგრამ არ უნდა გავიდეს ტალღა № 2-ის მაქსიმუმიდან;
  • ტალღა № 5 – ახალი მინიმუმი. გადის ტალღა № 3-ის მინიმუმიდან;
  • ტალღა № 6 – იწყება ტალღა № 5-ის დამთავთავრების შემდეგ და არის ყველაზე მძლავრი/ენერგიული ზემოთ ჩამოთვლილ ტალღებს შორის;

ვულფის ტალღების იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფორმირებულია პირველი ოთხი ტალღა. ხოლო ვაჭრობა რეკომენდებულია მხოლოდ მე-6 ტალღაზე. უფრო მეტიც - ვულფის ტალღებზე მუშაობის მთელი თეორია მდგომარეობს მე-6 ტალღაზე ვაჭრობაში.

როდესაც ფორმირებულია ტალღები: 1,2,3,4, შესაძლებელია გავავლოთ ორი წრფე, რომლებიც ითვლება საბაზო სხივებად. პირველი წრფე/სატრენდო ხაზი უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ის მინიმუმზე და ტალღა № 4-ის მაქსიმუმზე და წარმოადგენს ტალღა № 6-ის დასრულების ორიენტირს/მიზანს.

მეორე წრფე უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ს და ტალღა № 3-ის მინიმუმებზე. ეს წრფე/სატრენდო ხაზი ითვლება ტალღა № 5-ის დასასრულის საორიენტაციო ნიშნულად და ტალღა № 6-ის დასაწყისად. ტალღა № 5-მა, შესაძლებელია ზოგჯერ არ მიაღწიოს, ან გასცდეს აღნიშნულ სატრენდო ხაზს/წრფეს. ამ მოვლნას განვიხილავთ სხვა სტატიაში.

ტალღა № 6-ზე ვაჭრობის დასაწყებად სასურველია მივიღოთ დამატებითი, დადასტურების სიგნალი. მაგალითად შესაძლებელია გამოვიყენოთ მცოცავი საშუალოს ინდიკატორი, რომლის პარამეტრად დავაყენებთ ისეთ პერიოდს, რომ მისი მრუდი წარმოადგენდეს ტალღა № 5-ის მხარდაჭერას. სწორედ ამ ინდიკატორის გარღვევა იქნება დამატებითი სიგნალი. ან/ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრენდული ხაზი, რომელსაც გავავლებთ ტალღა № 5-ის მაქსიმუმებზე.

კიდევ ერთ დამადასტურებელ სიგნალად შესაძლებელია მოგვევლინოს სანთლური მოდელის ფორმირება ტალღა № 5-ის დასასრულ ეტაპზე, 1-3 სატრენდო ხაზზე. ასევე ტალღის მიერ რაიმე მნიშვნელოვანი დონის - მურეის დონის ან მცოცავი საშუალოს მიღწევა.

 

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    givi - ვულფის ტალღები ჩდება ნებისმიერ ტაიმფრეიმზე და ნებისმიერ სავალუტო წყვილზე. 1 წუთიდან ზემოთ. 1- 30 წუთიან ინტერვალზე შესაძლებელია ეს ტალღები დაინახოთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. 1 საათი და ზემოთ ინტერვალებზე 1 სავაჭრო დღე არ ეყოფა ვულფის ტალღის ჩამოყალიბებას.

    პირადად ზიგ-ზაგს ამ მიზნებისათვის არ ვხმარობ. ზიგ-ზაგმა უნდა შეაერთოს მკვეთრად გამოხატული მაქსიმუმები და მინიმუმები და ბაზრის ხმაური დააგლუვოს, ამიტომ თუ გამოიყენებთ ზიგ-ზაგს თავად უნდა დააკვირდეთ გრაფიკს ესა თუ ის პარამეტრი ასრულებს თუ არა ზემოთაღნიშნულ მიზანს. ისე, გავრცელებული პრაქტიკით ზიგ-ზაგს იშვიათად უცვლიან თავდაპირველ პარამეტრებს.

    საიტზე სტატიები გამოქვეყნდება მანამდე, სანამ საფინანსო ბაზრების ყველა ძირითადი თემა და ხედვა არ ამოიწურება

    Short URL:
  • givi

    გამარჯობათ. რამოდენიმე კითხვა მაქვს
    1.ამ ექვსი ტალღის დანახვა ერთ სავაჭრო დღეში შეიძლება? რადგანაც ძირითადად მე6 ტალღაზე ვაჭრობენ რდენ ხანში შეიძლება რო გამოჩნდეს
    2. ოთხსათიანზე რამდენიანი ზიგზაგი უნდა გამოვიყენო რომ ტრენდი კარგად მაჩვენოს

    და კომენტარებში ზიგზაგზე იყობსაუბარიდა მისი ეფექტური გამოყენების შესახებ თუგეგმავთ რომ სტატია დადოთ ?

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    jano - დიახ, ზიგ-ზაგს ბევრი ხმარობს ამ და სხვა ტალღების იდენტიფიცირებისათვის.

    Short URL:
  • jano

    გამარჯობა ლევან. ძალიან საინტერესოა ვულფის ტალღბი. თუმცა რთულია იმ 4 ტალღის ამოცნობა. ვფიქრობ ზიგზაგ ინდიკათორი გაამარტივებს მათ დაანახვას.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top