ვულფის ტალღები, Wolfe Waves (შესავალი)

ვულფის ტალღების სისტემა შემუშავებული იქნა ბილ ვულფის მიერ, რომელიც  წლების მანძილზე წარმატებულად საქმიანობდა/ვაჭრობდა S&P სავაჭრო ინსტრუმენტზე.

S&P 500 (ეს ენდ პი 500) საფონდო ინდექსია, რომლის პორტფელში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების 500 რჩეული სააქციო კომპანია, რომელთაც აქვთ ყველაზე დიდი კაპიტალიზაცია. ინდექსი ქვეყნდება 1957 წლის 4 მარტიდან. საბაზო პერიოდად აღებულია 1941-1943 წლები. საბაზო მაჩვენებელია - 10. ინდექსი S&P 500 უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრია.

ბილ ვულფის შვილი ბრეინ ვულფი, ასევე ტრეიდერია და ასევე ვაჭრობს ზემოთაღნიშნულ საფონდო ინდექსზე. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი მსოფლიო ტრეიდერულ სამყაროში  ტალღების ეს მეთოდი, გავრცელდა სხვა საფინანსო ინსტრუმენტებზეც და დღეს მას "ვულფის ტალღები"-ს სახელწოდებით ვიცნობთ.

ვულფის  ტალღები - ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ეფუძნება გარკვეული ფასური პატერნების მოძიებას. ელიოტის ტალღებთან შედარევბით ვულფის ტალღები იმით განსხვავდება, რომ მისი ანალიზი ხორციელდება მიმდინარე მომენტში და არ არის საჭირო მარკირება სხვა, უფრო დიდ ან უფრო მცირე ტაიმფრეიმებზე.

მეთოდის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ელიოტის ტალღებთან შედარებით მარტივია, რის გამოც შესაძლებელია ერთდროულად შეირჩეს რამდენიმე სავაჭრო ინსტრუმენტი და მათზე დაკვირვებების შედეგად ამ მოდელის მოძიება.

ვულფის ტალღები შესაძლებელია იყოს, როგორც ძირითადი ასევე დამატებითი მეთოდი ტრეიდერის სავაჭრო სისტემაში. მისი კომბინირება ელიოტის ტალღებთან, იაპონური სანთლების პატერნებთან, ფიბონჩის ინსტრუმენტებსა და მიურეის მეთოდთან - უფრო მძლავრ, ზუსტ და დადებითად რეზულტატიურ სავაჭრო ინსტრუმენტად ხდის მას.

ვულფის ტალღური სტრუქტურის თეორია ეფუძნება ნიუტონის მესამე კანონს, "ნებისმიერი ორი სხეული ურთიერთქმედებენ ერთნაირი ბუნების ძალებით, რომლებიც მიმართულია ერთ წრფის გასწვრივ, ტოლია მოდულებით და აქვთ ურთიერთსაპირისპირო მიმართულება." ანუ მარტივად რომ ვთქვათ "ნებისმიერ ქმედებას ახლავს უკუქმედება". ეს ჰიპოთეზე ლინდა რაშკემ გამოთქვა თავის წიგნში "საბირჟო საიდუმლოებები". ("Биржевые секреты"/"Street Smarts. High Probability Short").

მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მოვძებნოთ, როგორც ტრენდის ცვლილების, ასევე ტრენდში შესვლის და არსებულ ტრენდში კორექციის დასასრული. რა თქმა უნდა თუ ტრეიდერი მუშაობს ტრენდში, მაშინ რეზულტატიც დადებითი იქნება, ვინაიდან სწორედ ტრენდის გაგრძელების მოდელებია უფრო ხშირად მართებული.

ვულფის ტალღების წარმატებულად გამოყენება განპირობებულია თეორიის ცოდნით და რა თქმა უნდა რეგულარული პრაქტიკით. ყოველდღიური ტრენინგი, რამდენიმე ხნის შემდეგ აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს და მოგცემთ დადებით რეზულტატს, რის შემდეგაც უშეცდომოდ შეძლებთ ვულფის ტალღების იდენტიფიცირებას ონლაინ რეჟიმში ნებისმიერი საბაზრო ინსტრუმენტისთვის, ნებისმიერ საფინანსო ბაზარზე. ამ მეთოდის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ისეთ ვოლატილურ ბაზრებზე, როგორიცაა ფორექსი.

ვულფის ტალღების თეორიული ნაწილი განხილული იქნება რამდენიმე სტატიად ამ რუბრიკაში, ხოლო სავაჭრო სტრატეგია შესაბამის რუბრიკაში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტრატეგია და თეორიული საკითხები ერთმანეთისგან აბსოლუტურად არ  განსხვავდება.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ, რა თქმა უნდა ვულფის ტალღების იდენტიფიცირების წესების ცოდნა უპირობოდ !!! საჭიროა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ვერავითარი წესი ვერ შეცვლის თვალის ვარჯიშს. უპირველოს ყოვლისა საჭიროა თვალის ვარჯიში, იმისათვის რომ ვიგრძნოთ !!! გრაფიკზე ტალღა, შემდეგ ეს ტალღა გონებაში უნდა შევუსადაგოთ შესწავლილ წესებს და თუ შესაბამისობაშია ტალღა და წესები, მაშინ უკვე სერიოზულად უნდა მივუდგეთ ვულფის ტალღის იდენტიფიკაციას. ვისაც ამ ტალღებზე სურს სპეციალიზაცია, მან საკმაო დიდი დრო უნდა დაუთმოს გრაფიკებზე ვიზუალურ დაკვირვებას, რათა გამოცდილებასთან ერთად თვალი გაიწაფოს. ვულფის ტალღები ყველა ტაიმფრეიმზე ჩნდება და რაც მთავარია ეს არის უწყვეტი ციკლი.  მერწმუნეთ ერთ და ორ დღეშია არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვულფის ტალღების ინტუიტიური მგრძნობელობა მოვა. შეხედავთ გრაფიკს და ეგრევე ქვეცნობიერად მიხვდებით, რომ ტალღა ჩასახვის პროცესშია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • givi

    ძალუან კარგია რომ ვულფის ტალღების შესწავლას ვიწყებთ
    ია უპირატესობები რაც გაქვთ ჩამოთბლილი ელიოტის ტალღებთან შედატებით მართლაც რომ კარგია
    საერთოდ კიდე ძალიან კარგი იქნება ამ მეთოდის შესწავლა მადლობთ

    Short URL:
  • მარიამი

    ძალიან საინტერესო სტატიაა, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top