მსოფლიოს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები

თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა – არის ფულის ლიკვიდური ერთეული, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ტერიტორიაზე მიღებულა ანგარიშსწორების საშუალებად.

ქვეყნების უმრავლესობაში შესაძლებელია კონვერტირებადი ვალუტის უპრობლემოდ გაყიდვა და ყიდვა სხვა ვალუტის ფასად. ამჟამად ასეთი სახის დაახლოვებით ოცამდე ვალუტა არსებობს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ადგილი საფინანსო ანგარიშსწორებები სისტემაში და მონაწილეობენ ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

კონვერტირებადი ვალუტები პირობითად იყოფა ორ ჯგუფად: მაღალ ლიკვიდური და საშუალო ლიკვიდური ვალუტები.

მაღალ ლიკვიდური თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები:

კლასიფიკაცია მოყვანილია ნაციონალურ ბანკებში სარეზერვო წილისა და ფორექსზე პოპულარობის გათვალისწინებით. ასევე ეს ვალუტები, საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე ხშირად და ფართოდ გამოიყენება  საქონლიზე და მომსახურეობაზე ანგარიშწორების დროს.

  • აშშ დოლარი – სარეზერვო ვალუტა 60%, წილი ფორექსზე 41%
  • ევრო – სარეზერვო ვალუტა 26.6%, წილი ფორექსზე 30%.
  • იაპონური იენა – სარეზერვო ვალუტა 3,8%, წილი ფორექსზე 12%
  • ბრიტანული ფუნტი – სარეზერვო ვალუტა 4,1%, წილი ფორექსზე  7%.
  • შვეიცარული ფრანკი – სარეზერვო ვალუტა 0,1%,  წილი ფორექსზე  5%.

საშუალო ლიკვიდური ვალუტები:

საშუალო ლიკვიდურ ვალუტებს მიეკუთვნება უფრო ნაკლებად პოპულარული ფულადი ერთეულები, მაგრამ, რომლებსაც ანგარიშსწორებისათვის იყენებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგალითად ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა კანადური დოლარი  CAD - ითვლება მთავარ სანედლეულო ვალუტად.

  • კანადური დოლარი – CAD
  • ავსტრალიური დოლარი – AUD
  • ჰონკონგური დოლარი – HKD
  • სამხრეთკორეული ვონა – KRW
  • შვედური კრონა - SEK
  • დანიური კრონა - DKK
  • ნორვეგიული კრონა – NOK
  • სინგაპურული დოლარი – SGD
  • ახალზელანდიური დოლარი – NZD
  • სამხრეთკორეული რანდი – ZAR
  • ისრაელური შეკელი – IL
  • მექსიკური პესო – MXN

ჩამოთვლილი ვალუტები შესაძლებელია ვიყიდოთ და გავყიდოთ ფორექსის არასაბირჟო სავალუტო ბაზარზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანის სავაჭრო მოცულობები საკმაოდ დაბალია, რადგან გააჩნიათ დაბალი ლიკვიდურობა, შესაბამისად სპრედიც საკმაოდ მაღალია - რომელმაც შესაძლებელია ზოგჯერ 100 პუნქტსაც კი მიაღწიოს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    tamo - ლარი არ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა. და არც არასოდეს იქნება

    Short URL:
  • tamo

    ლარი კონვერტირებადი ვალუტაა?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top