JPY - იაპონური იენა

ოაპონური იენა - პირობითი აღნიშვნა ¥, ან JPY, არის იაპონიის ნაციონალური ვალუტის ერთეული.

ვალუტა ფართოდ გავრცელებულია აზიის რეგიონში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფულის ერთეულია. თარგმანში, იენა ნიშნავს წრეს, ასეთი დასახელება ისტორიულად ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც მონეტამ მიიღო მრგვალი ფორმა. ვალუტის დაბალი ფასის გამო, მისი ყველაზე დაბალი ნომინალია ერთი იენა, უფრო მცირე ნომინალები - სენი და რინი, 1954 წლიდან აღარ გამოიყენება.

იენას - მსოფლიოს კოტირებულ ვალუტებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. მისი პოპულარობა განპირობებულია იაპონიის ეკონომიკის სიძლიერით და ქვეყანაში წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით, რომლის შესყიდვების ოპერაციების ანგარიშსწორებისათვის უმეტესად იაპონიის ნაციონალური ვალუტა გამოიყენება. იგი აგრეთვე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური ბანკების მიერ, როგორც სარეზერვო ვალუტა. ბოლო მონაცემებით მისი წილი სავალუტო რეზერვებში დაახლოვებით 4 %-ია.

ბოლო წლებში, იაპონურ იენაზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია ევროპული ვალუტის შემოღებამ, რის შემდეგაც მან, მსოფლიო ვალუტების პოპულარობის შკალაზე მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

იაპონური იენის გამოშვებასა და მიმოქცევის კომტროლზე პასუხისმგებელია იაპონიის ბანკი - Bank of Japan, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა მხოლოდ 55 %-ით, ხოლო დანარჩენი 45 % ეკუთვნის კერძო ინვესტორებს, მაგრამ მათ აქციონერთა კრებაზე  არ აქვთ ხმის უფლება. ამასთან ერთად ბანკის მმართველობა ინიშნება იაპონიის მთავრობის მიერ.

იენის კუპიურები -1 000, 5 000, 10 000 იენა. მცირე ნომინალები გვხვდება მონეტების სახით.

იენის მონეტები - 1, 5, 50, 100, 500 იენა.

ვინაიდან იაპონური იენა არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ამიტომ მისი კურსი დამოკიდებულია, ფორექსის სავალუტო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებაზე.

ფორექსზე იგი მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ისეთ პოპულარულ ვალუტებს, როგორებიცაა შვეიცარიული ფრანკი და ბრიტანული ფუნტი, მას ეკუთვნის ფორექსზე ფულადი მასის ბრუნვის 12%.

ფორექსზე იენის პოპულარობა, აგრეთვე განპირობებულია ორი ფაქტორით:

  • აზიური სავაჭრო სესიის გამო, რომელიც ევროპული ქვეყნებისათვის (მათ შორის საქართველოსთვის) დროის სარტყლის თვალსაზრისით, მიმდინარეობს ღამის და ადრეული დილის საათებში, რის გამოც იენაზე ვაჭრობა არ ექცევა ევროპული ეკონომიკური სიახლეების ფუნდამენტალური გავლენის ქვეშ;
  • ვალუტის სიიაფის გამო, 1 ლოტი (100 000 იენა) დაახლოვებით 1300 აშშ დოლარია, რაც მცირე ინვესტორებსაც კი აძლევს საშუალებას ივაჭრონ ამ სავალუტო ინსტრუმენტზე;

გარდა ამისა, ამ ვალუტაზე არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ვარირებს 0 %-დან 0,5 %-მდე, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ იგი, როგორც კოტირებული ვალუტა საპროცენტო განაკვეთების, Carry Trade სისტემით ვაჭრობის დროს.

ვაჭრობის საფუძველს წარმოადგენს ვალუტის კურსის დინამიური ცვლილების თვისება, ასეთი ქცევა დამახასიათებელია იაპონური იენისთვის და ერთი სესიის განმავლობაში მას შეუძლია გაიაროს რამდენიმე ასეული პუნქტიც კი, რაც კარგი მოგების საშუალებას იძლევა ასეთი მოძრაობის დაჭერის შემთხვევაში.

იაპონია არის პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანა, ამიტომ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ნაციონალური ვლუტის გაიაფებისაკენ, სხვა ვალუტებთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ იწვევს იაპონური პროდუქციის ფასის კლებასა და მასზე მოთხოვნის ზრდას.

იაპონური იენის მოკლე ისტორია:

დღევანდელი სახელწოდება იაპონურმა ფულის ერთეულმა მიიღო 1869 წელს, იგი იჭრებოდა ოქროსა და ვერცხლისგან, როგორც ბევრი სხვა ქვეყნის ვალუტა, თუმცა იმ პერიოდში სხვა ქვეყნებში მიმოქცევაში უკვე ქაღალდის ბანკნოტები ჭარბობდა. იმ პერიოდში 1 იენა გაუტოლდა 1,5 მგ ოქროს. პირველად იენის ოქროთი უზრუნველყოფა გაუქმდა 1933 წელს.

1949 წლიდან იენის კურსი "მიება" აშშ დოლარს, 1953 წელს ვალუტა კვლავ უზრუველყოფილი იქნა ოქროთი და კურსის მიხედვით 1 იენა გაუტოლდა 2,5 მგ ოქროს. ძირითადად ამ ორი ნაბიჯით, (თუმცა ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმებიც გატარდა, რომლებიც ამ სტატიის თემას არ წარმოადგენს) დაიწყო ომის შემდგომი იაპონიის უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა, იაპონური იენის გამყარება და მისი, როგორც მსოფლიო ერთ-ერთი სარეზერვო ვალუტად აღიარება. ამჟამად, ისევე როგორც სხვა კონვერტირებადი ვალუტები, იაპონური იენა აღარ არის ოქროთი უზრუნველყოფილი ფულის ერთეული.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top