AUD - ავსტრალიური დოლარი

ავსტრალიური დოლარი - პირობითი აღნიშვნა AUD, არის ავსტრალიის ნაციონალური ვალუტის ერთეული, აგრეთვე მიმოქცევაშია ნორფოლკის და ქოქოსის კუნძულებზე, რომლებიც ავსტრალიური კავშირის წევრები არიან.

ვალუტა აგრეთვე გამოიყენება წყნარი ოკეანის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ტუვალუ, ნაურუ და კარაბატი.

ავსტრალიური დოლარი შედის ყველაზე პოპულარული მსოფლიო ვალუტების სიის შვუდეულში და არის სრულყოფილად კონვერტირებადი ვალუტა. მონაწილეობს უწყვეტი ურთიერთდამოკიდებული ანგარიშსწორების სისტემაში – CLS, რომელიც არეგულირებს მსოფლიო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების სავალუტო ურთიერთობებს.

ავსტრალიური დოლარის გამოშვებასა და მიმოქცევაზე კონტროლს ახორციელებს ავსტრალიის სარეზერვო ბანკი, ფულის ბანკნოტების ბეჭდვა ხორციელდება მისი შვილობილი კომპანიის Note Printing Australia მეშვეობით. სარეზერვო ბანკი მკაცრად აკონტროლებს ბრუნვაში არსებული ფულის მასის რაოდენობას, და ახორციელებს აგრესიულ ინტერვენციებს ნაციონალური ვალუტის კურსის, ქვეყნის ეკონომიკისათვის არახელსაყრელი ტენდენციის წარმოქმნის შემთხვევაში.

ავსტრალიური დოლარის ბანკნოტების ნომინალები - 5, 10, 20, 50, 100. სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ ავსტრალიური დოლარის კუპიურები იბეჭდება განსაკუთრებული პოლიმერების გამოყენებით, რომლებიც ზრდის ბანკნოტების ცვეთამედეგობას. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ბანკნოტების შენახვის ხარჯებს (იგულისხმება გაცვეთილი ბანკნოტების ჩანაცვლება ახალი ბანკნოტებით).

მონეტების ნომინალები - 1 და 2 ავსტრალიური დოლარი და 5, 10, 20, 50 ავსტრალიური ცენტი.

ავსტრალიური ვალუტა ე.წ. სანედლეულო ვალუტაა, ძირითადად მონაწილეობს ენერგომატარებლებზე, ქიმიური მრეწველობისთვის საჭირო ნედლეულზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ანგარიშსწორებისათვის.

ავსტრალია საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვებს ნავთობს და აწარმოებს დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ამიტომ ექსპორტიორებისათვის უფრო ხელსაყრელია ანგარიშსწორება აწარმოონ ამ ვალუტით. ამიტომაც ავსტრალიური დოლარის კურსზე გავლენას ახდენს ფასების ცვლილება ნავთობზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ოქროსა და მინერალურ ნედლეულზე. რა თქმა უნდა გავლენის როლს თამაშობს ფუნდამენტალური ფაქტორებიც (პოლიტიკური და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები).

აღნიშნული ფორექს ვალუტა, სავალუტო ბაზრის საერთო სავაჭრო მოცულობის ერთ პროცენტს შეადგენს. მასზე მოთხოვნაა, როგორც საბირჟო სპეკულანტების, ასევე ავსტრალიური პროდუქციის იმპორტიორების მხრიდან.

ავსტრალიური სავაჭრო სესია ევროპული ქვეყნებისათვის (მათ შორის საქარართველოსთვისაც) ღამის საათებში მიმდინარეობს. ეს პერიოდი არის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი მონაკვეთი სავალუტო ბაზრისათვის, ვინაიდან ამ დროს ფინანსური ცენტრების უმრავლესობა არ მუშაობს. ხშირად ეს ვალუტა გამოიყენება საპროცენტო განაკვეთებზე თამაშის დროს.

დამწყები ტრეიდერებისათვის უფრო ხელსაყრელია EUR/AUD სავალუტო წყვილზე ვაჭრობა ღამის საათებში, ავსტრალიაში მიმდინარე ფუნდამენტალური მოვლენების, ანუ ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

ავსტრალიური დოლარის მოკლე ისტორია:

ავსტრალიური დოლარი, როგორც დამოუკიდებელი ფულის ერთეული დასაბამს იღებს 1813 წლიდან. მანამდე ავსტრალიის ტერიტორიაზე გამოიყენებოდა ბრიტანული ვალუტა. პირველი ავსტრალიური დოლარები დაამზადეს ესპანური დოლარებისგან. უბრალოდ გახვრიტეს ისინი, ამასთან ამოჭრილი რგოლები ერთი შილინგის ტოლი იყო, ხოლო ძირითადი მონეტის ფართო რგოლის ნომნალი 5 შილინგს შეადგენდა. აქედან წამოვიდა ავსტრალიური დოლარის ჟარგონული სახელწოდებაც - გახვრეტილი დოლარი.

თუმცა, მიუხედავად ზემოთხსენებულისა 1825 წლიდან 1910 წლამდე, ავსტრალიაში ერთადერთ ოფიციალურ ფულის ერთეულს ბრიტანული ფუნტი წარმოადგენდა. მხოლოდ 1910 წელს, სრული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გაჩნდა ფულის ერთეული - ავსტრალიური ფუნტი. თავიდან ნიმუშად აღებული იქნა ბრიტანული ფუნტი, იმ პერიოდში მისთვის დამახასიათებელი შილინგებად და პენსებად დაყოფის რთულ სისტემასთან ერთად.

1966 წლიდან ავსტრალიური ფუნტი შეცვალა ავსტრალიურმა დოლარმა, რომელიც დღემდე ავსტრალიის ფულად ერთეულს წარმოადგენს. ერთი ავსტრალიური დოლარი 100 ავსტრალიურ ცენტს შეიცავს.

1983 წლიდან ავსტრალიური დოლარის კურსი მთლიანად განთავისუფლდა რეგულაციებისგან და ამჟამად მას მცურავი კურსი გააჩნია, რომელიც დამოკიდებულია ფორექსის სავალუტო ბაზარზე არსებულ მოთხოვნისა და მიწოდების სისტემაზე, ხოლო ავსტრალიის სარეზერვო ბანკის მიერ დეკლარირებულია, რომ იგი მთლიანად გამიჯნულია ნაციონალური ვალუტის კურსზე გავლენისაგან (თუმცა ეს მხოლოდ დეკლარირებულია, რადგან როცა ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება საკმაოდ მძლავრ, ხშირ და ირიბ სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს ხოლმე).

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top