CAD - კანადური დოლარი

კანადური დოლარი - პირობითი აღნიშვნა CAD, არის კანადის ნაციონალური ვალუტა.

იგი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა. კანადა, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგომატარებლების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა, რის გამოც კანადურმა დოლარმა მოიპოვა პოპულარობა. ამის გამო მას სანედლეულო ვალუტასაც უწოდებენ. მწარმოებლებისათვის უფრო ხელსაყრელია ენერგორესურსებსა და ნედლეულზე კანადის ნაციონალური ვალუტით ანგარიშწორების განხორციელება, რომელიც თავის მხრივ ფორექსის სავალუტო ბაზარზეა კონვერტირებული, ვიდრე ანგარიშსწორება განახორციელონ კანადის ბანკის შიდა კურსის მიხედვით.

კანადურ დოლარს ლიკვიდურობის თვალსაზრისით გააჩნია გარკვეული პრობლემები, მისი პოპულარობა ვერ შეედრება აშშ დოლარისა და ევოს პოპულარობას, თუმცა იგი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვალუტების შვიდეულში მაინც შედის. ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც საკუთარ სავალუტო რეზერვებს ინახავენ კანადურ დოლარშიც, ვინაიდან იგი გამოირჩევა საკმაოდ მაღალი სტაბილურობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგრადობით.

კანადური დოლარის გამოშვებასა და მიმოქცევის კონროლზე პასუხისმგებელია კანადის ბანკი - Bank of Canada. როგორც წესი კანადის ბანკი პირდაპირ გავლენას არ ახდენს ნაციონალური ვალუტის კურსზე, იგი მხოლოდ არეგულირებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის შიგნით. კანადური დოლარის ფასი სხვა ვალუტებთან მიმართებაში ფორმირდება ფორექსის სავალუტო ბაზარზე.

კანადური დოლარის ბანკნოტების ნომინალებია – 5,10,20,50,100. ადრე, ბრუნვაში იყო 2 და 1000 ნომინალის ბანკნოტები, რომელთა მიმოქცევიდან ამოღება ხორციელდება.

მიმოქცევაშია მონეტები  - 1 და 2 დოლარის ნომინალით და 1, 5, 10, 25, და 50 ცენტის ნომინალით.

კანადური დოლარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სავალუტო ინსტრუმენტია ფორექსის ბაზარზე, თუმცა მისი ბრუნვა, საერთო ფულადი მოცულობის ორიოდე პროცენტს შეადგენს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფორექსის დღიური ბრუნვა რამდენიმე ტრილიონი აშშ დოლარია (2013 წლის მონაცემებით 4-5 ტრილიონი აშშ დოლარი), ამ მოცულობაში კანადური დოლარის წილი რამდენიმე ათეულ მილიარდს შეადგენს.

როგორც წესი, ტრეიდერები კანადურ დოლარზე ვაჭრობისას, უმეტესად წყვილში იყენებენ - აშშ დოლარს, ევროს, იენას, ბრიტანულ ფუნტს და შვეიცარიულ ფრანკს.

კანადური დოლარის კურსი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ენერგომარატებლებზე (ნავთობი, ქვანახშირი) და შავ და ფერად მეტალებზე არსებულ მსოფლიო ფასებზე. ნავთობზე და სხვა სასარგებლო წიაღისეულზე ფასების ზრდა იწვევს კანადური დოლარის ფასის ზრდასაც, ამიტომ ვალუტა კარგად ვაჭრობს სიახლეებზე ვაჭრობის ფორექსის სტრატეგიით.

გასათვალისწინებელია, რომ კანადური დოლარი კარგად კორელირებს სხვა პოპულარულ ვალუტებთან, ამიტომ სხვა ვალუტების გრაფიკებზე დაკვირვების შედეგად შესაძლებელია კორელაციის ხარისხისა და მიმართულების განსაზღვრა, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოვიყენოთ ეფექტური ვაჭრობის ერთ-ერთ მექანიზმად.

კანადური დოლარის მოკლე ისტორია:

ამ ვალუტის ისტორია დაიწყო 1841 წელს, როდესაც კანადის ტერიტორიაზე მიმოქცევაში პირველად გამოჩნდა ისეთი ფულის ერთეული, როგორიცაა კანადური ფუნტი. ერთი ფუნტი, ერთი აშშ დოლარის ტოლი იყო. 1857 წლიდან ვალუტას გადაერქვა სახელი და ეწოდა კანადური დოლარი.

1954 წელს კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით მთლიანი ფულადი მასა უზრუნველყოფილი იქნა ოქროს მარაგით, ამ კანონის მიხედვით ქაღალდის კუპიურები თავისუფლად იცვლებოდა ოქროს ექვივალენტზე. ოქროს სტანდარტი გაუქმდა 1933 წელს, ერთ-ერთი, მორიგი ეკონომიკური კრიზისის დროს.

1951 წლამდე კანადური დოლარი მკაცრი რეგულაციით "მიბმული" იყო აშშ დოლარზე. მათ გააჩნდათ თითქმის ერთი და იგივე ღირებულება. 1951 წლიდან 1962 წლამდე დამყარდა თვისუფალი კურსის პრინციპი, თუმცა 1962 წლიდან კანადური დოლარი კვლავ "მიება" აშშ დოლარს. მხოლოდ 1970 წელს იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანადური დოლარის კურსის მკაცრი რეგულირებისგან განთავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც კანადურმა დოლარმა დაიკავა თავისი მნიშვნელოვანი ადგილი თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებს შორის.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top