ლიკვიდური ვალუტის ცნება - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვალუტების სია

ლიკვიდურობა - ნიშნავს მუდმივი მოთხოვნისა და მიწოდების არსებობას ამა თუ პროდუქციაზე. ლიკვიდური ვალუტა არის ისეთი ვალუტა, რომელიც შეგვიძლია გადავცვალოთ ნებისმიერ მომენტში - სხვა ფულად ერთეულზე.

აღნიშნული ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ფორექსზე ვაჭრობის დროს, ასევე სავალუტო რეზერვების შექმნისას.

ლიკვიდურობის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია ისეთ ცნებებთან, როგორებიცაა - კონვერტირებადობა, ფულის ერთეული კურსის სტაბილურობა და მისი პოპულარობა.

კონვერტირებადი ვალუტები - არის ფულადი ინსტრუმენტები, რომელიც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში მიღებულია ანგარიშსწორებისათვის და მათი მიმოქცევაში არსებობა არ არის შეზღუდული. მიჩნეულია, რომ ეს ტერმინი ვრცელდება მხოლოდ იმ საანგარიშსწორებო ინსტრუმენტებზე, რომელიც საერთაშორისო საანგარიშსწორებო CLS სისტემაში მონაწილეობენ.

სტაბილურობა - კიდევ ერთი კრიტერიუმია, რომელიც აფორმირებს მოთხოვნილებას ამა თუ იმ ფულად ერთეულზე, ჩვენ ვსაუბრობთ მოთხოვნილებაზე, ვინაიდან თუ იგი არსებობს, მაშინ მიწოდება ყოველთვის იქნება. მყიდველები დაინტერესებულები არიან, იმაში, რომ არ დაკარგონ ფულადი სახსრები, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იქნას მისი გაუფასურებით, ამიტომ კურსის სტაბილურობა ზოგჯერ აფორმირებს სტაბილურ მოთხოვნილებას. ვალუტის სტაბილურობა, არის ერთ-ერთი ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ბანკები ქმნიან საკუთარ სავალუტო-სარეზერვო ფონდებს. სხვადასხვა ვითარებიდან გამომდინარე ხდება სარეზერვო სახსრების შევსება ან გაყიდვა, რომელიც თავის მხრივ ქმნის ამინდს სავალუტო ბაზარზე.

პოპულარობა - ანუ საერთაშორისო ანგარიშწორებებისთვის ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა, მაშინ როდესაც ვალუტა ამგვარ საშუალებად აღიარებულია მრავალ ქვეყანაში. ასეთი ვალუტა პოპულარულია ინვესტორებს შორისაც. დღეისათვის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ევრო და აშშ დოლარი, ამ ვალუტებით განხორციელებული საქონელბრუნვა, მსოფლიოს მასშტაბით, შეადგენს 80%. ამიტომ მათ შესაძლებელია ეწოდოს ყველაზე ლიკვიდური ვალუტები.

ყველაზე ლიკვიდური ვალუტებია:

  • აშშ დოლარი – ფართოდ გამოიყენება საქონელბრუნვისა და მომსახურეობის ანგარიშსწორებისათვის, აგრეთვე ფულადი ერთეულების უზრუნველყოფის მიზნით, ნაციონალური ბანკების მიერ საკუთარი რეზერვების ფორმირებისათვის.
  • ევრო – აშშ დოლარის რეალური კონკურენტია, გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებებისათვის. ევროპის მოსაზღვრე ქვეყნებში პოპულარობით პირველ ადგილზეა. მრავალ ქვეყანაში ევრო მიჩნეულია სარეზერვო ვალუტად.
  • ბრიტანული ფუნტი სტერლინგი – ფართოდ გამოიყენება ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება, როგორც სარეზერვო ვალუტა.
  • შვეიცარიული ფრანკი – ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტაა, ამიტომაც ნაციონალირი ბანკების მიერ გამოიყენება რეზერვების ფორმირებისათვის.
  • იაპონური იენა – პოპულარობით სარგებლობს აზიის რეგიონში, იქ წარმოებულ პროდუქციაზე და მომსახურეობებზე ანგარიშსწორებისათვის.
  • კანადური დოლარი – ერთ-ერთი მათთაგანი, რომლებსაც ნავთობვალუტებს უწოდებენ. ძირითადა გამოიყენება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ანგარიშსწორებისათვის.
  • ავსტრალიური დოლარი – პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ფართოდ გამოიყენება ოქროსა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ანგარიშსწორებისას.

არსებობს სხვა ვალუტებიც, რომლებსაც ასეა თუ ისე შესაძლებელია ვუწოდოთ ლიკვიდური ვალუტები, მაგრამ ისინი პოპულარობით საკმაოდ ჩამორჩებიან ზემოთ ჩამოთვლილ ფულის ერთეულებს.

ლიკვიდური ვალუტებისგან ფორმირდება ლიკვიდური სავალუტო წყვილები, რომელთა ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა დაბალი სპრედი (Ask და bid ფასებს შორის სხვაობა). ამიტომ ლიკვიდურობის მაჩვენებეს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა სავალუტო ბაზარზე - სავალუტო ინსტრუმენტის არჩევის დროს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top