რა ღირს ბიტკოინი?

ვისაც კი ოდესმე კონსულტაციას ვუწევდი, ან ამჟამადაც ვუწევ კონსულტაციას საერთაშორისო საფინანსო ბაზრების შესახებ, დაახლოვებით 2 თვეა ტელეფონზე ბევრი ზარი შემოვიდა მათგან ერთი შეკითხვით - რა ვქნათ ბიტკოინებზე? ჩავდო თუ არა ინვესტიცია? იმან მიჩია, ამან მირჩია და ა.შ.

არ მიყვარს საკითხზე, რომელზეც ზედმიწევნით არ ვარ ჩამოყალიბებული ";ბრძნული" აზრის გამოთქმა, და არ ვენდობი ხალხს რომლებიც ";ყველაფერჩიკები" არიან და კვანტური ფიზიკიდან დაწყებული გეოსტრატეგიით დამთავრებული საკუთარ წყალგაუვალ - იმპერატიულ აზრს აფიქსირებდნენ, შესაბამისად ზემოთხსენებული საკითხის შესახებ ჩემს საკონსულტაციო წრესაც მხოლოდ ერთ პასუხს ვაძლევდი რომ, ეს კრიპტოვალუტა ივაჭრება თავის მაქსიმუმზე და ეხლა - 2017 წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბრის თვეში მასში ინვესტიცია საკმაოდ სარისკოა მეთქი, თანაც გაურკვეველია მათი ფასწარმოქმნის საკითხი და თუ მაინცდამაინც გინდა კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა მოკლევადიანი ინვესტიციების ჩადება ვურჩიე.

სამწუხაროდ, სპეკულაციურ ტალღას აყოლილმა, ორმა მათგანმა 19 ათასზე მეტი დოლარი გადაიხადეს ბიტკოინში.  ეჭვი მაქვს სხვებზეც იმიტომ რომ ძალიან საეჭვოდ დუმან. (აქ ღიმილის სმაილიკი).

რამდენიმე დღის წინ საბროკერო კომპანიიდან დამირეკა სასიამოვნო ხმის გოგონამ, თუ ადრე ეგრევე ვაწყვეტინებდი ხოლმე საუბარს, ამჯერად ბიტკოინის ხსენებაზე საშუალება მივეცი ესაუბრა. რა მისი ბრალია რომ უაზრო ბილიბირდას მიყვებოდა, ეგრე ასწავლეს 45 წუთიან ტრენინგზე და რა ქნას.

ზემოთ აბზაცები შეიძლება ვინმეს ზედმეტად აგრესიული მოეჩვენოს, სულაც არა, უბრალოდ ეს მწარე რეალობაა და როგორც საიტის ავტორს მაქვს უფლება სარკაზმის. სწორედ ამ და სხვა რეალობებმა მაიძულეს დამეწერა ეს სტატია.

ეხლა კი საქმე:

კრიპტოვალუტა აბსოლუტურად განსხვავდება ძვირფასი მეტალებისგან და ფიატური ფულისგან, რადგან საერთოდ არ არის კავშირში საპროცენტო განაკვეთთან (ფიატური ფული - ფული რომლის ნომინალური ღირებულება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ, მიუხედავად მასალის ღირებულებისა, რომლითაც ეს ფული არის დამზადებული)

კრიპტოვალუტა არის საგადასახადო ქსელი და არა ფული, სადაც ტრანზაქციებისათვის საკომისიო არ დაერიცხება სუბიექტებს.

კრიპტოვალუტის რეალური ფასი გაუგებარი და გაურკვეველია ეკონომიკური ანალიზის კლასიკური თეორიების თვალსაზრისით.

ბიტკოინი არ არის უზრუნველყოფილი არც ოქროთი, არც წარმოებული პროდუქციით, არც აქციებით, არც საინდექსო ეკონომიკური მოლოდინებით, არც სახელმწიფო და არც საბანკო გარანტიებით, ამიტომ მისი რეალური ფასი არის 0 (ნული) დოლარი.

ვინც კარგად ვერ გაიგო ზემთ დაწერილი ვიმეორებ - ბიტკოინის რეალური ფასი არის 0 (ნული) დოლარი. და ერთადერთი რაც მას ფასს სძენს ეს არის მისი მოთხოვნა მასზე, როგორც საანგარიშსწორებო ინსტრუმენტზე/სისტემაზე.  ანუ თუ მას აღარ გამოიყენებს არავინ საანგარიშწორებო საშუალებად - მისი ღირებულება იქნება ნული.

ბიტკოინებით ტრანზაქციების სიდიდე დღე-ღამის განმავლობაში დაახლოვებით 3 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, როცა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დღე-ღამეში ტრანზაქციების ჯამური სიდიდე 5 ტრილიონზე მეტი დოლარია. დამეთანხმებით, რომ 3 მილიარდი 5 ტრილიონიან ზღვაში სწორედ რომ წვეთია.

2017 წლის 20 დეკემბერს ბიტკოინის ფასური პიკი იყო 20 098 დოლარი. სულ რაღაც ხუთ დღეში იგი დაეცა 35%-ით და დღეს სადღაც 13 000  დოლარის რაიონში ივაჭრება. გასაგები მომენტია რომ ძირითადმა მოთამაშეებმა წლიური მოგებები დააფიქსირეს და ფასიც იმიტომ დავარდა, თუმცა ვემხრობი იმ მოსაზრებას რომ ბიტკოინის ფასის ვარდნა კვლავ გაგრძელდება, მით უმეტეს რომ ჰარდფორკის პროტოკოლი იცვლება (ჰარდფორკის პროტოკოლზე სხვა სტატიებში გვექნება საუბარი).

Bitcoin.com -ის თანადამფიძნებელმა საკმაოდ დამახასიათებელი გვარით - ემილ ოლდენბურგმა პირდაპირ  განაცხადა რომ, ბიტკოინს არ აქვს პერსპექტივა გახდეს სავაჭრო ვალუტა. იაპონიის ფინანსთა მინისტრი, სინგაპურის ფულად საკრედიტო ინსტიტუტი და ა.შ და ა.შ. აცხადებენ რომ კრიპტოვალუტა არ არის საიმედო ინვესტიცია, ვინაიდან არ არის უზრუნველყოფილი აქტივი და "პირამიდის" მსგავსი სისტემაა. ამას ემატება ის, რომ ბიტკოინზე გამუდმებული ჰაკერული და სპამ შეტევებია. პლიუს კონკურენცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტებს შორისაა.

მგონი საკმარისი ნეგატივია. გადავიდეთ "მაგრამ"-ზე, იმ მაგრამზე რომელიც მთელ ამ პროცესს უსათუოდ ახლავს.

შორს ვარ, ძალიან შორს იმ აზრისგან რომ ვიღაც სტუდენტი იჯდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახში და მოწყენილობის გამო სულ მარტოდ მარტომ შექმნა საიტი facebook და ბაც... გახდა მილიარდერი. ნუ, ეს და მსგავსი ვისაც ჯერა - ნეტარ არიან მორწმუნენი, ეგ მათი პრობლემაა.

უპირობოდ რა თქმა უნდა ამ კრიპტოვალუტების და მათ გარშემო აჟიოტაჟის უკან უმძლავრესი ფინანსური სტრუქტურები და ფინანსური აკულები დგანან. რა თქმა უნდა ეს არის საპილოტე პროექტი და კბილის მოსინჯვა. რა თქმა უნდა რაღაც უმნიშვნელოვანესი და რევოლუციური საფინანსო მოვლენის წინაშე ვდგევართ და რა თქმა უნდა ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება და შედეგიც დადგება რამდენიმე წელიწადში.

ყველა წამყვანი ქვეყნის მთავრობა ლანძღავს კრიპტოვალუტას, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, თუმცა ყველა მთავრობას დავალებული აქვს კრიპტოვალუტების საკანონმდებლო ბაზა დაარეგულიროს 2018 წლისთვის. მაშასადამე, რაღაც ხდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ვეძგეროთ და არიქა ვაჭრობა დავიწყოთ ეგრევე.

ნადირობაში მონაწილეობს სამი სუბიექტი: მონადირე, მწევარი და თვით სანადირო ობიექტი (ერთი სიტყვით რა ჰქვია არ მახსოვს).  მწევარი და ნანადირევი დარბიან აქეთ-იქით ან ეწევიან ან გაურბიან ერთმანეთს და ა.შ. ხოლო ჭკვიანი მონადირე მშვიდად ზის ნომერში და ზუსტ დროს, ზუსტ მიზანს, ზუსტ დროის მონაკვეთში ესვრის მსხვერპლს და ამიტომაც ზუსტად არტყამს და ნანადირევის სახით იღებს პრიზს. ტრეიდერი ჭკვიან მონადირეს უნდა ჰგავდეს და არა მწევარს ან ნანადირევს. ტრეიდერმა ზუსტად უნდა იცოდეს რა დროს გაისროლოს ზედმეტი დაძაბვის გარეშე.

ჯერ რა დროს ბიტკოინებია როდესაც არსებობს ფორექსი და ოფციონები. ჯერ ჩამოყალიბდეს კრიპტოვალუტების სტაბილური ბაზარი და შემდეგ ვნახოთ როგორ ვიშოვოთ პონჩიკების ფული ბიტკოინებზე. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ეს მართლაც რომ რევოლუციური მოვლენა პლანეტის საფინანსო სისტემაში.

ამ სტატიის მიზანი არ არის ცუდი ნალაქი დავტოვო კრიპტოვალუტების მიმართ, უბრალოდ ვინც მისმენს მინდა ვურჩიო რომ, ყოველთვის ჰქონდეთ ამგვარი სიახლეების მიმართ ზომიერად სკეპტიკური და კონსერვატიული მიდგომა. უამრავი აპრობირებული მეთოდია: ფორექსი, ოფციონები ინდექსები და ა.შ. ჯერ ეგ ამოვწუროთ (თუმცა შეუძლებელია მათი ამოწურვა) და შემდეგ "ვეტაკოთ" სხვა მეთოდებს. ცხოვრების მანძილზე ამგვარ პირამიდებზე დატაკებული იმდენი გაკოტრებული და გაუბედურებული მინახავს რომ ვერავინ მოთვლის. თუ მაინცდამაინც ბიტკოინებზე ვაჭრობის სული ძვრება ვინმეს, ნუ შეხვალთ ბაზარზე 10 ათასიანი და მეტი ინვესტიციით. უამრავი ბროკერია რომელიც გაცილებით ნაკლები თანხებით ოპერირების საშუალებას იძლევა კრიპტოვალუტების ბაზარზე.

ასე რომ, საიტი geoforex.info მომავალ წელს შემოგთავაზებთ არაერთ საინტერესო სტატიას კრიპტოვალუტების შესახებ. ეს თემა უდაოდ გასაშლელია.

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

რეკომენდებული ოფციონების ბროკერები

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • geno

    მოესალმებით ბატონო ლევან როგორ გიკითხოთ?მოუთმენლად ველოდებით ახალ სტატიებს...რაც შეეხება კრიპტოვალუტებს და კერძოდ ბიტკოინს ჩემი აზრით საპნის ბუშტია რომელიც მალე თუ არა ადრე თუ გვიან გასკდება და ეს რაც უფრო გვიან მოხდება მით ბევრს დააზარალებს

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top