წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები წარმოადგენს საკმაოდ მარტივ ინსტრუმენტს ფორექსის ბაზარზე.

ისინი, ორდერების გახსნის მომენტზე მიგვითითებენ. როგორც წესი, ყიდვა ხდება მხარდაჭერის ხაზთან, ხოლო გაყიდვა წინააღმდეგობის ხაზთან.

მხარდაჭერის ხაზების მნიშვნელობა და მათი აგება:

მხარდაჭერის ხაზები (Support Lines) - აერთებს ფასის მინიმალურ მაჩვენებლებს გარკვეული პერიოდის ინტერვალში - ე.წ. ფასურ მინიმუმებს. მათი აგების დროს მნიშვნელობა ენიჭება დროის ინტერვალს, რომელზეც ხორციელდება ანალიზი. მხარდაჭერის ხაზების აგება ხდება როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ინტერვალებზე. გრძელვადიანი პერიოდების გრაფიკებზე (დღიური და ზემოთ) დატანილი მხარდაჭერის ხაზები გვიჩვენებენ ტრენდის ქცევის საერთო სურათს. შესაბამისად უფრო დაბალი ტაიმფრეიმების მხარდაჭერის ხაზებს გააჩნიათ უფრო ლოკალური დატვირთვა. იგივე ტექსტი სამართლიანია წინააღმდეგობის ხაზების დახასიათებისას - სარკისებურად საპირისპირო თვისებებით.

მხარდაჭერის ხაზი გამოხატავს იმ რეგიონს, სადაც ხდება ვალუტის ყიდვაზე მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა და გაყიდვის მოთხოვნის ზრდა. როგორც წესი მხარდაჭერის დონე გვიჩვენებს იმ საზღვარს, სადაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და შესაბამისად შესაძლებელია ტრენდის შემობრუნება მოხდეს - საპირისპირო მიმართულებით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ფასი გაარღვევს მხარდაჭერის ხაზს. ეს განპირობებულია, საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზებით, რომლებიც ვალუტის კურსის ვარდნას იწვევენ. ასეთ შემთხვევაში ხდება მხარდაჭერის ხაზის ე.წ. გადახაზვა (მათი აგება ახლად წარმოქმნილი მინმუმებისა და მაქსიმუმების გათვალისწინებით).

მხარდაჭერის ხაზი არის მთავარი ორიენტირი გაყიდვების ორდერების გახსნისათვის.

 

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები

 

წინააღმდეგობის ხაზების მნიშვნელობა და მათი აგება:

წინააღმდეგობის ხაზები (Resistance Lines) - აიგება ყველაზე მნიშვნელოვანი ფასურ მაქსიმუმებზე, გარკვეული ინტერვალის განმავლობაში. სწორედ ამ ხაზებთან ხდება ვალუტის ყიდვაზე მოთხოვნის ვარდნა და გაყიდვაზე მიწოდების ზრდა. როგორც წესი, ფასი აისხლიტება ამ ფასური საზღვრისაგან და იწყებს მოძრაობას ქვემოთა მიმართულებით. გაყიდვების ორდერების გახსნა რეკომენდებულია წინააღმდეგობის ხაზებთან.

წინააღმდეგობის ხაზი არის მთავარი ორიენტირი ყიდვების ორდერების გახსნისათვის.

წინააღმდეგობის ხაზების გარღვევა განპირობებულია მნიშვნელოვანი მიზეზებით, რომლებიც კარდინალურად, ან ლოკალურად ცვლიან სიტუაციას ფორექსის ბაზარზე.

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები ერთობლიობაში ქმნიან ე.წ. ფასურ დერეფანს, რომლის შიგნით ხორციელდება ძირითადი სავაჭრო ოპერაციები.

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების აგება შესაძლებელია, როგორც გრაფიკზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად - ხელით, ასევე მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების ინდიკატორის გამოყენებით. იგი ავტომატურად ხაზავს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზებს, ამასთან ერთად, ფასის მიერ მათი გარღვევის შემდეგ ახორციელებს ხაზების ე.წ. გადახაზვასაც (ანუ აგებს მათ ახლად წარმოქმნილი მინმუმებისა და მაქსიმუმების გათვალისწინებით).

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    irakli - დაღმავალი გეპი არის წინა სანთლის მინმალურ ფასსა და მომდევნო სანთლის მაქსიმალურ ფასს შორის ღია მონაკვეთი. აღმავალი გეპი პირიქით წინა სანთლის მაქსიმალურ ფასსა და მომდევნო სანთლის მინიმალურ ფასს შორის სხვაობა images/comments/gap-23.02.png

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - საკონტაქტო Email -geoforexinfo@gmail.com

    Short URL:
  • irakli

    სად შეიძლება თქვენი იმეილის ნახვა რო გამოგიგზავნოთ სკრინშოტები. მეც მაინტერესებს რატო მიჩვენებს ასე. ან მე ვერ ვხვდები რაგაცას ან ტერმინალში მაქვს რაგაც არასწორად

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - იმ პერიოდში არავითარი გები არ ყოფილა, მით უმეტეს 400 პუნქტიანი. 400 პუნქტიანი გეპი ფორექსის ისტორიას არ ახსოვს. ტერმინალში არასწორი კოტირებები გაქვთ

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    irakli - სავალუტო წყვილზე GBP/CHF ესე ზეპირად ვერ ვხედავ იმას რასაც თქვენ ხედავთ. დააკონკრეტეთ. გამომიგზავნეთ თქვენი ფორექს ანალიზის სურათი და ვეცდები იქ დავინახო თქვენი მოსაზრება/კითხვა

    Short URL:
  • irakli

    და კიდევ ერთი კითხვა.
    EUR/USD - ს თუ შევხედავთ თვიურ ტაიმფრეიმზე 01.2015 - ის დახურვასა და 02.2015 - ის გახსნის ფასს შორის 400 პუნქტიანი გეპია. როგორ შეიძლება რო ეს მოხდეს? და არის თუ არა მიზანშეწონილი რო გავყვეთ იმ აზრს რო ეს გეპი დაიხურება და ამ თვეში ვივაჭროთ მოკლე პოზიციებზე?

    Short URL:
  • irakli

    ბატონო ლევან, გამარჯობა.
    თუ გადავხედავთ GBP/CHF ფასთა გრაფიკს ჩანს რო წინა თვეში ფასი მიუახლოვდა საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერის ხაზს , რომელსაც ფასი ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიუახლოვდა მაგრამ უკან გაბრუნდა. შეხებით ერთხელ შეეხო (01.01.2015) და აისხლიტა. ამ თვეშიც ჯერჯერობით უკან გნბრუნება ეტყობა ფასს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციას? თქვენი აზრით ყიდვისთვის კარგი მომენტია? თუნდაც გრძელვადიან პერიოდში

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top