წინააღმდეგობა და მხარდაჭერა ფორექსზე

ფორექსის ტექნიკური ანალიზის საფუძველს წარმოადგენს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების/დონეების გამოყენება.

ამ ხაზებიდან თითოეული შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც დამოუკიდებლად (ცალკე), ასევე ფასური არხის საზღვრებად. ამასთან ერთად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რომელი სტრატეგიით ვაჭრობს ტრეიდერი. დონეების გამოყენებას აქვს ფართო არეალი, გამოიყენება: ზოგადად ტექნიკური ანალიზის განხორციელებისას, გადადებული და მიმდინარე სავაჭრო ორდერების განთავსებისათვის, სტოპ ორდერებისა და ბაზარზე შესვლა-გამოსვლის წერტილების განსაზღვრისათვის.

აღნიშნული ხაზები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ ძალოვან დონეებს, გვევლინებიან სავაჭრო ოპერაციების განხორციელების ორიენტირებად და მიგვითითებენ ფასის გარკვეულ ნიშნულზე.

ძალოვანი დონეები – თავისი არსით წარმოადგენენ წერტილებს, სადაც ფასის კონსოლიდირება ხდება, ანუ არიან ის ადგილები, სადაც ხდება ტრენდის შემობრუნება. ფასი ეჯახება ამ დონეებს და შემდეგ ტრიალდება საპირისპირო მიმართულებით. რაც უფრო ხშირად ხდება ეს მოქმედება, მით უფრო მყარი და მნიშვნელოვანია ეს ძალოვანი დონე.

ძალოვანი დონეების ორი კატეგორია არსებობს: მხარდაჭერის დონე და წინააღმდეგობის დონე.

  • მხარდაჭერა (Support) – ფასის მოძრაობის ქვედა საზღვარი. ხშირად ამ დონემდე მიღწევის შემდეგ ფასი ტრიალდება და იწყებს ზრდას;
  • წინააღმდეგობა (Resistance) – ფასის მოძრაობის ზედა საზღვარი. ხშირად ამ დონემდე მიღწევის შემდეგ ფასი ტრიალდება და იწყებს კლებას;

პრაქტიკაში გამოყოფენ დონეების ორ სახეობას: ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს.

ჰორიზონტალური - გვევლინება სტატიკურ დონედ და შემოსაზღვრავს ფასის გარკვეულ მნიშვნელობას. მას იყნებენ გარკვეული ტიპის ორდერების განსათავსებლად.

წინააღმდეგობა და მხარდაჭერა ფორექსზე

ვერტიკალური (უფრო სწორად დახრილი) - შედარებით ფართო ცნებაა და გამოიყენება მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზებად ფასური არხების შექმნის დროს.

წინააღმდეგობა და მხარდაჭერა ფორექსზე

თუ გრაფიკზე ერთდროულად აღნიშნულია წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები, მაშინ ხდება ფასური არხის ფორმირება, რომელიც ახასიათებს ფასის მოძრაობას დროის შესაბამის მონაკვეთში. ფასური არხები ხშირად გამოიყენება ფორექსის სტრატეგიებში. გარიგებები იხსნება ფასის შემობრუნებისა და საპირისპირო მოძრაობის დაწყების წერტილებში.

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზების გარღვევა არის სიტუაცია, როდესაც ფასმა ვერ შეასრულა შემოტრიალების ალგორითმი და გააგრძელა მოძრაობა უკვე ჩამოყალიბებული მიმართულებით. ასეთ სიტუაციას უწოდებენ დონის გარღვევას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა "ცრუ გარღვევა", ამ ვითარებაში ფასი გაარღვევს რა, რაიმე დონეს, შემდეგ კვლავ უბრუნდება ფასურ არხს, ანუ შემოტრიალდება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ანუ შეასრულებს შემობრუნების ალგორითმს.

ზემოთ აღნიშნული დონეებისა და ხაზების აგება პირდაპირაა დაკავშირებული იმ დროის ინტერვალთან (ტაიმფრეიმთან), სადაც ხორციელდება ვაჭრობა ან ანალიზი.

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზებისა და დონეების ავტომატურ რეჟიმში აგებისათვის გამოიყენება არხების ინდიკატორები.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    davit - არხების ინდიკატორი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

    Short URL:
  • davit

    გამარჯობა. არხების ინდიკატორზე გადასვლისას გვერდი არ იხსნება ნორმალურად

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top