Acceleration/Deceleration, AC (აჩქარება/შენელების ინდიკატორი; Технический Индикатор Ускорения/Замедления)

ფასი - არის უკანასკნელი ელემენტი, რომელიც იცვლება. მანამ, სანამ შეიცვლება ფასი, იცვლება ბაზრის მამოძრავებელი ძალა, ხოლო მანამდე სანამ მამოძრავებელი ძალა შეიცვლის თავის მიმართულებას, მამოძრავებელი ძალის აჩქარება უნდა შემცირდეს და გაუტოლდეს ნოლს.

შემდეგ იგი იწყებს აჩქარებას საპირისპირო მიმართულებით, მანამ სანამ ფასი არ დაიწყებს მიმართულების შეცვლას.

აჩქარება/შენელების ტექნიკური ინდიკატორი ზომავს მიმდინარე მამოძრავებელი ძალის აჩქარებას და შენელებას. ეს ინდიკატორი შეიცვლის მიმართულებას, მამოძრავებელი ძალის მიმართულების შეცვლამდე, ხოლო იგი თავის მხრივ შეიცვლის მიმართულებას, ფასის მიმართულების ცვლილებამდე. იმის გააზრება, რომ АС არის წინმსწრების სიგნალი, გვაძლევს საგრძნობ უპირატესობებს.

ნულოვანი ხაზი - ფაქტობრივად ის ადგილია, სადაც მამოძრავებელი ძალა და აჩქარება დაბალანსებულია. თუ აჩქარება/შენელების ოსცილატორი ნოლის ზემოთ არის, მაშინ როგორც წესი, აჩქარებისათვის უფრო ადვილია ზემოთკენ მოძრაობა (და პირიქით, როცა ნოლს ქვემოთ არის). Аwesome Оscillator ინდიკატორისგან განსხვავებით ნულოვანი ხაზის გადაკვეათა არ წარმოადგენს რაიმე სიგნალს. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ ბაზრის კონტროლის და გადაწყვეტილებების მიღებისათვის - უნდა დავაკვირდეთ ინდიკატორის ჰისტოგრამების ფერის ცვლილებას. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის სასურველი ყიდვა, თუ ინდიკატორის მიმდინარე სვეტი წითელი ფერისაა და არ არის სასურველი გაყიდვა, თუ მისი სვეტი მწვანე ფერისაა.

Acceleration/Deceleration, AC (აჩქარება/შენელების ინდიკატორი; Технический Индикатор Ускорения/Замедления)

თუ ვაპირებთ ბაზარზე შესვალას მამოძრავებელი ძალის თანხვედრილი მიმართულებით (ინდიკატორი Acceleration/Deceleration ნულს ზემოთაა - ყიდვის დროს, და ნულს ქვემოთაა გაყიდვის დროს), მაშინ საჭიროა დაველოდოთ ორ თანამიმდევრულ მწვანე ფერის სვეტს - ყიდვის დროს ან ორ წითელის ფერის თანამიმდევრულ სვეტს - გაყიდვის დროს. თუ მამოძრავებელი ძალა გახსნილი პოზიციის საპირისპიროდაა (ინდიკატორი ნულის ქვემოთაა - ყიდვის დროს ან ნულის ზემოთაა გაყიდვის დროს), მაშინ საჭიროა დადასტურებითი სიგნალი - დამატებითი სვეტი. ასეთ შემთხვევაში ინდიკატორმა მოკლე პოზიციისთვის უნდა გვაჩვენოს სამი წითელი სვეტი ნულოვანი ხაზის ზემოთ და სამი მწვანე სვეტი გრძელი პოზიციისთვის.

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top