Ultimate Oscillator (დასასრულის ინდიკატორი; Окончательный Осциллятор)
ჩვეულებრისამებრ ოსცილატორები ერთმანეთს ადარებენ ფინანსური ინსტრუმენტის დაგლუვებულ ფასს და ფასის n-პერიოდის წინანდელ მნიშვნელობას. ლარი უილიამსის (Larry Williams) თეორიის მიხედვით, მსგავსი ინდიკატორების ეფექტურობა იცვლება გამოთვლისათვის აღებული ერთეული პერიოდების რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომ მან შექმნა დასასრულის ოსცილატორი (Ultimate Oscillator), რომელიც იყენებს სხვადასხვა პერიოდში გაანგარიშებულ სამი ოსცილატორის შეწონილ ჯამს.