ფორექსის სტრატეგია "ფურიას მეთოდი"

ფორექსის სტრატეგია - ფურიას მეთოდი მოგცემთ დღეში მინიმუმ 50 პუნქტის გამომუშავების საშუალებას. სტატიის ბოლოში ჩამოთვლილია ამ სტრატეგიით ვაჭრობისათვის გამოსაყენებელი სავალუტო წყვილები, თაიმ ფრეიმი და თეიკ პროფიტი.

შესაბამისი სავალუტო წყვილისთვის, შესაბამისი თაიმ ფრეიმის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი Moving Average :-პერიოდი MA-85; მეთოდი MA-Linear Weighted, გამოვიყენოთ LOW მიმართებაში, ინდიკატორის ფერი - წითელი;
  • ინდიკატორი Moving Average 2 - პერიოდი МА-75; მეთოდი МА-Linear Weighted; გამოვიყენოთ LOW მიმართებაში, ინდიკატორის ფერი - ლურჯი;
  • ინდიკატორი Moving Average 3 - პერიოდი МА-5; მეთოდიМА-Exponential; გამოვიყენოთ Close მიმართებაში, ინდიკატორის ფერი - ყვითელი;
  • ინდიკატორი MACD პარამეტრებით: სწრაფი-ЕМА 15, ნელი ЕМА-26, MACD SMA 1;

გაყიდვა

გაყიდვის ორდერს ვხსნით მაშინ, როცა ყვითელი მუვინგი გადაკვეთს წითელს და ლურჯ მუვინგებს ზევიდან ქვევით და ამასთან ერთად, ინდიკატორის MACD ერთი ბარი იხურება ნულოვანი ზღვარის ქვემოთ.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფურიას მეთოდი" (გაყიდვის მაგალითი)

ყიდვა

ყიდვის ორდერს ვხსნით მაშინ, როცა ყვითელი მუვინგი გადაკვეთს წითელს და ლურჯ მუვინგებს ქვემოდან ზევით და ამასთან ერთად ინდიკატორის MACAD ერთი ბარი იხურება ნულოვანი ზღვარის ზემოთ.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "ფურიას მეთოდი" (ყიდვის მაგალითი)

სტოპ ლოსს ვაყენებთ მაქსიმუმ-14 პუნქტის მანძილზე.

თეიქ პროფიტი ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის მიხედვით.

  • სავალუტო წყვილი:AUDJPY-M30 - 15 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:NZDUSD-1H - 25 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:USDCAD-H1 - 20პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:EURGBP-H1 - 10 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:USDJPY-M30 - 15 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:GBPUSD-M30 - 20 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:USDCHF-M30 - 10 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:EURCHF-H1 - 15 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:AUDUSD-M30 - 10 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:EURJPY-M30 - 15 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:CHFJPY-1H - 15 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:CADJPY-M30 - 20 პუნქტი;
  • სავალუტო წყვილი:EURUSD-M30 - 15 პუნქტი.

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

შაბლონის/ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin - ლევანი

    ვატო - ზოგადად რაც უფრო დიდია ტაიმფრეიმი, მით უფრო მყარია ტენდენცია. ამ სტრატეგიით ვაჭრობისას ყოველთვის მერჩივნა H1 ტაიმფრეიმის სიგნალები, თუმცა M30-ის სიგნალებიც ნორმალური ჰქონდა ამ სტრატეგიას

    Short URL:
  • ვატო

    ბატონო ლევან რომელ ტაიმფრეიმზეა აქვს მეტი ეფექტი ფურიას მეთოდს?

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    mamuka - ვინდოუსი არაფერშუაშია, გადმოწერილი შაბლონი ჩააგდეთ ფოლდერში: "თქვენი ტერმინალი/templates". ამის შემდეგ ტერმინალში, შესაბამისი სავალუტო წყვილის გრაფიკზე აირჩიეთ ეს შაბლონი. ყველაფერი თავისით დადგება

    Short URL:
  • mamuka

    გამარჯობა ბატონო ლევან. ამ ინდიკატორებს არ მიხსნის და ალბათ ვინდოუსის ბრალია ? 8.1 მიყენია მე

    Short URL:
  • givi

    კი კი. გეთანხმებით ეხლა გასაგებია მე მარტო ერთ წყვილზე ვითვლიდი

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    givi - ტექსტში შეცდომა არ არის!!!. ტექსტში წერია "...ფურიას მეთოდი მოგცემთ დღეში მინიმუმ 50 პუნქტის გამომუშავების საშუალებას." სტატიის ბოლოში ჩამოთვლილია 13 სავალუტო წყვილი, რომელთათვისაც ავტორის მიერ დატესტილია სტრატეგია და რომელთა საორიენტაციო ტეიკები 10-დან 20 პუნქტამდეა. ავიღოთ მინიმუმი 10 პუნქტი. ასევე ტაიმფრეიმები სხვადასხვა სავალუტო წყვილებისათვის მერყეობენ M30 - H1 ინტერვალში, ავიღოთ მაქსიმუმი - H1 ტაიმფრეიმი. სამუშაო დღე საშუალოდ 8 საათია. 13 სავალუტო წყვილიდან მინიმუმ 3-მა სხვადასხვა წყვილმა, სხვადასხვა პერიოდიკით რომ მოგვცეს სიგნალი სამუშაო პერიოდის განმავლობაში 8 X 3 = 24 სიგნალი. 24 სიგნალი X 10 პუნქტი = 240 პუნქტი. ასე რომ....

    რაც შეეხება პოზიციების დამატებას, სტრატეგიის წესებში არ წერია პოზიციების დამატების ალგორითმი. მაშასადამე პოზიციების დამატება ამ სტრატეგიის ავტორს არ გაუთვალისწინებია. თუ თქვენ ამ ქმედით წესს დაუმატებთ სტრატეგიას, დატესტავთ მას და მიიღებთ დადებით შედეგს, ხოლო შემდეგ გამოაქვეყნებთ, მაშინ სტრატეგიას "ფურიას მეთოდი" კი არა, არამედ "givi-ს მეთოდი" ერქმევა. სარკაზმის გარეშე!!!

    ვოლატილობა აქვს ყველა სავალუტო წყვილს გარკვეული დოზით და გარკვეული პერიოდიკით. სტრატეგიები ასევე გარკვეულ საბაზრო პირობებში იძლევიან სიგნალებს გარკვეული პერიოდიკით.

    თუ სტრატეგიის წესებში კონკრეტულად არის მითითებული ვოლატილობის პირობა, მაშინ ეს წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ.

    თუ ვოლატილობის დასადასტურებლად გამოიყებებთ რომელიმე სხვა ინდიკატორს და იგი გაფილტრავს და გაამდიდრებს სტრატეგიას - ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ გირჩევთ ნამეტანი ნუ გაგიტაცებთ სიგნალების ფილტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაჭარბებულმა ფილტრაციამ შესაძლებელია საერთოდ არ მოგცეთ ვაჭრობის საშუალება.

    adx - ინდიკატორი კარგი ინსტრუმენტია. გეთახმებით.

    უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ჭირდება ამა თუ იმ სტრატეგიის ტესტირება/დაკვირვება ისტორიულ და პერსპექტიულ მაქვენებლებზე, აგრეთვე ცდების ჩატარება სხვადასხვა ინსტრუმენტის/ინდიკატორის გამოყენებით.

    Short URL:
  • givi

    ბატონო ლევან სალამი
    აქ შეცდომა ხომარაა? ეს სტრატეგია მინიმუმ 50 პუნქტს იმუშავებსო და ტეიქ პროფიტის დაყენება 25 არაგემატება და უმეტესად 10-15 პუნქტიანი წერია სავალუტო წყვილებზე
    და თუ ესეთი ცოტა დავაყენე 50 როგორ გამოიმიშავებს ერთი ვიცი ამშემთხვევაში თუ პოზიციას დავამატებ იგივე მიმართულებით თორე ისე როგორ?
    არადა კარგი სტრატეგიაა
    და აქვე ყოველთვის ვფიქრობ აი ვოლატიილობა თუ არაქვს წყვილს ამშემთხვევაში აძლევს სტრატეგიები სავაჭრო სიგნალს??
    რადგან თუ იმდროსომცემს სიგნალს როცა არაქ ვოლატილობა რეალურად ვერაჳიღებ სტრატეგიაში გათვალისწინებულ ტეიქ პროფიტს
    და როცა სიგნალს მაზლევს საჭირო არის რომ დასადასტურებლად ვოლატილობის ინდიკატორის გამოყენება მაგალითად adx რომელიც ძალიან მიყვარს ვოლატილობის საზომად? თუ სიგნლს მაშინ იძლევა როცა ვოლატილობაც შესაბამისია? და დამატებითი ზომები საჭირო არარი?
    ამის ცოდნა მნიშცნელოვანია და გთხოვთ ამის გარკვევაში დამეხმარეთ

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top