ფორექსის სტრატეგია "20 პუნქტი დღეში"

ფორექსის სტრატეგია "20 პუნქტი დღეში" სტრატეგია გვაძლევს ყოველდღიურად 20 პუნქტის მოგების საშუალებას კვირის ნებისმიერ დღეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტრატეგია და აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში რჩება შედეგიან სტრატეგიად.

სტრატეგიის ალგორითმი:

სტრატეგიით მუშაობის დრო-მხოლოდ 11.00 GTM შემდეგ.

მუშაობის დაწყებამდე გადახედეთ ფორექსის კალენდარს, რათა არ გამოგეპაროთ რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე, რომელსაც შეუძლია მყისიერი გავლნა იქონიოს ვალუტის ფასზე.

ორდერის გახსნა სასურველია მხოლოდ მოსალოდნელი სიახლეების შემდეგ.

თუ არანაირი მნიშვნელოვანი სიახლე მოსალოდნელი არაა, ვაჭრობას ვიწყებთ 12:30 GTM შემდეგ.

ამისათვის გრაფიკზე ვაყებეთ მცოცავ საშუალოს SMA პერიოდით 20 დაინდიკატორს Momentum პერიოდით - 5, დონე - 100. ორივე ინდიკატორი სავაჭრო ტერმინალის MT4-ის სტანდარტულ შემადგენლობაშია.

ტაიმ-ფრეიმი: 30 წთ (M30);

სავალუტო წყვილი: ნებისმიერი, თუმცა სასურველია GBP/USD, USD/CAD ან სხვა რომელიმე სტაბილური წყვილები.

ყიდვის ორდერი: თუ სანთელი იხურება და რჩება 20 SMA-ს ზემოთ, ხოლო Momentum იმყოფება საშუალო დონის ზემოთ.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "20 პუნქტი დღეში" (ყიდვის მაგალითი)

გაყიდვის ორდერი: თუ სანთელი იხურება და რჩება მცოცავი საშუალო 20 SMA-ს ქვემოთ, და Momentumიმყოფება საშუალო დონის ქვემოთ.

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "20 პუნქტი დღეში" (გაყიდვის მაგალითი)

თეიქ-პროფიტი: მინიმუმ 20 პუნქტი.

რეკომენდებულია თრეილინგ-სტოპის გამოყენება. სტოპ-ლოსის გადაყენება უზარალობის პოზიციაზე, როდესაც მოგება 10-15 პუნქტს მიაღწევს და ორდერის 30-50% დახურვა, როდესაც მოგება 20-30 პუნქტს მიაღწევს.

სტოპ-ლოსი: 20 პუნქტი(ვაყენებთ ორდერის გახსნისთანავე).

ყურადღებით ადევნეთ თვალი, თუ ფასი ორდერის დადების შემდეგ, ორდერის მიმართულების საპირისპიროდ გადაკვეთს 20 SMA და შესაბამისად მის ქვემოთ ან ზემოთ დაიხურება, მომენტალურად დახურეთ ორდერი!

და კიდევ ერთი: ეს სტრატეგია გამოიყენება აქტიური სავაჭრო სესიების დროს ანუ ამერიკულ და ევროპულ სესიებზე. ჩემთვის უფრო მისაღები ამერიკული სესიაა, ვინაიდან ამ პერიოდში ვალუტის რყავა - ვოლატილობა უფრო ენერგიული და გამოკვეთილია.

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top