ფორექსის სტრატეგია "HeiQELA M1"

ფორექსის სტრატეგია "HeiQELA M1" საკმაოდ გავრცელებულია ევროპელ ტრეიდერებს შორის. იგი არ გამოადგება იმათ ვინც მუდმივად არაა ტერმინალთან, ანუ ფორექსი მისი ძირითადი საქმიანობა არ არის.

მიუხედავად მცირე სავაჭრო ინტერვალისა (1 წუთიანი გრეფიკი) დღის განმავლობაში ორდერების რაოდენობა არ არის დიდი და 2-5 ორდერის ფარგლებში მერყეობს. ამის მიზეზია ფილტრი (ინდიკატორი), რომელიც ითვალისწინებს ფასურ ვითარებას უფროს დროის ინტერვალებზე.

ასეთ მცირეპერიოდიან ინტერვალებზე მომუშავე სტრატეგიები არც თუ ისე ბევრია. სუპერ შემოსავლიან სტრატეგიას მას ვერ ვუწოდებთ, რადგან საშუალო დღიური შემოსავალი დაახლოებით 10 პუნქტია. ამიტომ მისი გამოყენება ძირითადი სავაჭრო ინსტრუმენტის სტატუსით არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს თუ ტრეიდერი მთელ სამუშაო დღეს ტერმინალთან ატარებს. იგი შესაძლებელია გამოგვადგეს, როგორც დამხმარე სტრატეგია. თუმცა იმაშიც დამეთანხმეთ, რომ თვეში 200-250 პუნქტი - არც თუ ისე ცუდი რეზულტატია.

  • სავალუტო წყვილი: სტრატეგია თავისი არსით მულტივალუტურია, ძირითადი წყვილი - EUR/USD. პრიორიტეტული - ისეთი სავალუტო წყვილები რომლებშიც მონაწილეობენ ევრო (EUR) და ბრიტანული ფუნტი (GBP);
  • ტაიმ ფრეიმი: М1 (1 წუთი);
  • ვაჭრობის პერიოდი: ევროპული სესია;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი Heiken Ashi 2;
  • ინდიკატორი QQE Alert MTF v5 – ითვალისწინებს 5 წუთიან ინტერვალზე არსებულ ტრენდს. მისი ხაზის გადაკვეთის მომენტში გვაძლევს ხმოვან სიგნალს, რაც გრაფიკზე მუდმივი ყურადღებისა და დაკვირვების საშუალებას გვაძლევს;
  • ინდიკატორი Laguerre;

ყიდვა:

  • ინდიკატორი Heiken Ashi 2 გალურჯდა;
  • ინდიკატორის QQE ძირითადმა მრუდმა ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა სასიგნალო წყვეტილი მრუდი;
  • ინდიკატორი Laguerre გამოვიდა გაჯერებული გაყიდვების ზონიდან მაგრამ ჯერ კიდევ არ მიაღწია გაჯერებული ყიდვების ზონას;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ უახლოესი ლოკალური მინიმუმის ქვემოთ + სპრედი. პოზიციებში, სადაც სტოპ ლოსი 10 პუნქტზე მეტია - განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინაიდან ამ სტრატეგიისთვის ასეთი ოდენობის სტოპი ძალიან დიდია, ალბათ ასეთი სიგნალის გაშვება უმჯობესი იქნება, ვიდრე მასზე პოზიციის გახსნა;
  • პოზიციიდან მოგებით გამოსვლა ხდება, როდესაც ინდიკატორი Heiken Ashi 2 შეიცვლის ფერს ლურჯიდან წითელზე. საუბარია მხოლოდ დადებით ზონაზე;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "HeiQELA M1" 

გაყიდვა:

  • ინდიკატორი Heiken Ashi 2 გაწითლდა;
  • ინდიკატორი QQE-ის ძირითადმა მრუდმა გადაკვეთა ზემოდან ქვემოთ სასიგნალო წყვეტილი მრუდი;
  • ინდიკატორი Laguerre გამოვიდა გაჯერებული ყიდვების ზონიდან, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიაღწია გაჯერებული გაყიდვების ზონას;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ უახლოესი ლოკალური მინიმუმის ქვემოთ + სპრედი. პოზიციებში, სადაც სტოპ ლოსი 10 პუნქტზე მეტია - განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინაიდან ამ სტრატეგიისთვის ასეთი ოდენობის სტოპი ძალიან დიდია, ალბათ ასეთი სიგნალის გაშვება უმჯობესი იქნება, ვიდრე მასზე პოზიციის გახსნა;
  • პოზიციიდან მოგებით გამოსვლა ხდება, როდესაც ინდიკატორი Heiken Ashi 2 შეიცვლის ფერს წითლიდან ლურჯზე. საუბარია მხოლოდ დადებით ზონაზე;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "HeiQELA M1" 

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

ინდიკატორების გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top