ფორექსის სტრატეგია "Magic Stream"

ფორექსის სტრატეგია "Magic Stream" მარტივი სკალპინგური სტრატეგიაა და ეფუძნება სტანდარტული და არასტანდარტული ინდიკატორების ერთობლივ სიგნალებს.

  • სავალუტო წყვილი:  მულტივალუტური, თუმცა რეკომენდებულია - EUR/USD, GBP/USD, AUD/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: М5 (5 წუთიანი);

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • 1smSuper TRIX_PV_4col (უფრო მარტივი დასახელება - Swing Man). გამოისახება ზედა დამატებით ფანჯარაში;
  • MomentumTV და ინდიკატორი I_XO_A_H გაერთიანებულია ქვედა დამატებით ფანჯარაში;
  • ინდიკატორი "Т3" გამოისახება ფასურ გრაფიკზე მწვანე მრუდის სახით;
  • Heiken Ashi - გამოისავება ცისფერი და წითელი იაპონური სანთლების მსგავსი მართკუთხედებით;

გაყიდვა:

  • ინდიკატორი Heiken Ashi წითელი ფერის, იმყოფება ინდიკატორი "Т3"-ის ქვემოთ, ანუ მწვანე მრუდის ქვემოთ;
  • ინდიკატორი Swing Man დაეშვა ნულის ქვემოთ და დახატა ქვემოთ მიმართული წითელი ისარი;
  • MomentumTV იმყოფება ან ეხლახანს დაეშვა ინდიკატორი I_XO_A_H -ის ნულოვანი ნიშნულის ქვემოთ;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ბაზარზე შესვლის წერტილიდან 15 პუნქტის მანძილზე;
  • ტეიკ პროფიტს ვაყენებთ ბაზარზე შესვლის წერტილიდან 30 პუნქტის მანძილზე;

საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ პოზიცია აუცილებლად უნდა დაიხუროს მიმდინარე ფასით.

ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ინდიკატორის I_XO_A_H ფერის წითელიდან მწვანეზე ცვლილების დროს უნდა დავფიქრედეთ პოზიციიდან გამოსვლაზე, უკიდურეს ვარიანტად პოზიცია უზარალობაში მაინც უნდა გადავიყვანოთ.

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Magic Stream" 

ყიდვა:

  • ინდიკატორი Heiken Ashi არის ცისფერი და იმყოფება ინდიკატორი "Т3"-ს ზემოთ, ანუ მწვანე მრუდის ზემოთ;
  • ინდიკატორი Swing Man ავიდა ნულის ზემოთ და დახატა ზემოთ მიმართული ცისფერი ისარი;
  • ინდიკატორი MomentumTV იმყოფება ან ეხლახანს ავიდა ინდიკატორი I_XO_A_H-ის ნულოვანი მაჩვენებლის ზემოთ;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ბაზარზე შესვლის წერტილიდან 15 პუნქტის მანძილზე;
  • ტეიკ პროფიტს ვაყენებთ ბაზარზე შესვლის წერტილიდან 30 პუნქტის მანძილზე;

საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ პოზიცია აუცილებლად უნდა დაიხუროს მიმდინარე ფასით.

ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ინდიკატორის I_XO_A_H ფერის მწვანედან წითელზე ცვლილების დროს უნდა დავფიქრედეთ პოზიციიდან გამოსვლაზე, უკიდურეს ვარიანტად პოზიცია უზარალობაში მაინც უნდა გადავიყვანოთ.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Magic Stream" 

დამატება: კონსერვატიული მიდგომის თვალსაზრისით, პოზიციებს ვხსნით Н1 გრაფიკზე ფასისა და ინდიკატორი "Т3"-ს ურთიერთმდებარეობიდან გამომდინარე. ანუ, თუ ფასი Н1 და М5 გრაფიკებზე ერთნაირად, ინდიკატორის "Т3" პერიოდით 24 ქვემოთ იმყოფება, მაშინ ვხსნით გაყიდვის პოზიციას. თუ ფასი Н1 და М5 გრაფიკებზე ერთნაირად, ინდიკატორის "Т3" პერიოდით 24 ზემოთ იმყოფება, მაშინ ვხსნით ყიდვის პოზიციას. ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომა ამცირებს რისკებს, თუმცა ასევე სავაჭრო პოზიციების რაოდენობასაც.

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

ინდიკატორების გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top