ფორექსის სტრატეგია "მარტივი სკალპინგი"

ფორექსის სტრატეგია "მარტივი სკალპინგი" უინდიკატორო ალგორითმის მქონე სავაჭრო სტრატეგიაა და ეფუძნება ოთხი ეკრანის მაჩვენებელს.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • ტაიმ ფრეიმი: ერთდროულად M5, M15, M30 და H1;

სავაჭრო პირობები:

  • ერთი და იმავე სავალუტო წყვილისთვის ვხსნით 4 ფანჯარას: M5, M15, M30 და H1;
  • თუ, ერთი და იმავე სავალუტო წყვილის ზემოთხსენებული ტაიმფრეიმების ოთხივე ფანჯარაში უკანასკნელი სანთელი იხურება ერთი და იმავე აღმავალი მიმართულებით - ვხსნით ყიდვის პოზიციას;
  • თუ, ერთი და იმავე სავალუტო წყვილის ზემოთხსენებული ტაიმფრეიმების ოთხივე ფანჯარაში უკანასკნელი სანთელი იხურება ერთი და იმავე დაღმავალი მიმართულებით - ვხსნით გაყიდვის პოზიციას;

აღქმის სიმარტივისთვის: როგორც წესი, ტრეიდერები გრაფიკზე აღმავალ და დაღმავალ სანთლებს სხვადასხვა ფერებით აღნიშნავენ. ჩემ შემთხვევაში აღმავალი სანთელი მწვანეა, ხოლო დაღმავალი წითელი. მაშასადამე, სტრატეგიის წესის მიხედვით, თუ ოთხივე ფანჯარაში უკანასკნელი სანთელი მწვანეა - ე.ი. ვყიდულობთ, თუ წითელი - ე.ი. ვყიდით.

იდეალურ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს H1 გრაფიკის უკანასკნელი სანთელი, ანუ მაგალითად:

  • H1 ინტერვალზე - 16:00 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერით 17:00 საათზე;
  • M30 ინტერვალზე -  16:30 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერით 17:00 საათზე;
  • M15 ინტერვალზე -  16:45 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერით 17:00 საათზე;
  • M5 ინტერვალზე - 16:55 საათიანი სანთელი დაიხურა წითელი ფერით 17:00 საათზე;

რა თქმა უნდა აღწერილი შემთხვევა იდეალური მაგალითია, მაგრამ არსებობს დათქმებიც, ანუ თუ H1 და M30 ინტერვალებზე სტრატეგიის პირობები შესრულებულია, ხოლო M15 ინტერვალზე სანტელი დაიხურა მწვანე ფერით, მაშინ შეგვიძლია დაველოდოთ შემდეგ სანთელს.

M5 ინტერვალზე პოზიციის გახნის წინ აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ რომ უფროს ტაიმფრეიმებზე ყველა სანთელი დახურულია ერთი და იგივე ფერით (მიმართულებით).

სავაჭრო პოზიციის გახსნის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "მარტივი სკალპინგი" 

სტოპ ორდერების დაყენება:

  • ფიქსირებული სტოპ ლოსი:  ბაზარზე შესვლიდან 15-20 პუნქტის მანძილზე;
  • ფიქსირებული ტეიკ პროფიტი: ბაზარზე შესვლიდან 30-40 პუნქტის მანძილზე;
  • 15 პუნქტიანი დადებითი რეზულტატის დადგომისთანავე პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში, პოზიციის ნაწილს ვხურავთ;
  • არაფიქსირებული სტოპ ლოსი: ბაზარზე შესვლის წერტილისთვის უახლოეს ლოკალურ მაქსიმუმზე - გაყიდვის პოზიციის შემთხვევაში. და უახლოეს ლოკალურ მინიმუმზე ყიდვის პოზიციის შემთხვევაში;
  • არაფიქსირებული ტეიკ პროფიტი: დგება ლოკალური სტოპ ლოსის 2-3-ჯერ მეტ მანძილზე. შემდგომ ტეიკ პროფიტის ფიქსირება ხდება ზემოთაღნიშნული სქემის მიხედვით;

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top