ფორექსის სტრატეგია "Doske scalping"

ფორექსის სტრატეგია "Doske scalping", მიუხედავად იმისა რომ ერთ საათიანი ტაიმფრეიმისთვისაა განკუთვნილი, ორიგინალში მაინც სკალპინგურ სტრატეგიად არის მოხსენებული.

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: usdchf, gbpusd და ყველა ის წყვილი სადაც იაპონური იენა მონაწილეობს ;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • 6 ცალი ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პარამეტრებით 3, 5, 7, 9, 11, 13 Close - ფერი მწვანე ყველასთვის (EMA (3)-ის მრუდი სხვებზე მეტად გავამსხვილოთ);
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (55) Close – ვარდისფერი;
  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (275) Close – ყვითელი;
  • ინდიკატორი QQE (6);
  • ინდიკატორი QQE (60);

ყიდვა:

  • საკონტროლო დონეა - ვარდისფერი მცოცავი საშუალო - EMA (55);
  • ყველა მწვანე მცოცავი საშუალო უნდა იმყოფებოდეს საკონტროლო, ვარდისფერი მცოცავი საშუალოს ზემოთ;
  • ინდიკატორის QQE (6) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი 50-იანი დონე ქვემოდან ზემოთ;
  • ინდიკატორის QQE (60) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი წყვეტილი მრუდი ქვემოდან ზემოთ;
  • სტოპ ლოსი დგება ვარდისფერი მოცავი საშუალოს EMA (55)-ის ქვემოთ 3-5 პუნქტის ლუფტით;
  • პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც QQE (60) ინდიკატორის უწყვეტმა მრუდმა გადაკვეთა წყვეტილი მრუდი ზემოდან ქვემოთ;
  • პოზიციიდან უფრო ადრე გამოსვლა შესაძლებელია, როდესაც EMA (3) (უფრო მსხვილი მწვანე მცოცავი საშუალო) გადაკვეთს EMA (5)-ს ზემოდან ქვემოთ;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Doske scalping" 

გაყიდვებისთვის სარკისებურად ანალოგიური პირობებია

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Doske scalping" 

დამატებითი პირობები (ტრეიდერის შეხედულებისამებრ):

  • აგრესიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ EMA (275)-ს. შესაძლებელია იგი საერთოდ მოვაცილოთ გრაფიკიდან;
  • კონსერვატიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში არ ვხსნით ყიდვების პოზიციებს თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ქვემოთ და არ ვხსნით გაყიდვების პოზიციებს, თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ზემოთ;

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

შაბლონი ფორექსის სტრატეგიისთვის (შაბლონის გადმოწერა)

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top