ფორექსის სტრატეგია "სკალპი სიჩუმეში"

სტრატეგიით "სკალპი სიჩუმეში" ვაჭრობა ხორციელდება ერთ წუთიან გრაფიკზე (M1).

  • ტაიმ ფრეიმი: M1;
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD (სპრედი არ უნდა აღემატებოდეს 2 პუნქტს, ამისათვის აირჩიეთ შესაბამისი სპეციფიკაციის ბროკერი);
  • სავაჭრო პერიოდი: 09:00 საათიდან (GMT დროით) 11:00 საათამდე (GMT დროით);

სამუშაო გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთი სახის ინდიკატორს პარაბოლიკს (Parabolic SAR):

  • Parabolic SAR (პარამეტრებით: 0,02 და 0.2) - გრაფიკზე მწვანე ფერის;
  • Parabolic SAR (პარამეტრებით: 0,005 და 0.05) - ლურჯი ფერის;

ორდერები უნდა გაიხსნას მხოლოდ Parabolic SAR (პარამეტრებით: 0,005 და 0.05)-ის თანხვედრილი მიმართულებით (გრაფიკზე ლურჯი ფერის).

ყიდვა:

  • Parabolic SAR (პარამეტრებით: 0,005 და 0.05) იმყოფება ფასის ქვემოთ;
  • ველოდებით კორექციას მწვანე პარაბოლიკის მიხედვით, რომელიც მას, ანუ Parabolic SAR-ის (პარამეტრებით: 0,02 და 0.2) წერტილს "გადაახტუნებს" ფასის ზემოთ. ამის შემდეგ, როგორც კი სანთლიდან, რომელიც Parabolic SAR-ის (პარამეტრებით: 0,02 და 0.2) წერტილს "გადახტუნებს" ისევ ფასის ქვემოთ, ანუ ტრენდის მიმართულების გაგრძელებაზე მიუთითებს, ანუ რომელიც კორექციული მოძრაობის დასასრულზე მიუთითებს, არ აქვს მნიშვნელობა შემდეგ სანთელზე გაგრძელდება თუ არა თავად ტრენდი, აი ამ სანთელიდან წინა მინიმუმამდე ვაგებთ ფიბონაჩის (ზემოდან ქვემოთ). ფიბონაჩის 50%-ზე ვაყენებთ buy limit ორდერს;

მაშასადამე ბაზარზე შევდივართ ფიბონაჩის 50%-ზე, ხოლო გამოვდივართ 161.8%-ზე. სტოპ ლოსს ვაყენებთ უკანასკნელი მინიმუმის ქვემოთ "-2" პუნქტი.

გაყიდვის პოზიციის გახნისათვის მოქმედებს სარკისებურად საპირისპირო, ანალოგიური პირობები.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „სკალპი სიჩუმეში“

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top