სკალპინგური სტრატეგია „PSAR და MACD“

სტრატეგია ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს საკმაოდ წარმატებულიცაა და იყენებენ ტრეიდერები, რომლებიც სკალპინგით ვაჭრობენ ფორექსზე.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • ტაიმ ფრეიმი: M30 (შესაძლებელია M15, თუმცა შედარებით ხშირია ცრუ სიგნალები);

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი MACD-combo (12,26,9);
  • ინდიკატორი პარაბოლიკი (PSAR) — სტანდარტული პარამეტრებით;

ბაზარზე შესვლის პირობები:

პოზიციას ვხსნით, მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე ინდიკატორის სიგნალი თანხვედრილია, ან მათ შორის თანხვედრა სამი სანთლის არეშია.

ანუ:

  • ინდიკატორი MACD-combo-ს გადაკვეთა და ინდიკატორი PSAR-ის წერტილის გადახტომა ხდება ერთდროულად - სიგნალი მტკიცეა;
  • თუ რომელიმე ინდიკატორის სიგნალი წინმსწრებია, მაშინ მეორე ინდიკატორმა ბაზარზე შესვლის სიგნალი უნდა დაგვიდასტუროს მაქსიმუმ სამ სანთელზე, ანუ თუ MACD-combo-მ გვაჩვენა ყიდვის სიგნალი, მაშინ ეს სიგნალი მაქსიმუმ სამი სანთლის განმავლობაში უნდა დაგვიდასტუროს ინდიკატორმა PSAR. თუ დადასტურება მოხდა მაგალითად მე-4 სანთელზე პოზიციაში აღარ შევდივართ. იგივენაირად. თუ ინდიკატორმა PSAR-მა გვაჩვენა გაყიდვის სიგნალი, მაშინ MACD-combo-მ მაქსიმუმ სამ სანთელზე უნდა მოახდინოს თავისი მრუდებით გაყიდვის სიგნალის დაფიქსირება (მრუდების გადაკვეთა);

ტეიკ პროფიტს ვაყენებთ 10-30 პუნქტის ფარგლებში.

სტოპ ლოსი - რეკომენდებულია დადგეს წინა სანთლის მაქსიმუმზე ან მინიმუმზე, ან ინდიკატორ PSAR-ის წერტილის ზემოთ ან ქვემოთ, ან ფიქსირებული 15-20 პუნქტი. თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ რაციონალიზმის თვალსაზრისით. ანუ თუ წინა სანთელი დიდი მანძილზეა, მაშინ ვირჩევთ ინდიკატორ PSAR-ის წერტილს, თუ ესეც დიდი მანძილა მაშინ ვჩერდებით ფიქსირებულ 15-20 პუნქტიან სტოპ ლოსზე. სასურველია, რომ ტეიკ პროფიტი მინიმუმ 2-ჯერ მეტი იყოს სტოპზე.

ყიდვის მაგალითი:

სკალპინგური სტრატეგია „PSAR და MACD“

გაყიდვის მაგალითი:

სკალპინგური სტრატეგია „PSAR და MACD“

ინდიკატორის გადმოწერა

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top