მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით

ფორექსის ეს სტრატეგია აღწერილია საკმაოდ ცნობილი ტრეიდერის, სტანისლავ გრებენშიკოვის წიგნში "Форекс и мы". საკმაოდ საინტერესო და რეზულტატიანი სტრატეგიაა.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: M30 (თუმცა დასაშვებია უფრო დიდ ინტერვალებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სტრატეგიას კლასიკური სკალპინგს ვეღარ ვუწოდებთ);

გრაფიკზე ვაყენებთ ინდიკატორს Bollinger Bands სტანდარტული პარამეტრებით: პერიოდი - 20, გადახრა - 2, გამოყენებული close-ის მიმართ , წინსწრება -  0.

ბაზარზე შესვლის პრინციპები:

  • თუ ინდიკატორი Bollinger Bands ქმნის პარალელურ ხაზებს, მაშინ ვდებთ გადადებულ ორდერებს ჰორიზონტალური არხის ზემოთ და ქვემოთ 20 პუნქტი + სპრედი ლუფტით;
  • ამავდროულად ანალიზდება D1 გრაფიკიც, თუ მასზე შევამჩნიეთ, რომ ვიმყოფებით არხის საზღვართან, მაშინ ვდებთ მხოლოდ ერთ გადადებულ ორდერს მხოლოდ ამ ბოლინჯერის არხის საზღვართან, სურათი 1.

    სურათი 1. D1 გრაფიკზე ჩანს რომ ფასი იმყოფება ინდიკატორი Bollinger Bands ქვედა საზღვართან სურათზე მონიშნულია იასამნისფერი მართკუთხედით.

    მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით

    სურათი 2. M30 გრაფიკი იგივე ადგილი, რაც D1 გრაფიკზე.

    მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით

სტოპ ლოსს ვაყენებთ Bollinger Bands ინდიკატორის  ჰორიზონტალური არხის საზღვართან 20 პუნქტის მანძილზე + სპრედი

თუ ბაზარზე არ არის ესეთი სიტუაცია და ფასი D1 გრაფიკზე იმყოფება Bollinger Bands ინდიკატორის  საზღვრებს შორის, მაშინ გამოვიყენებთ კლასიკურ მეთოდს და ვდებთ გადადებულ ორდერებს ბოლინჯერის საზღვრებთან 20 + სპრედი პუნქტის დაშორებით.

სიტუაციის განვითარების სცენარები:

  • ყველა ვარიანტში 25 პუნქტიანი მოგების დროს პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • თუ რომელიმე ორდერი ამუშავდა და ფასი ჩვენს საწინააღმდეგოდ წავა და სტოპ ლოსს აარტყა, ანუ ტრენდი საპირისპირო მიმართულებით წავიდა, მაშინ ბუნებრივია პირველი ორდერი დაიხურება ზარალით და ამუშავდება მეორე ორდერი. ამ შემთხვევაშიც 25 პუნქტიანი მოგების შემთხვევაში სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში, ანუ ნულში, ანუ ორდერის გახსნის ფასზე და პოზიცია ვატრელინგებთ 20 პუნქტიანი ბიჯით;
  • სტრატეგიაში გთვალისწინებულია დამატებითი ორდერების გახსნა, შესაბამისი სიგნალის მიღებისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკვე გახსნილი ორდერი/ორდერები არის მოგებაში და გადაყვანილია უზარალობის პოზიციაში;
  • პოზიცია იხურება მხოლოდ სტოპ ლოსით და ტრეილინგ სტოპის სტოპით;
  • Bollinger Bands ინდიკატორის დღიური არხის გარღვევისა და ასხლეტის შემდეგ დამატებითი პოზიციები იხსნება მხოლოდ ტრენდის მიმართულებით;

ყიდვის მაგალითი

მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით

გაყიდვის მაგალითი

მეგასკალპინგი გრებენშიკოვის პრინციპით

 

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top