სტოპ ლოსის დაყენების ძირითადი წესები

სტოპ ლოსის დაყენების ირგვლივ უამრავი დისკუსია და კამათია. ყველა ტრეიდერს საკითხისადმი საკუთარი მიდგომა აქვს ამ მნიშვნელოვანი პარამეტრის დაანგარიშებისას. ზოგი კი საერთოდ არ აყენებს ამ ორდერს და რისკებს ალტერნატიული მეთოდებით აზღვევენ.

სტოპ ლოსის დანიშნულებაა დააფიქსიროს ზარალის დონე, რომელსაც ირჩევს თავად ტრეიდერი, ამიტომ საჭიროა არჩეული იქნას ოპტიმალური დონე, რომელიც არსებით ზიანს არ მიაყენებს დეპოზიტს.

ამასთან ერთად, საჭიროა გათვალისწინებული იქნას ტრენდის მოძრაობის დინამიკა, სტოპ ლოსი არ უნდა ამუშავდეს ფასის უმნიშვნელო მოძრაობის, "ფასური ხმაურის" დროს. ასეთი სიტუაცია ხდება, როდესაც ტრეიდერი სწორად არ აფასებს საბაზრო სიტუაციას.

სტოპ ლოსის დაყენების ძირითადი საკითხები:

  • სტოპ ლოსის დაყენება/არდაყენება - საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ ნიშანდობლივია:

    ა) არსებობს სტრატეგიები, რომელთა ალგორითმის მიხედვით, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია სტოპ ლოსის დაყენება, მაგალითად აგრესიული სკალპინგი. საბაზრი სიტუაციიდან გამომდინარე ტრეიდერს ზოგჯერ არ აქვს შესაძლებლობა დააყენოს სტოპ ლოსი 10 პუნქტზე ახლო მანძილზე, ამის საშუალებას თავად ბროკერი არ იძლევა. ამიტომ გარიგებების დახურვა ხორციელდება ხელით.

    ბ) ალტერნატივა - ზოგჯერ სტოპ ლოსის ნაცვლად გამოიყენება პოზიციების ლოკირება. ზოგიერთი ტრეიდერი, ფორექს რისკების რეგულირებისათვის, ამ მეთოდს უფრო მისაღებად მიიჩნევს.

    გ) სხვა შემთხვევებში სტოპ ლოსის დაყენება უბრალოდ აუცილებელია, თანაც ამის გაკეთება უმჯობესია ორდერის გახსნისთანავე. იგივე პროცედურა არ უნდა დაგვავიწყდეს გადადებული ორდერების დაყენების დროსაც.

  • სტანდარტული ვარიანტი - არსებობს სტოპ ლოსის დაყენების რამდენიმე სტანდარტული ხერხი:

    ა) კორექციის სიდიდის ზომაზე - თუ ტრენდი მოძრაობს გარკვეული კანონზომიერების მიხედვით და შესაძლებელია დროის მოცემულ პერიოდში კორექციის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა. ზოგიერთ თეორიაში მიჩნეულია, რომ თუ უკუსვლითი მოძრაობის სიდიდე კორექციულ მოძრაობაზე მეტია, მაშასადამე კორექციის ნაცვლად ადგილი აქვს ტრენდის შემობრუნებას.

    ბ) არხის საზღვრებთან - ისეთ ვითარებაში, როდესაც შესაძლებელია არხის აგება მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების გამოყენებით, მაშინ ორდერის მიმართულებიდან გამომდინარე, სტოპ ლოსი დგება ერთ-ერთი საზღვრიდან რამდენიმე პუნქტის დაცილებით.

    გ) მნიშვნელოვან დონეზე - რომელიმე ძლიერ დონესთან პოზიციის გახსნის შემთხვევაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუ კორექციის შემდეგ ფასმა გაარღვია ეს წინააღმდეგობის დონე, მაშინ მაღალი ალბათობით იგი გააგრძელებს მოძრაობას გარღვევის მიმართულებით. მაგალითად, ყიდვის ორდერის გახსნისას 1.2030 ფასზე,

    არსებობს ალბათობა იმისა რომ ტრენდის კორექცია მოხდება 1.2000 ფასზე, ამიტომ სტოპ ლოსი უნდა დავაყენოთ დაახლოებით 1.1990 დონეზე (ეს მაგალითია და არა დოგმა).

    დ) ინდიკატორების მიხედვით - არსებობს ფორექს ინდიკატორები, რომლებიც ტრეიდერს ურჩევს მიმდინარე სიტუაციაში თუ სად განათავსოს სტოპ ლოსი. ეს არის ყველაზე მარტივი ვატიანტი დამწყები ტრეიდერისათვის, მაგრამ მისი გამოყენების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს კაპიტალის მართვის წესები.

  • მანი მენეჯმენტის წესების გამოყენება - ეს ტერმინი ხმამაღლა ჟღერს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთთვის მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ თუ რამდენი ფულის ზარალის ატანა შეგვიძლია წამგებიანი პოზიციის შედეგად. რეკომენდებული მაჩვენებელია მთლიანი დეპოზიტის 2%, თუმცა როგორც სტატისტიკა მეტყველებს ტრეიდერების დიდი ნაწილისათვის ეს პარამეტრი 5% - 20% ფარგლებში მერყეობს.

    მაგალითად, თუ სტოპ ლოსს ვაყენებთ 50 პუნქტზე და შესაძლო ზარალის თანხა დეპოზიტის 20%-ია, მაშინ ორდერის მოცულობა (ლოტი) უნდა შევამციროთ 10-ჯერ და მივიღებთ რეკომენდებულ 2%-ს.

სტოპ ლოსის დაყენების უამრავი მეთოდი არსებობს. ყველა მეთოდის აღწერა ერთ სტატიაში შეუძლებელია. ამ სტატიაში ახსნილია მხოლოდ ძირითადი მომენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა დღიური ვაჭრობის დროს. სტოპ ლოსის დაყენების სხვა წესების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტის სხვა სტატიებში, აგრეთვე ვიდეო კურსში - "სავაჭრო ტერმინალები".

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top