სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა და საჭიროებს ზუსტი გამოთვლების ჩატარებას.

სტოპ ლოსის დაყენების გარეშე მუშაობამ შესაძლებელია გამოიწვიოს დეპოზიტის სრული დაკარგვა, განსაკუთრებით მაღალი საკრედიტო მხარის გამოყენების შემთხვევაში.

არსებობს სტოპ ლოსის გამოთვლის ორი ძირითადი წესი:

დიდი სტოპ ლოსი – მისი ამოქმედება ხდება საკმაოდ იშვიათად, იგი გამოიყენება დაბალი საკრედიტო მრების შემთხვევაში. ამ დროს პოზიცია საკმაოდ კარგადაა დაცული ტრენდის არასასურველი მოძრაობებისაგან და შესაბამისად დეპოზიტის დაკარგვისაგან, თუმცა თავად დეპოზიტის გამძლეობის ხარისხი საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. ასეთი სტოპ ლოსების დაყენების დროს, ზედმიწევნით უნდა ვიყოთ დარწმუნებული ტრენდის მიმართულების სისწორეში.

მცირე სტოპ ლოსი – ყველაზე ხშირად გამოიენება ტრეიდერების მიერ. მას იყენებენ მაღალი საკრედიტო მხრების პარალელურად. ასეთი სტილი კარგ რეზულტატებს იძლევა ტექნიკური ანალიზის პრაგმატული გამოყენების დროს.

სტოპ ლოსი გამოითვლება კორექციული მოძრაობების საშუალო ზომის გათვალისწინებით. ასეთი პროპორციის დაცვა აუცილებელია. გასათვალისწინებელია, რომ დიდი სტოპ ლოსი გამოიწვევს დეპოზიტის დაკარგვას, ხოლო მცირე სტოპ ლოსი, მის გაუმართლებელ დონეზე ამუშავებას, რაც შესაბამისად გამოიწვევს წაგებას.

არსებობს სტოპ ლოსის დაყენების 2 მარტივი წესი:

  • ყიდვის სავაჭრო პოზიციის გახსნის შემთხვევაში, სტოპ ლოსი დგება "უახლოესი ლოკალური მინიმუმი" – "3-5 პუნქტი" – "სპრედი";
  • გაყიდვის სავაჭრო პოზიციის გახსნის შემთხვევაში, სტოპ ლოსი დგება "უახლოესი ლკალური მაქსიმუმი" + "3-5 პუნქტი" + "სპრედი";

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top