ფორექს დღესასწაულები

ფორექსის სავალუტო ბაზარზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანი ასპექტია იმ ძირითადი სადღესასწაულო თარიღების გათვალისწინება, რომელთა არცოდნის გამო შესაძლებელია მუშაობაში შეფერხება შეგვექმნას და დავზარალდეთ კიდეც.

ფორექს დღესასწაულებს უწოდებენ ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ქვეყნების სადღესასწაულო თარიღებს, რომელ პერიოდშიც ამა თუ იმ სავაჭრო მოედანზე ჩერდება ვაჭრობა, თუმცა ესეც პირობითი ცნებაა, ვინაიდან ჩერდება მხოლოდ ბირჟების მუშაობა, ხოლო ტრეიდინგის გლობალური სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადად ვაჭრობა არ წყდება.

სადღესასწაულო დღეებში ვაჭრობა შეჩერებულია მხოლოდ საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე. თავად ფორექსი კი უფრო მეტად გლობალიზებულია. ვაჭრობა ფორექსზე არ ჩერდება მაგრამ, ვინაიდან ზემოთხსენებული ბირჟები და ფორექსი უშუალო და მჭიდრო ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან, ამიტომ ფორექსზე უბრალოდ იკლებს სავაჭრო მოცულობები და შესაბამისად ვოლატილობა. ანუ ბაზარი დუნე რეჟიმში გადადის.

დღესასწაულები ერთგვარად ებმება იმ სავაჭრო სესიებს, სადაც მდებარეობს სავაჭრო მოედნები, ამიტომ ორიენტაციაც ამ მაჩვენებელზე უნდა ვიქონიოთ.

მნიშვნელოვანი სადღესასწაულო თარიღების წინ ეცადეთ დახუროთ სავაჭრო პოზიციები, ან დააკორექტიროთ სტოპ ორდერები, ვინაიდან არ არის გამორიცხული მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი მოძრაობები და ვალუტის კურსების კორექტირებები.

მაგალითისთვის: პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე მქონია შემთხვევა, როცა სავალუტო წყვილზე AUD/USD მეჭირა გაყიდვის პოზიცია და ბაზარი ისე მიდიოდა, როგორც ვპროგნოზირებდი, თუმცა 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ყოველგვარი ფუნდამენტალური და ტექნიკური მიზეზების გარეშე, ავსტრალიურმა განახორციელა "რევანში" და მნიშვნელოვნად გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში. რა თქმა უნდა 5 ივლისს ფასი დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს, მაგრამ 4 ივლისის ზრდის ანალიზი მეტყველებდა მხოლოდ იმაზე, რომ ამერიკელების ბაზარზე არყოფნის გამო ისარგებლეს იმათ ვინც ავსტრალიური დოლარი აქაჩა ზემოთ.

ასევე პირადი პრაქტიკიდან: დღესასწაული ზუსტად არ მახსოვს, ნონფარმი დაემთხვა თუ არ ვცდები აშშ დამოუკიდებლობის დღეს ან იაპონიის კონსტიტუციის დღეს. როდესაც სიამოვნებით ველოდი შედარებით მშვიდ ვოლატილობას, ვინაიდან მნიშვნელოვანი მოთამაშე აფსაიტში მეგონა, ბაზარზე მოხდა სრულიად საწინააღმდეგო და ვოლატილობამ გადააჭარბა კიდეც ჩვეულ ნონფარმს.

ასე რომ, ფორექსზე სადღესასწაულო თარიღები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ საკმაოდ პირობითი ცნებაა. შესაძლებელია რომელიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე - ნაციონალური ბანკი, ან ბირჟა კონკრეტულ პერიოდში არ იმყოფებოდეს ბაზარზე, მაგრამ ფორექსის გლობალურობიდან გამომდინარე, ასეულობით მილიონი ტრეიდერი ზის სავაჭრო ტერმინალთან და აკეთებს თავის საქმეს და იმპულსს აძლევს სავალუტო კურსების ცვლილებას.

ქვემოთ მოყვანილია 2 კალენდარი:

პირველი გვიჩვენებს საფინანსო ბაზრების ცენტრალური სუბიექტი ქვეყნების მიხედვით სანედლეულო და საფონდო ბირჟების სადღესასწაულო/დასვენების თარიღებს (წინა სადღესასწაულო დღეებში ბირჟები ფუნქციონირებენ შუადღემდე 13:00 საათამდე (სადილის შესვენებამდე) ადგილობრივი დროით).

მეორე კალენდარი გვიჩვენებს სადღესასწაულო თარიღებს ქვეყნებისა და იმ ვალუტების მითითებით რომლებზეც გავლენას ახდენს მითითებული დღესასწაული.

კალენდარი N1

თარიღი დღესასწაულის ან ოფიციალური დასვენების თარიღის სახელწოდება ბირჟის დასახელება
 
ამერიკის შეერთებული შტატები
01.01 ახალი წელი (New Year's Day) NYSE, NYMEX, CME
18.01 მარტინ ლუთერ კინგის დღე (Martin Luther King, Jr. Day) NYSE, NYMEX, CME
15.02 პრეზიდენტის დღე (Presidents Day or Washington's Birthday) NYSE, NYMEX, CME
25.03 ვნების პარასკევი (Good Friday) NYSE, NYMEX, CME
30.05 ხსოვნის დღე (Memorial Day) NYSE, NYMEX, CME
04.07 დამოუკიდებლობის დღე (Independence Day) NYSE, NYMEX, CME
05.09 შრომის დღე (Labor Day) NYSE, NYMEX, CME
10.10 კოლუმბის დღე CME
11.11 ვეტერანების დღე CME
24.11 მადლიერების დღე (Thanksgiving Day) NYSE, NYMEX, CME
26.12 კათოლიკური შობა (Christmas Day) NYSE, NYMEX, CME
 
დიდი ბრიტანეთი
01.01 ახალი წელი (New Year's Day) LME, LSE
25.03 ვნების პარასკევი (Good Friday) LME, LSE, LIFFE
28.03 სააღდგომო ორშაბათი (Easter Monday) LME, LSE, LIFFE
02.05 სამაისო საბანკო დასვენების დღე (Early May Bank Holiday) LME, LSE, LIFFE
30.05 საგაზაფხულო საბანკო დასვენების დღე (Spring Bank Holiday) LME, LSE, LIFFE
29.08 საზაფხულო საბანკო დასვენების დღე (Summer Bank Holiday) LME, LSE, LIFFE
26.12 შობა (Christmas Day) LME, LSE, LIFFE
27.12 საჩუქრების დღე (Boxing Day) LME, LSE, LIFFE
31.12 Exchange Holiday LME, LSE, LIFFE
 
იაპონია
01.01 ახალი წელი (New Year's Day) TSE, TOCOM
02.01 ახალი წელი (New Year's Day) TSE, TOCOM
03.01 ახალი წელი (New Year's Day) TSE, TOCOM
11.01 სრულწლოვანობის დღე (Coming of Age Day) TSE, TOCOM
11.02 სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღე (National Foundation Day) TSE, TOCOM
21.03 გაზაფხულის ბუნიობა (Vernal Equinox) TSE, TOCOM
29.04 სიოვას დღე (Showa Day) TSE, TOCOM
03.05 კონსტიტუციის დღე (Constitution Day) TSE
04.05 სიმწვანის დღე (Greenery Day) TSE
05.05 ბავშვების დღე (Children's Day) TSE
18.07 ზღვის დღე (Marine Day) TSE, TOCOM
19.09 ასაკოვანთა პატივისცემის დღე (Respect for the Aged Day) TSE, TOCOM
22.09 შემოდგომის ბუნიობა (Autumnal Equinox) TSE, TOCOM
10.10 ჯანმრთელობისა და სპორტის დღე (Health and Sports Day) TSE, TOCOM
03.11 ნაციონალური კულტურის დღე (Culture Day) TSE
23.11 შრომის თაყვანისცემის დღე (Labor Thanksgiving Day) TSE
23.12 იმპერატორის დაბადების დღე (Emperor's Birthday) TSE, TOCOM
31.12 Exchange Holiday TSE, TOCOM

NYSE - ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (აშშ)

NYMEX - ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა (აშშ)

CME - ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა (აშშ)

LME - ლონდონის მეტალების ბირჟა (დიდი ბრიტანეთი)

LSE - ლონდონის საფონდო ბირჟა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

LIFFE - საფინანსო ფიუჩერსების ლონდონის საერთაშორისო ბირჟა (დიდი ბრიტანეთი)

TSE - ტკიოს საფონდო ბირჟა (იაპონია)

TOCOM - ტოკიოს სასაქონლო ბირჟა (იაპონია)

კალენდარი N2

თარიღი ქვეყანა   ვალუტა დღესასწაული
1 იანვარი ავსტრალია AUD ახალი წელი
დიდი ბრიტანეთი GPB
გერმანია EUR
აშშ USD
საფრანგეთი EUR
კანადა CAD
იაპონია JPY
შვეიცარია CHF
რუსეთი RUB
ჩინეთი CNH
ახალი ზელანდია NZD
2 იანვარი შვეიცარია CHF წმინდა ბერტოლდის დღე
6 იანვარი გერმანია EUR კათოლიკური ნათლისღება
7 იანვარი რუსეთი RUB მართლმადიდებლური შობა
11 იანვარი იაპონია JPY სრულწლოვნების დღე
18 იანვარი აშშ USD მარტინ ლუთერ კინგის დღე
26 იანვარი ავსტრალია AUD ავსტრალიის დღე
8 თებერვალი ახალი ზელანდია NZD Waitangi day
8-12 თებერვალი ჩინეთი CNH ახალი წელი მთვარის კალენდრით
11 თებერვალი იაპონია JPY სახელმწიფოს დაარსების დღე
15 თებერვალი აშშ USD ვაშინგტონის დაბადების დღე
15 თებერვალი კანადა CAD ოჯახის დღე
23 თებერვალი რუსეთი RUB სამშობლოს დამცველის დღე
8 მარტი რუსეთი RUB ქალთა საერთაშორისო დღე
21 მარტი იაპონია JPY გაზაფხულის ბუნიობის დღე
25 მარტი ავსტრალია AUD ვნების პარასკევი
დიდი ბრიტანეთი GBP
გერმანია EUR
აშშ USD
საფრანგეთი EUR
კანადა CAD
შვეიცარია CHF
ახალი ზელანდია NZD
28 მარტი ავსტრალია AUD აღდგომის ორშაბათი
დიდი ბრიტანეთი GBP
გერმანია EUR
საფრანგეთი EUR
შვეიცარია CHF
ახალი ზელანდია NZD
4 აპრილი ჩინეთი CNH წმინდა სინათლის დღე
25 აპრილი ავსტრალია AUD ვეტერანის დღე
ახალი ზელანდია NZD
29 აპრილი იაპონია JPY იმპერატოს სიოვას დაბადების დღე
1 მაისი გერმანია EUR შრომის დღე
საფრანგეთი EUR
რუსეთი RUB
შვეიცარია CHF
2 მაისი დიდი ბრიტანეთი GBP საბანკო დასვენების დღე
2 მაისი ჩინეთი CNH შრომის დღე
3 მაისი იაპონია JPY კონსტიტუციის დღე
4 მაისი იაპონია JPY ბუნების დღე
5 მაისი იაპონია JPY ბაშვთა დაცვის დღე
5 მაისი შვეიცარია CHF ამაღლების დღესასწაული
9 მაისი რუსეთი RUB გამარჯვების დღე
16 მაისი შვეიცარია CHF ორმოცდაათიანელების ორშაბათი
23 მაისი კანადა CAD ვიქტორიის დღე
30 მაისი დიდი ბრიტანეთი GBP საბანკო დასვენების დღე
30 მაისი აშშ USD ხსოვნის დღე
6 ივნისი ახალი ზელანდია NZD დედოფლის დაბადების დღე
9-10 ივნისი ჩინეთი CNH დრაკონების ნავების დღე
12 ივნისი რუსეთი RUB რუსეთის დღე
13 ივნისი ავსტრალია AUD დედოფლის დაბადების დღე
1 ივლისი ჰონკონგი HKD ადმინისტრაციული ცენტრის დაარსების ჰონკონგის დღე
1 ივლისი კანადა CAD კანადის დღე
4 ივლისი აშშ USD აშშ დამოუკიდებლობის დღე
18 ივლისი იაპონია JPY საზღვაო ფლოტის დღე
1 აგვისტო შვეიცარია CHF ნაციონალური დღე
1 აგვისტო კანადა CAD სამოქალაქო დღესასწაული
29 აგვისტო დიდი ბრიტანეთი GBP საბანკო საზაფხულო დასვენების დღე
5 სექტემბერი კანადა CAD შრომის დღესასწაული
კანადა USD
15-16 სექტემბერი ჩინეთი CNH შუა შემოდგომის დღესასწაული
19 სექტემბერი იაპონია JPY მოხუცებულების პატივისცემის დღე
22 სექტემბერი იაპონია JPY შემოდგომის ბუნიობის დღე
3 ოქტომბერი გერმანია EUR ნაციონალური დღე
3-7 ოქტომბერი ჩინეთი CNH ნაციონალური დღე
10 ოქტომბერი იაპონია JPY სპორტის დღე
10 ოქტომბერი კანადა CAD მადლიერების დღე
26 ოქტომბერი ახალი ზელანდია NZD შრომის დღესასწაული
3 ნოემბერი იაპონია JPY კულტურის დღე
4 ნოემბერი რუსეთი RUB სახალხო ერტობის დღე
23 ნოემბერი იაპონია JPY მადლიერების დღე
24 ნოემბერი აშშ USD მადლიერების დღე
24 ნოემბერი აშშ USD მადლიერების მომდევნო დღე
23 დეკემბერი იაპონია JPY იმპერატორის დაბადების დღე
23 დეკემბერი დიდი ბრიტანეთი GBP წინა საშობაო დღესასწაულები
გერმანია EUR
აშშ USD
საფრანგეთი EUR
შვეიცარია CHF
26 დეკემბერი დიდი ბრიტანეთი GBP კათოლიკური შობა
ავსტრალია AUD
გერმანია EUR
აშშ USD
საფრანგეთი EUR
ახალი ზელანდია NZD
შვეიცარია CHF
კანადა CAD
27 დეკემბერი ავსტრალია AUD საჩუქრების დღე
დიდი ბრიტანეთი GBP
ახალი ზელანდია NZD
კანადა CAD
საფრანგეთი EUR
30 დეკემბერი დიდი ბრიტანეთი GBP წინა საახალწლო უქმე დღე
გერმანია EUR
საფრანგეთი EUR
შვეიცარია CHF

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top