ავტოტრეიდინგი

ავტოტრეიდინგი ფორექსზე გულისხმობს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელებას ავტომატურ რეჟიმში. მაგრამ ავტოტრეიდინგი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ავტომატური სავაჭრო სისტემების/პროგრამების, ანუ მრჩეველების გამოყენებით ვაჭრობას.

ვაჭრობის ასეთ სტილს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ავტოტრეიდინგის ძირითად ასპექტებში უნდა ვერკვეოდეთ, რათა მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტლება აღნიშნული სისტემის გამოყენების შესახებ.

ავტოტრეიდინგის დადებითი მხარეები:

ვაჭრობის ასეთი სტილის უპირველესი დადებითი მხარეა დროის ეკონომია. ოპერაციების განხორციელებისათვის საჭირო არ არის მუდმივად ვიმყოფებოდეთ სავაჭრო ტერმინალთან და ასევე საჭირო არ არის ფორექსის კოტირებების მუდმივი ანალიზი. საკმარისია დავაყენოთ შესაბამისი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც განხორციელდება სავაჭრო ოპერაციები.

ამასთან ერთად ავტოტრეიდინგის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივ პერიოდიან ინტერვალებზე. შეგვიძლია მივუთიოთ ისეთი პარამეტრი, რომლის მიხედვითაც გადადებული სავაჭრო პოზიცია გაიხსნება ყველაზე ხელსაყრელ მომენტში. ანუ ორდერი ამუშავდება დღეების, კვირების, თუნდაც თვეების შემდეგ, მაშინ როდესაც კურსი მიაღწევს სასურველ მაჩვენებელს.

ავტოტრეიდინგში სპეციალური ინდიკატორები და მრჩევლები გამოიყენება, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან სავაჭრო ოპერაციები გაიხსნას შესაბამისი ალგორითმის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელ მომენტში და მივიღოთ, ასევე პარამეტრებში მითითებული, წინასწარ დაგეგმილი მოგება.

ავტოტრეიდინგის უარყოფითი მხარეები:

ავტოტრეიდინგის ძირითადი უარყოფითი მხარეა ის, რომ რადგან ტრეიდერი მუდმივად არ აკონტროლებს ბაზარზე არსებულ სიტუაციას, მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში ვერ შეძლებს დროულ რეაგირებას - ორდერის გაუქმებას.

მეორე უარყიფით ასპექტს აქვს ტექნკური ხასიათი, ვინაიდან ნებისმიერ ავტომატურ სავაჭრო სისტემას გააჩნია ხარვეზები. თუ ხარვეზმა თავი იჩინა ორდერის გახსნის პროცესში, მაშინ ტრეიდერი ვეღარ მიიღებს დაგეგმილ მოგებას ან თუ ღია ორდერი საჭირო მომენტში არ გაითიშა, მაშინ არათუ მოგებაზე იქნება საუბარი, არამედ შესაძლებელია მთლიანი დეპოზიტიც კი განულდეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სადილინგო ცენტრები დიდად აღფრთოვანებულები არ არიან ტრეიდერების მიერ ავტომატური სავაჭრო სისტემების გამოყენებით და მრავალი მათგანი ან საერთოდ კრძალავს ასეთი სისტემებით ვაჭრობას, ან გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნის მათ სწორ ფუნქციონირებას (არაზუსტი კოტირებები, რეკვოტები, ტერმინალის პერმანენტული გათიშვები და ა.შ.).

ავტოტრეიდინგის მეთოდები:

მარტივი ავტოტრეიდინგი:

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თეორეტიკოსის გაგებით ავტოტრეიდინგად ითვლება ავტომატური სავაჭრო სისტემებით ვაჭრობა, ჩემი აზრით ავტოტრეიდინგში ასევე შესაძლებელია ვიგულისხმოთ ჩვეულებრივი გადადებული ორდერებით ვაჭრობაც. ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ არის საჭირო ტერმინალში მრჩეველის, ან დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, სავსებით საკმარისია შესაბამისი სავაჭრო სტრატეგიის მიხედვით გადადებული ორდერის დაყენება.

მაგალითად: დავაყენეთ გადადებული ყიდვის ორდერი, გარკვეულ ნიშნულზე და მივუთითეთ შესაბამისი სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრები. როდესაც კურსი მივა მითითებულ ფასთან ორდერი ავტომატურად ამუშავდება და ვითარების სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში პოზიცია დაიხურება მოგებით.

რთული ავტოტრეიდინგი:

გაცილებით რთული ავტოტრეიდინგის სისტემაა სპეციალური პროგრამული ურუნველყოფის/მრჩევლების გამოყენება, რომლებიც თავის მუშაობაში ორიენტაციას იღებენ ბაზრის სხვადასხვა სიგნალებიდან და პოზიციებს ხსნან და ხურავენ დაპროგრამებული ალგორითმების მიხედვით, პროგრამაში გაწერილ ხელსაყრელ მომენტებში.

სავაჭრო მრჩევლები მუშაობენ მთლიანად ავტომატურ რეჟიმში (თუმცა არსებობენ ნახევრად ავტომატური მრჩევლებიც). ტრეიდერმა უნდა მიუთითოს მხოლოდ ძირითადი პარამეტრები, რომლებიც როგორც წესი მითითებულია ინსტრუქციაში ან შესაძლებელია ეს პარამეტრები მრჩევლის ისტორიულ მონაცემებზე დატესტვის შედეგად იქნას ოპტიმიზირებული.

მრჩევლების უმრავლესობა პროგრამულად იწერება ერთი ან რამდენიმე ინდიკატორის სასიგნალო ალგორითმის საფუძველზე. მრჩევლები დამოუკიდებლად ახორციელებენ ბაზრის ანალიზს, რის შემდეგაც ხსნიან და ხურავენ სავაჭრო პოზიციებს. მრჩევლების გამოყენებით გაცილებით იზრდება სავაჭრო ოპერაციების რაოდენობა. თუ ტრეიდერი დღეში საშუალოდ 10-15 ორდერს ხსნის, მრჩეველმა შესაძლებელია იმავე სამუშაო პერიოდში 5-7 ათეული და უფრო მეტიც ოპერაცია განახორციელოს. ამიტომ მრჩევლებით მუშაობის დროს საჭიროა დეპოზიტის საკმარისი მარაგი.

ზოგიერთ მრჩეველს გააჩნია შეტყობინების ხმოვანი სიგნალი, ხოლო დისტანციური ზედამხედველობის მიზნით, ზოგი მათგანი მობილურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებებს, რომელთა მეშვეობითაც, პრინციპში შესაძლებელია მათი მუშაობის კონტროლი, მაგრამ ყველაფერი ეს მაინც პოსტ ფაქტუმ ხდება.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top