ფორექსის ბაზარზე შესვლა

ნებისმიერი ტრეიდერისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ფორექსის ბაზარზე შესვლა.

წარმატებული ვაჭრობისათვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი საკითხია ფორექსის ბაზარზე შესვლის სწორი წერტილების მოძებნა, სწორედ ამ პარამეტრზეა დამოკიდებული, თუ რამდენ პუნქტს მოვიგებთ ტრენდის მიმდინარე მოძრაობის პირობებში.

შესვლის წერტილბის განსაზღვრისათვის არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. ისინი საკმაოდ მარტივია, თუმცა მათი დაცვის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის არსებობს ბაზარზე შესვლის სწორი ადგილების განსაზღვრის შესაძლებლობა.

ფორექსის ბაზარზე შესვლის წესები:

  • ყიდვის პოზიცია იხსნება იმ შემთხვევაში, თუ ფასი იმყოფება მხარდაჭერის დონესთან და იწყებს ზემოთ მიმართულებით მოძრაობას. სასურველია, რომ ფასმა გაარღვიოს ეს დონე ან აისხლიტოს მისგან;
  • გაყიდვის პოზიცია იხსნება იმ შემთხვევაში, თუ ფასი იმყოფება წინააღმდეგობის დონესთან და იწყებს ქვემოთ მიმართულებით მოძრაობას;
  • აღმავალი ტრენდის დროს - ყიდვის ორდერი;
  • დაღმავალი ტრენდის დროს - გაყიდვის ორდერი;
  • რაც უფრო ახლოსაა ფასი მინიმუმთან, მით უფრო მეტი პუნქრის მოგებაა შესაძლებელი ყიდვის პოზიციის გახსნით. რაც უფრო ახლოსაა ფასი მაქსიმუმთან - მით უფრო მეტი პუნქტის მოგებაა შესაძლებელი გაყიდვის პოზიციის გახსნით;
  • ვაჭრობაში ინდიკატორების გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად Stochastic-ის მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელია განსაზღვრა იმისა თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ბაზარი: გაჯერებული ყიდვის, თუ გაჯერებული გაყიდვის მდგომარეობაში. გაჯერებული ყიდვის პირობებში მიზანშეწონილია გაყიდვების ორდერების გახსნა, ხოლო გაჯერებული გაყიდვის მდგომარეობაში - მიზანშეწონილია ყიდვის სავაჭრო პოზიციების გახსნა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ზოგიერთი სხვა ნიუანსიც, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი;

ფორექსის ბაზარზე შესვლის პრაქტიკა – იმისათვის რომ მოვძებნოთ ბაზარზე შესვლის ყველაზე სწორი წერტილი, ორიენტაცია უნდა გავაკეთოთ რამოდენიმე მაჩვენებელზე.

ყიდვის ორდერის მაგალითი:

  • ბაზარზე აღმავალი ტრენდია;
  • ფასი აისხლიტა მხარდაჭერის დონიდან და დაიწყო აღმასვლა;
  • ვაჭრობაში ინდიკატორის გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად ინდიკატორი Stochastic-ის მაჩვენებლის გათვალისწინებით მან დინამიურად დაიწყო გამოსვლა გაჯერებული გაყიდვების ზონიდან, ანუ ბაზარზე ხდება ყიდვის ორდერების რაოდენობირივი ზრდა, შესაბამისად გაყიდვების ორდერების დახურვა;

თუ შეამჩნევთ, რომ ზემოთხსენებული სამივე წესი ერთდროულად ფიქსირდება გრაფიკზე, წარმატებულობის მაღალი ალბათობით შესაძლებელია ყიდვის ორდერის გახსნა. ასეთ შემთხვევაში მაღალი შანსი არსებობს იმისათვის, რომ ტრენდი გააგრძელებს აღმასვლას.

წესთა ასეთი კომპლექტის ერთობლიობის წარმატებულობა არა ერთხელაა დადასტურებული პრაქტიკთ.

ამ სისტემით, ანალოგიურად, სარკისებურად ხდება გაყიდვის ორდერებისათვის ბაზარზე შესვლის სწორი წერტილების მოძიება.

სისტემის მიხედვით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა არ დაველოდოთ სანამ ბაზარი მიაღწევს საჭირო მაჩვენებელს, უბრალოდ ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა გავხსნათ ორდერი ბაზრის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ბაზარზე შესვლასთან ერთად მნიშვნელოვანია, ბაზრიდან მაქსიმალური მოგებით გამოსვლის წერტილების განსაზღვრა, რომლის შესახებაც წაიკითხავთ სტატიაში: "ფორექსის ბაზრიდან გამოსვლა".

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    givi - geoforexinfo@gmail.com

    Short URL:
  • givi

    ბატონო ლევან თქვენი ელფოსტის მისამართი თუშეიძლება რომ შემახსენოთ

    Short URL:
  • ბახვა

    უი.. ყველაფერი გასაგებია, წაკითხული აღვიქვი არასწორედ. :) ბოდიში შეწუხებისთვის :დ

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    ბახვა - როდესაც აღმავალი ტრენდია ქვედა დონე საიდანაც ფასი აისხლიტება არის მხარდაჭერის დონე, ანუ დონე, რომელიც მხარს უჭერს ფასის აღმასვლას ანუ ერთგვარი კატაპულტის, ზამბარის თუ გინდა "რაგატკის" როლს ასრულებს. აღმასვლის პროცესში ყველა ის დონე რომელიც წინააღმდეგობას უწევს ფასის აღმასვლას - არის წინააღმდეგობის დონე, როდესაც ფასი ამ წინააღმდეგობის დონეს გადალახავს მყარად, იგი უკვე სტატუსს იცვლის და ხდება მხარდაჭერის დონე.

    Short URL:
  • ბახვა

    გამარჯობათ გილოცავთ აღდგომას. ყოდვის ორდერის განხილვისას რომ წერია. "ფასი აისხლიტა მხარდაჭერის დონიდან და დაიწყო აღმასვლა" წინააღმდეგობის დონე იგულისხმეთ ხო ? დავიბენი ცოტა :)

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top