კომპიუტერი ფორექსისთვის

ფორექსზე ვაჭრობა წარმოუდგენელია კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. თუ წარსულში ტრეიდერისათვის საკმარისი იყო ტელეფონი და ვალუტების კოტირებების არხი, ამჟამად ვაჭრობა მთლიანად ეფუძნება პროგრამულ ტერმინალს, რომელიც დაინსტალირებული უნდა იყოს კომპიუტერში.

გარდა ამისა, არსებობს ავტომატური ვაჭრობისათვის განკუთვნილი მრავალი სახის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც ტრეიდერების უმრავლესობისათვის წარმოუდგენელია ფორექსზე მუშაობა.

ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც სტაციონარული კომპიუტერებისა და ლეპტოპების მეშვეობით, ასევე მობილური ტელეფონებით და პლანშეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიები იმ დონეზეა განვითარებული, რომ აღარავის უკვირს ოთხი და მეტ ბირთვიანი პროცესორებიც კი, მაინც მინდა შევეხო ფორექსზე სამუშაოდ საჭირო კომპიუტერისათვის მინიმალური პარამეტრების თემას, რადგან ეს თემა დაიხურის ამ საიტზე.

მაშასადამე კომპიუტერისათვის მინიმალური პარამეტრებია:

  • პროცესორი – ერთბირთვიანი, 1,5 მეგაჰერცი სიხშირით;
  • ოპერატიული მეხსიერება – 512 მეგაბაიტი (ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ტერმინალის ერთდროული მუშაობისათვის საჭიროა);
  • ვიდეო ბარათი – 256 მეგაბაიტი;
  • ქსელის ბარათი – ინტერნეტთან წვდომისათვის;
  • მონიტორი – რაც უფრო დიდი დიაგონალის მქონეა მით უკეთესია ვაჭრობისათვის;
  • წვდომა - სასურველია (ჩემი აზრით კი აუცილებელია) ტრეიდერის სამუშაო კომპიუტერთან სხვას არავის ჰქონდეს წვდომა;

მოგეხსენებათ, რომ ასეთი სახის კომპიუტერი 300 - 350 აშშ დოლარზე მეტი არ ღირს. ამას დაუმატეთ ჭკუა (შეუფასებელია) + ცოდნა (შეუფასებელია) + გამოცდილება (შეუფასებელია) + მინიმალური სადეპოზიტო თანხა (100 აშშ დოლარი) და მომგებიანი ბიზნესი გარანტირებულია.

აქვე დავამატებ, რომ მობილური ტელეფონითა და პლანშეტით ვაჭრობის მომხრე პირადად არ ვარ, ვინაიდან მათზე შესაბამისი ანალიზის ჩატარება შედარებით რთულია. თუმცა, როდესაც ზუსტად ვიცით ფასის ნიშნული, რომელზეც უნდა გავხსნათ, ან დავხუროთ ორდერი და სტაციონარული კომპიუტერთან არ ვართ და არც ლეპტოპი გვაქვს ხელთ, მაშინ გამოსავალი ერთია - გამოვიყენოთ მობილური ან პლანშეტი. ესეთი ხერხი, ისევ და ისევ ტრეიდერის გემოვნების საკითხია.GeoForex.info

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top