Carry Trade - მოგება საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე

Carry Trade - საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი სავაჭრო მეთოდია და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ფორექს ტრეიდერებს შორის, რადგან მისი გამოყენებით მოგების მიღება პროგნოზირებადობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

აღნიშნული მეთოდი ეფუძნება ბროკერების მიერ ტრეიდერებისადმი გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთების სხვაობას, ვინაიდან, როგორც ცნობილია ფორექსზე სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება ე.წ. მარჯინალური ვაჭრობის გამოყენებით, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ნასესხები თანხები.

Carry Trade მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევა მაშინაც კი, როდესაც ბაზარი იმყოფება ფლეტურ მდგომარეობაში, ანუ როდესაც სავალუტო წყვილის კურსი აბსოლუტურად არ იცვლება, ან იცვლება ძალიან მცირე დიაპაზონში. აღსანიშნავია, რომ ხელშესახები მოგების მიღება შეიძლება დიდი მოცულობის სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას, ვინაიდან საკრედიტო განაკვეთებს შორის სხვაობა წლიური დაანგარიშებით ძალიან მცირეა და როგორც წესით სულ რაღაც ორიოდე პროცენტს შეადგენს, ხოლო გარიგების არსებობის ვადის მიზანშეწონილობა კი რამდენიმე დღეა.

Carry Trade მეთოდის პრაქტიკული ასპექტები:

ამ მეთოდით ვაჭრობის თვალსაჩინო მაგალითი გამოიყურება შემდეგნაირად: მივდივართ ბანკში, ვიღებთ კრედიტს 20 000 ევროს ოდენობით დაბალი, 10%-იანი საპროცენტო განაკვეთით, მაშასადამე წლის ბოლოს ბანკს უნდა გადავუხადით 22 000 ევრო. მიღებული კრედიტით ვყიდულობთ 40 000 ლარს, რომელსაც განვათვსებთ წლიური 15 %-ის სარგებლიან სადეპოზიტო ანგარიშზე, მაშასადამე ერთი წლის შემდეგ დეპოზიტზე გვექნება 46 000, შემდეგ ამ თანხით ვყიდულობთ 23 000 ევროს, საიდანაც დამკრედიტებელ ბანკს დარიცხულ პროცენტიანად ვუხდით 22 000 ევროს, ხოლო დარჩენილი 1000 ევრო არის სუფთა მოგება. ეს შემთხვევა მოვიყვანე მაგალითისთვის და აქ არ არის გათვალისწინებული ევროს კურსის ზრდა/კლება. გასაგებია, რომ თუ ევროს კურსი 5%-ზე მეტით გაიზრდება მაშინ არავითარ მოგებაზე საუბარი არაა. 

ფორექსზე Carry Trade-ით მოგების მიღება შედარებით ადვილია. პირველ რიგში საბანკო დოკუმენტების გაფორმებისათვის არავითარი დრო და სხვა რესურსი არ არის საჭირო. მთავარია სწორად შევარჩიოთ სავალუტო წყვილი, რომლის კოტირებულ ვალუტაზეც არის შედარებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე საბაზო ვალუტის სადეპოზიტო განაკვეთი.

მაგალითად GBP/JPY სავალუტო წყვილის შემთხვევაში, ყიდვის დროს, საკრედიტო მხარის გამოყენებით ბროკერისგან ვიღებთ კრედიტს იენაში წლიურ 5%-ად, ხოლო საბაზო ვალუტაზე, ანუ ბრიტანულ ფუნტზე, დასარიცხი სადეპოზიტო განაკვეთი არის წლიური 8%. ე.ი. სხვაობა შეადგენს წლიურ 3%-ს. ასეთ ვითარებაში, დიდი საკრედიტო მხარისა და მნიშვნელოვანი დეპოზიტის არსებობისას მოგება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.

მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ეს არის სვოპი. სავალუტო წყვილისა და ოპერაციის მიმართულებიდან გამომდინარე დეპოზიტს აკლდება ან ემატება საპროცენტო განაკვეთების სხვაობა, ანუ სვოპი.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნაციონალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც იცვლება ხოლმე, ამიტომ თუ დღეს საპროცენტო განაკვეთების სხვაობისგან მიღებული სარგებელი დადებითია რომელიმე სავალუტო წყვილზე, ხვალ შესაძლებელია მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალოს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს ასეთი მეთოდით კარგად ვაჭრობენ კროს კურსები.

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ასეთი მარჯინალური მეთოდის გამოყენებით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია ტრენდის მიმართულების სწორი შერჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარი Carry Trade-ით მიღებული სარგებელი ვერ დაგიფარავთ, არასწორი ტრენდით ვაჭრობისგან მიღებულ ზარალს. Carry Trade-ის სარგებელი ეს არის დამატებითი შემოსავალი.

მაგალითი პირადი გამოცდილებიდან: სავალუტო წყვილზე AUD/USD ძალიან მდორე ფლეტის პირობებში დიდხანს (დაახლოებით 4 თვე) მეჭირა ყიდვის პოზიცია, რა დროსაც დადებითი სვოპი (იგივე - საპროცენტო განაკვეთების სხვაობის სარგებელი) ერიცხებოდა დეპოზიტს. ამ ხნის განმავლობაში ხან წაგებაში იყო პოზიცია ხან მოგებაში, ამავდროულად არც ტეიკ პროფიტს და არც სტოპ ლოსს ურტყამდა ფასი. ბოლოს, როდესაც მეც დამაწყდა ნერვები ცდით და სერიოზული ეჭვი შემეპარა პოზიციის მართებულობაში, მიზერული მოგებით დავხურე იგი, თუმცა Carry Trade-ით მიღებული მოგება დაახლოებით 5-ჯერ მეტი აღმოჩნდა.GeoForex.info

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top