როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

ტრენდის მიმართულების დროული განსაზღვრა/ამოცნობა წარმოადგენს ფორექსზე წარმატებული ტრენდული ვაჭრობის საფუძველს.

ტრენდის მიმართულების მაჩვენებელი გამოიყენება ორდერების გახსნისა და დახურვისათვის. არსებობს რამდენიმე ტიპის სიმპტომი, რომლებიც გვაფრთხილებენ ფასის მიმართულების შესაძლო ცვლილების შესახებ. იმისათვის, რომ წინმსწრებად განვსაზღვროთ ეს უმნივნელოვანესი მომენტი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები.

როგორც წესი, ტრენდის შემობრუნება ხშირად მოულოდნელად ხდება, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და შესაბამისად შესაძლო შედეგებისათვის.

საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ტრენდის შემობრუნება. სტატიაში განვიხილავთ პროგნოზირების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, რომელთა საფუძველშიც დევს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები, გრაფიკული ფიგურები და ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზი.

ტექნიკური ინსტრუმენტები:

ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე მარტივი პროგნოზირების საშუალებაა ტრენდის შემობრუნების სტანდარტული ინდიკატორების და არასტანდარტული ინდიკატორების გამოყენება. ამ პროგრამების ალგორითმში დევს, ბაზრის სიტუაციის განსაზღვრისა და ფასის მოძრაობის მრავალი სახის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. ზოგიერთი მათგანი, სავალუტო წყვილის გრაფიკზე, შესაბამისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ხმოვან სიგნალებსაც კი იძლევა, რაც ტრეიდერს გარკვეულწილად ხელს უწყობს მუშაობაში.

უფრო მეტი ეფექტურობისათვის რეკომენდებულია ინდიკატორების მიერ მოცემული სიგნალების ფილტრაცია, რისთვისაც გრაფიკზე უნდა დაყენდეს არა ერთი ინდიკატორი, არამედ რამდენიმე, რომლებიც გაფილტრავენ სავაჭრო სიგნალებს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათი რაოდენობა, ჩემი ღრმა რწმენითა და გამოცდილებით, არ უნდა აღემატებოდეს სამ, მაქსიმუმ ოთხს, ვინაიდან გრაფიკზე დატანლი უფრო მეტი რაოდენობის ინდიკატორები ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით გადატვირთავენ მას, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით სიგნალების ფილტრაციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს.

ფორექსის ბაზრის სიტუაციური ანალიზი:

არსებობს ბაზრის სიტუაციური მდგომარეობის რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ამა თუ იმ დოზით გვამცნობს მოახლოვებული შემობრუნების შესახებ:

  • ტრენდის ძალა – რაც უფრო ძლიერად მიმდინარეობს ტრენდი, მით უფრო ნაკლებია ტრენდის შემობრუნების პერსპექტივა უახლოეს პერიოდში და პირიქით. ტრენდის ძალის გამოვლენა შესაძლებელია ინდიკატორების მეშვეობითაც;
  • გაჯერებული ყიდვა და გაჯერებული გაყიდვა - ფასის შესვლა ამ ზონებიდან ერთ-ერთში, ასევე გვამცნობს უახლოეს პერსპექტივაში ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობაზე. გაჯერებული ყიდვის და გაჯერებული გაყიდვის გამოვლენა შესაძლებელია ტექნიკური ინდიკატორების მეშვეობით, რომელთა შორისაც მე გამოვყოფდი ოსცილატორებს Stochastic და RSI;
  • სავაჭრო გარიგებების მოცულობები - მოცულობები მიუთითებენ, ინვესტორებისათვის მიმდინარე ფასის ხელსაყრელობაზე - მოცემულ მომენტში. მოცულობების შემცირების შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ ტრენდის მიმართულების ტენდენცია შეიცვლება. ამ პარამეტრის ანალიზისათვის ხშირად გამოიყენება მოცულობების ინდიკატორი;

გრაფიკული ფიგურების ანალიზი:

ზოგიერთი ფიგურების გამოსახვა გრაფიკზე, ასევე მიუთითებს ტენდენციის შესაძლო ცვლილებაზე. მათი გამოვლენისათვის საჭიროა ვარჯიში და შესაბამისად დაგროვილი გამოცდილება.

ტრენდის შემობრუნების ძირითად ფიგურებად ითვლება: თავი და მხრები, შემობრუნებული თავი და მხრები, ორმაგი წმვერვალი, ორმაგი ფსკერი, სამმაგი მწვერვალი, სამმაგი ფსკერი, ალამი, სოლი და დროშა. ბოლო სამ ფიგურას გააჩნია ორმაგი დატვირთვა, ისინი შესაძლებელია როგორც ტრენდის შემობრუნებაზე, ასევე ტენდენციის გაგრძელებაზეც მიგვითითებდნენ.

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

 

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

როგორ განვსაზღვროთ (გამოვიცნოთ) ტრენდის შემობრუნება

გრაფიკული ფიგურების სწორი იდენტიფიკაცია მოგების ზრდისა და ზარალის შემცირების საშუალებას იძლევა. მათი მეშვეობით შესაძლებელია ბაზარზე შესვლის, ზუსტი წერტილების პოვნა და ბაზრიდან დროულად გამოსვლის არეების იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში ორდერები არა სტოპ ლოსით დაიხურება, არამედ ტრენდის შემობრუნების აღმოცენებისთანავე, რაც შესაბამისად ზრდის მოგებას და ამცირებს ზარალს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • Admin-ლევანი

    baxva - მივიღე თქვენი სქრინშოტები. მშვენივრად გრძნობთ ბაზარს, აქცენტებიც სწორედ გაქვთ გაკეთებული - ჩემი აზრით. მაგრამ აი თქვენ კითხვაზე, მომკალით და ვერ გაგცემთ პასუხს. "... თუ ფასმა 19 საათში გაიარა 100 პუნქტი.. მაშინ 20 საათში გამოივლის 200 პუნქტს..." ასეთი მოდელებით საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არასოდეს მისარგებლია. ვერავინ გეტყვით თუ ფასმა გაიარა 13 პუნქტი, მაშინ ამის შემდეგ რა მოხდება. ჩემი აზრით ასეთი მათემატიკური მოდელები გონებას ტვირთავენ და გამოთვლების მიზეზით უკვე სავაჭრო დრო აღარ რჩება. იმიტომ არსებობს გრაფიკები, რომ ადამიანმა ვიზუალურად შეაფასოს სიტუაცია: გაარღვია ან აისხლიტა ფასმა არხის საზღვრიდან, დონიდან ფიბოდან, ან ინდიკატორის მრუდიდან, ოსცილატორის მრუდიდან - "ვსიო" ე.ი. სიგნალია. ასე ვიცი მე და თქვენც იგივეს ცოდნას გირჩევთ

    Short URL:
  • baxva

    გამოგიგზავნეთ მაილზე გრაფიკი. მადლობა ყურადღებისთვის.

    Short URL:
  • Admin-ლევანი

    ბახვა - კონკრეტული სიტუაციის სქრინშოტი გააკეთეთ და გამომიგზავნეთ. ასე წარმოსახვით ვერაფერს გეტყვით. geoforexinfo@gmail.com

    Short URL:
  • ბახვა

    მაგალითად თუ ტრენდი დაღმვალია ერთსაათიან და ოთხსაათიან ტაიმფრეიმზე, ხოლო h4 ზე არის აღმავალი დივერგენცია რომელიც ძალიან გაიწელა. ასევე D1 გრაფიკზეც აღმავალი დივერგენციაა დაახლოებით 2 კვირაა რაც გაიწელა. ძირითადი ტრენდი აღმავალია კვირეულზე და თვიურ ტაიმფრეიმზე. უეცრად დაიწყო კორექცია და თუ 160 სთ ში ფასმა გაიარა 290- 300 პუნქტი ქვევით, კორექციის შედეგად 280 პუნქტი ფასმა აიარა 19 სთ ში ზემოთ. მსგავსი სიტვაცია შეიძლება თუ არა აღვიქვათ ტრენდის შემობრუნებად და შემდეგი მნიშვნელოვანი დონის გარღვევის შემდეგ ვიფიქროთ buy ორდერის გახსნაზე.

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top