ფორექსის მუშაობის დრო

ფორექსის მუშაობის დრო გულისხმობს სხვადასხვა სავალუტო ბაზარზე სავაჭრო სესიების გახსნისა და დახურვის პერიოდებს.

ფორექსი მუშაობს დღე-ღამურ რეჟიმში, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირისა და გლობალური მნიშვნელობის დღესასწაულების გარდა.

ასეთი სიტუაციას ადგილი აქვს იმიტომ, რომ ძირითადი სავალუტო ბაზრები მდებარეობენ დროის სხვადასხვა სარტყელებში. როდესაც ერთ სავალუტო ბაზარზე მთავრდება ვაჭრობა, დროის სარტყლიდან გამომდინარე, სხვა სავაჭრო მოედანზე გრძელდება სავალუტო გარიგებები იმავე სავაჭრო სესიის ფარგლებში.

ვინაიდან სავაჭრო სესიებად დიფერენციაცია უფრო პირობითი ცნებაა, ამიტომ პერიოდებით დაყოფის თვალსაზრისით ტრეიდერების დიდი ნაწილი ფორექსზე მუშაობას ჰყოფს კვირის სავაჭრო სესიებად.

კვირის სესია იწყება ორშაბათს 23:00 (GMT) საათზე, რომელსაც ხსნის ტოკიოს ბირჟა და იხურება ჩიკაგოს ბირჟაზე - პარასკევს 22:00 (GMT) საათზე.

შიდა დღიურ პერიოდში, რეგიონალური თვალსაზრისით ფორექსი იყოფა ოთხ სავაჭრო სესიად. თუმცა ეს დაყოფაც პირობითია და უკავშირდება დროის სარტყლებში არსებულ ფინანსური ცენტრების მუშაობას:

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი, ერთი შეხედვით გლობალური დღესასწაულების დროს ფორექსზე ვაჭრობა მთლანად არ წყდება, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც ახალ წელს ზეიმობს პლანეტის უმრავლესობა და ისვენებს, მუსულმანურ და ბუდისტურ ქვეყნებში არსებული საფინანსო ბაზრები მაინც მუშაობენ, ვინაიდან მათთან ეს დღე არ არის სადღესასწაულო. რა თქმა უნდა, დიდი გარიგებები ამ დროს არ ხდება, მაგრამ მაინც ფიქსირდება ფასის მცირე მოძრაობა.

პრინციპში, ფორექსი არ ჩერდება შაბათ-კვირასაც კი, მაგრამ ამას არ აქვს ოფიციალური ხასიათი. სავაჭრო მოცულობები მცირეა, ხოლო კონტრაგენტებად გვევლინებიან ერთმანეთტან სანდო ურთიერთობების მქონე ბანკები და მათი კლიენტები.

არსებობს სავაჭრო სესიებთან დაკავშირებული კანონზომიერებები, მაგალითად აზიურ სავაჭრო სესიაზე ყველაზე დიდი მოცულობების გარიგებები ხორძიელდება იმ სავალუტო წყვილებზე რომელშიც მონაწილეობს იაპონურ იენა - JPY.

ევროპისა და ევრაზიული სივრცის ბროკერები ორიენტირებულნი არიან იმ დროებზე რომელიც ხელსაყრელია ქართველი ტრეიდერებისთვისაც. ანუ ჩვენი და მათი სამუშაო აქტიური საათები თითქმის ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც ავღნიშნე, ფორექსზე არსებობს ე.წ. სადღესასწაულო დღეების ცნება - როდესაც ბირჟა იხურება მთლიანად ან ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ რომელიმე სავაჭრო სესიაზე. ინფორმაციას ფორექს დღესასწაულების შესახებ გაეცნობით სტატიაში - "სადღესასწაულო დღეები ფორექსზე".

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • გივი

    მადლობთ , ეს ფსიქოლოგიურად რთული მომენტია ხოლმე და მნიშვნელოვანი ჩემთვის თქვენი რჩევები გაიხარეთ%

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    givi - მე გირჩევთ დაელოდოთ ახალი სიგნალის წარმოქმნას. წესით 30 პუნქტზე უკვე გადაყვანილი უნდა გქონდეთ პოზიცია უზარალობაში ერთ საათიან ინტერვალამდე სავაჭრო გრაფიკებზე, და ბევრ შემთხვევაში 4 საათიანზეც კი. არ იჩქაროთ ბაზარი არსად გაიქცევა თქვენი სასურველი სიგნალი ყოველთვის მოვა. тише едешь дальше будешь

    Short URL:
  • givi

    სალამი, ბატონო ლევან როდესაც სტრატეგიის სიგნალებს ვაკვირდები და შევალ სავაჭროდ და მვდება ისეთი სიტუაცია რომ სიგნალი ჰქონდა მოცემული მაგალითად 30 პუნქტის უკანმაგრამ ამ დროისთვისაც სიტუაცია მიდის სტრატეგიის პირობების მიხედვით როგორ სჯობს დაველოდო მომენტს როცა თავიდანვე მომცემს სიგნალს თუ უკვე მიმდინარე ტრენდზე შევიდე? აი თქვენ როცა ეგეთი მომენტს აწყდებით ბაზარზე როგორ მოქმედებთ?

    Short URL:

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top