საპაიო საინვესტიციო ფონდების (სსფ) და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარება (სმსფ)

საპაიო საინვესტიციო ფონდების პაი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს - ეს უკვე წარმოადგენს პლუსს. კლიენტების მოსაზიდად ისინი აქტიურად იყენებენ ამ იარაღს.

გამომდინარე იქიდან, რომ პაი განეკუთვნება ფასიანი ქაღალდების კატეგორიას, ამიტომ იგი დაიშვება ვაჭრობაში - ყიდვა/გაყიდვა და სხვა ოპერაციები, რომლებიც დამახასიათებელია ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდებისათვის.

მათგან განსხვავებით, საქმიანი მონაწილეობის სერტიფიკატები, რომლებიც გაიცემა საბანკო მართვის საერთო ფონდების მიერ, ინვესტირების შედეგად, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ უფლებას სახსრების მინდობილობითი მართვის შესახებ, არ წარმოადგენენ ვაჭრობის საგანს, ანუ არ შეიძლება მათი ყიდვა/გაყიდვა ჩუქება, რადგან ეს სერტიფიკატები არ მიეკუთვნებიან ფასიანი ქაღალდების კატეგორიას. სერტიფიკატი არის ბანკის ერთგვარი ხელწერილი მასზედ, რომ მან ჩაიბარა სახსრები.

საბანკო მართვის საერთო ფონდებს უფლება აქვთ ინვესტირება განახორციელონ მრავალი სახის ობიექტებში, რაც თავის მხრივ პლიუსს წარმოადგენს. მაშასადამე, სმსფ-ებს საშუალება აქვთ თეორიული ზარალი სწრაფი ტემპით აანაზღაურონ, ვინაიდან მათთვის არ იზღუდება ფინანსური ინსტრუმენტების სახეობები და ინვესტირების სხვა აქტივები. სმსფ-ებს შეუძლიათ იმუშაონ წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ფასიან ქაღალდებთან, უცხოურ ვალუტასთან და სხვა ისეთ ინსტრუმენტებთან, რომლებიც არ არის დაშვებული საპაიო საინვესტიციო ფონდებისათვის. გარდა ამისა, საბანკო მართვის საერთო ფონდებს შეუძლია განახორციელონ ინვესტირება უცხოურ ბაზრებზე. საპაიო საინვესტიციო ფონდების სფერო კი შემოიფარგლება საფონდო ბაზრებით, ფულადი სახსრებით და უძრავი ქონებით. ფორმალურად, მათაც შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები უცხოურ ბაზრებზე, თუმცა პრაქტიკაში ასეთი რამ განუხორციელებელია. იგივე შეიძლება ითქვას სახსრების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საინვესტიციო დაბანდებების თვალსაზრისით. საპაიო საინვესტიციო ფონდებში აუცილებელია ეროვნული ვალუტის დაბანდება, მაშინ როცა საბანკო მართვის საერთო ფონდებში შესაძლებელია დაბანდდეს ძვირფასი მეტალები, ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტა, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. შესაბამისად, საბანკო მართვის საერთო ფონდებში დაბანდებული სახსრების მრავალფეროვნებისა და ინვესტირების შესაძლებლობების თვალსაზრისით, სმსფ-ებს უფრო მეტი უპირატესობა გააჩნიათ და შეუძლიათ რეალიზება გაუკეთონ საკმაოდ რთულ საინვესტიციო სტრატეგიებს.

საპაიო საინვესტიციო ფონდები შედარებით გამჭვირვალეა - პლუსი მათთვის. როგორც მსოფლიო პრაქტიკაშია მიღებული სსფ-ები ვალდებულები არიან რეგულარულად განასაჯაროონ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაიების ღირებულების, სუფთა აქტივების, პორტფელის სტრუქტურის და ა.შ. შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სსფ-ები ამ ვალდებულებით აქტიურად სარგებლობენ, ვინაიდან ეს არის მათი კონკურენტული უპირატესობა. ბანკებს კი, ეს ვალდებულება არ გააჩნიათ, ამიტომ ვისაც უნდა ასეთ ინფორმაციებს ასაჯაროვებს, ვისაც არა - ხურავს. საბანკო სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი ინფორმაციები უმრავლეს შემთხვევაში დახურულია. ესეთი პრაქტიკა კი შავი სქემების განხორციელების შესაძლებლობის ეჭვებს ბადებს, როგორც კომპანიების სტაფის პრემიალურების, ასევე თანხების მასივების უკონტროლობის (მაგალითად სახსრების უცხოეთში გადინების) თვალსაზრისით.

საბანკო მართვის საერთო ფონდებში ინვესტორებს ნაკლები ხარჯები გააჩნიათ - პლიუსი მათთვის. საპაიო საინვესტიციო ფონდებში საშუალო დანახარჯი ინვესტორისათვის შეადგენს წლიურ 3-5%-ს (სუფთა აქტივების ღირებულებიდან). ეს ხარჯი ინვესტორს ექვითება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა იყო თუ არა სსფ-ის საქმიანობა წარმატებული თუ ზარალიანი. გარდა ამისა მმართველ კომპანიას უფლება აქვს დააწესოს დამატებითი გადასახადი პაების შესყიდვისათვის (1,5 %-მდე) და ფასდაკლება მათი დაფარვისათვის (3%-მდე). მათგან განსხვავებით საბანკო მართვის საერთო ფონდებში გადასახადები ფიქსირებულია და 1,5-2%-ის დიაპაზონში მერყეობს (სუფთა აქტივების ღირებულებიდან), აგრეთვე ერთჯერადი ყოველწლიური პრემია 10-20%-ის ოდენობით (მოგებიდან). ამ სქემით მუშაობით საბანკო მართვის საერთო ფონდები მიზანმიმართულად ასტიმულირებენ მმართველ სტაფს, რომელთა შემოსავალი/პრემიალურები დამოკიდებულია მხოლოდ წარმატებულ საქმიანობაზე.

საპაიო საინვესტიციო ფონდები იმყოფებიან მკაცრი კონტროლის ქვეშ - პლიუსი მათთვის. მსოფლიო პრაქტიკაში, საპაიო საინვესტიციო ფონდებისათვის ჩამოყალიბებულია საქმიანობის მკაცრი ჩარჩოები. მათგან გადახვევა იწვევს დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებას და ლიცენზიის გამოწვევასაც კი. ასევე მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, საბანკო მართვის საერთო ფონდების საქმიანობა რეგულირდება მხოლოდ შესაბამისი ეროვნული ბანკების ნორმატიული აქტებით, სადაც უმრავლეს შემთხვევაში გაწერილია ის ნორმა, რომ ბანკს არ შეუძლია გამოიყენოს კლიენტის სახსრები არადანიშნულებისამებს, ანუ საკუთარი მიზნებისათვის. ამ ნორმის მიხედვით ბანკი ვალდებულია კლიენტის სახსრები დააბანდოს მხოლოდ საინვესტიციო დეკლარაციის შესაბამისად, თანაც ერთ აქტივში დაბანდებული სახსრები არ უნდა აღემატებოდეს გარკვეულ პროცენტს (პრაქტიკაში: 15-20%).

გარდა სახელმწიფო ზედამხედველობისა, საპაიო საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობას ახორციელებენ - აუდიტორები და სპეციალიზირებული დეპოზიტარიუმები. საბანკო მართვის საერთო ფონდების შემთხვევაში ასეთ ზედამხედველობას ადგილი არ აქვს. მათი ერთადერთი ზედამხედველი - ცენტრალური ბანკია. მაშასადამე ინვესტორისთვის დაცულობის თვალსაზრისით საბანკო მართვის საერთო ფონდები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საპაიო საინვესტიციო ფონდებს, შესაბამისად ამ პარამეტრის მეშვეობით იზრდება საინვესტიციო ფონდების პოტენციური საიმედოობა საინვესტიციო ინსტრუმენტად გამოყენების დროს.

მეპაიე უფრო ძვირს იხდის საპაიო საინვესტიციო ფონდებზე კონტროლისათვის -ეს გარემოება პლუსია საბანკო მართვის ფონდებისთვის. თუმცა ეს პლუსი უარყოფით მახასიათებლად გადაიქცევა, როდესაც საქმე ეხება ფულს. რადგან ასეთი მრავალსაფეხურიანი დაცვის მექანიზმებისათვის მეპაიეს უხდება თანხის გადახდა, რათა უზრუნველყოს მთელი მაკონტროლებელი ინფრასტრუქტურის შენახვა. სწორედ ფონდების სახსრებიდან გადაიხდება ყველა ზედამხედველი სტაფის ხელფასი.

რეზიუმეს სახით შესაძლებელია ითქვას, რომ საპაიო საინვესტიციო ფონდების და საბანკო მართვის საერთო ფონდების შედარების შედეგად უარყოფითი და დადებითი ჯამური შედეგები თითქმის ერთნაირია, ამიტომ რომელიმე მათგანის საინვესტიციო ინსტრუმენტად გამოყენება - ისევ და ისევ კონკრეტული ინვესტორის გემოვნების და მიდრეკილებების საკითხია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top