აქციების და ინვესტორებისათვის მათი მიმზიდველობის შესახებ

იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რას წარმოადგენს აქციები, განვიხილოთ ჰიპოტეტური კომპანია "გურანდუხტი". იგი სწრაფი ტემპებით ვითარდება და სჭირდება დამატებითი სახსრების მოზიდვა უვადო სესხის სახით, რათა განაგრძოს მზარდი განვითარება.

იმისათვის, რომ არ გაებას ვალებში, კაპიტალის მოზიდვისათვის, კომპანიამ გადაწყვიტა განახორციელოს აქციების საჯარო განთავსება ბირჟაზე (IPO, Initial Public Offering). ამრიგად, ფორმალურად იგი ყიდის თავის გარკვეულ ნაწილს, რადგან აქციები წარმოადგენენ კომპანიის, რომელმაც გამოუშვა აქციები, შესაბამისი ქონების ფლობის უფლებას. აქციების მფლობელებს ეწოდება აქციონერები, ფაქტიურად - კომპანიის თანამფლობელები.

აქციებს ყიდულობენ ინვესტორები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან თავისი შემოსავლის გარკვეული ნაწილი დააბანდონ სწრაფად განვითარებად კომპანიაში. ინვესტორები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ფულმა იმუშაოს და არ იდოს ერთ ადგილზე უსაქმოდ, თანაც ფულმა უნდა იმუშაოს მაქსიმალური ეფექტურობით.

ვთქვათ, მოვძებნეთ კარგი, სტაბილური და ძლიერი კომპანია/საწარმო, რომელიც რეგულარულად აჩვენებს დადებით ფინანსურ რეზულტატებს: შემოსავალი, მოგება, გაყიდვების მოცულობა და ა.შ. კომპანია მოგვეწონა და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მივიღოთ მის განვითარებაში, ინვესტირების მეშვეობით, მისი აქციების შესყიდვის გზით, ანუ ამ ხერხით ვყიდულობთ ამ კომპანიის წილს. თუ კომპანია გაამართლებს იმედებს და მართლაც განაგრძობს განვითარებას და სოლიდური მოგების მიღებას, მაშინ ამასთან ერთად თანდათან გაიზრდება კომპანიის კაპიტალიზაცია და ფასი მის აქციებზე.

რა განაპირობებს აქციის ფასს? ავიღოთ კომპანიის ღირებულება, რომლის გაგებაც შესაძლებელია მისი ფინანსური ანგარიშების/დოკუმენტაციის შესწავლით, და გავყოთ იგი აქციების რაოდენობაზე - სწორედ ეს ციფრი იქნება ერთი აქციის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოგიკურია, რეალურ ღირებულებასთან იგი (ეს ციფრი), როგორც წესი ახლოსაც კი ვერ მივა. რატომ ხდება ეს? არ დაგვავიწყდეს ყველა ფინანსური ბაზრის "ორი ახირებული დაქალის" - მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. არავინ სხვა, გარდა ამ "ორი დაქალისა" არ განსაზღვრავს აქციების რეალურ ღირებულებას, რა ფასითაც შესაძლებელია მოცემულ მომენტში ამ აქციების ყიდვა ან გაყიდვა. ფასი ხან იზრდება, ხან კლებულობს. ამიტომ საფონდო ბაზარზე არის რისკები, რომელთა არსებობაც განპირობებულია აქციებზე განხორციელებული ოპერაციების მაღალშემოსავლიანობის პოტენციალით. რისკის გარეშე შემოსავალი არ არსებობს. რაც მეტია რისკი, მით მეტია შემოსავლის პოტენციალი.

უხეშად რომ ვთქვათ აქციებს აქვს ორი თავისებურება. პირველი - რაიმე სახის გარანტიების არ არსებობა. ვინაიდან არავის შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ აქციის ფასი გაიზრდება ან დაიკლებს. მეორე - დივიდენდები. დივიდენდები არის მოგების ნაწილი, რომელიც ჯერ მიიღო კომპანიამ და შემდეგ გადაუნაწილა თავის აქციონერებს. როგორც წესი დივიდენდები არის ყოველწლიური ერთჯერადი გადახდა, მაგრამ არსებობს დივიდენდების უფრო ხშირი გადახდებიც. დივიდენდების რაოდენობის რეკომენდაციას გასცემს კომპანიის დირექტორთა საბჭო, რომელიც მტკიცდება აქციონერების კრებაზე.

მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში ინვესტორები დაინტერესებულნი არიან არა დივიდენდებში, არამედ აქციებზე ფასის ზრდაში. დივიდენდის რაოდენობა მიახლოებით აქციის ფასის 0.5-1%-ს თუ შეადგენს, მაშინ როცა აქციებზე ფასების რყევების შედეგად რამდენიმე ათეულჯერ მეტი წლიური პროცენტის მიღებაა შესაძლებელი.

დაწყება არ არის რთული. ამისთვის საკმარისია:

  • ბირჟაზე მოვაჭრე აქციებიდან ავირჩიოთ ყველაზე მომგებიანი და ვიყიდოთ ისინი ჩვენი აზრით ხელსაყრელ მომენტში;
  • ავირჩიოთ მინდობილობით მართვის სისტემა, სადაც ჩვენზე მეტად გამოცდილ პროფესიონალებს უკვე ფორმირებული აქვთ საინვესტიციო პორტფელები და მათი რეკომენდაციების (რა თქმა უნდა ფასიანი) გათვალისწინებით დავაბანდოთ ფული შესაბამის აქციებში;
  • თავად ვისწავლოთ საფონდო ბაზარი, გავხდეთ პროფესიონალი და თავადვე ვივაჭროთ საფონდო ბირჟაზე;

რეზიუმეს სახით ვიტყვი: შემოსავალი რისკის პირდაპირპროპორციულია. მაღალია შემოსავალი - მაღალია რისკი და პირიქით. ყოველივე ამის შესახებ წაიკითხავთ შემდეგ სტატიებში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top