ანგარიშის გახსნა და სავაჭრო ტერმინალის არჩევა

დიდი მოცულობის თანხებით ტრეიდინგის სპეციფიკა განსხვავდება, მცირე თანხებით ვაჭრობის სპეციფიკისგან.

არა მგონია ვინმე ჭკუათმყოფელმა 50 000-100 000 აშშ დოლარი და მეტი თანხა გადარიცხოს თუნდაც მაღალი რანგის საბროკერო კომპანიაში თავის ანგარიშზე, ისე რომ ამ ბროკერთან უშუალო, ფიზიკური-საქმიანი შეხება არ ჰქონდეს. და არც თავად ნორმალური (არა თაღლითი) საბროკერო კომპანია დაუშვებს ასეთ პრეცენდენტს, თუ მანამდე სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარდება.

განვიხილოთ საკითხი, როდესაც საუბარი ეხება მაღალი რანგის ტრეიდინგს:

ბროკერის სავაჭრო სპეციფიკაციის გაანალიზებისა და არჩევის შემდეგ, საჭიროა მასთან შესაბამისი დოკუმენტების პაკეტის გაფორმება, რისთვისაც ტრეიდერი უშუალოდ უნდა მივიდეს საბროკერო კომპანიის ოფისში, სადაც გაიხსნება საბროკერო ანგარიში და დეპო ანგარიში, სადაც აღირიცხება ტრეიდერის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები.

ბროკერის მიერ ტრეიდერს გადაეცემა ციფრულ-ელექტრონული შიფრის გასაღები, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ინტერნეტ ტრეიდინგის პროგრამის მიერ, ასევე სატელეფონო პაროლი - ასევე სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის. ამის შემდეგ ანგარიშზე შეტანილი უნდა იქნას თანხა. ანგარიშის შევსების არა ერთი მეთოდი არსებობს: სალაროს მეშვეობით (ნაღდი ფულის შეტანით), საბანკო გადარიცხვით და ელექტრონული საგადასახადო სისტემების მეშვეობით. ეს დამოკიდებულია ტრედერის შესაძლებლობაზე/სურვილზე და ბროკერის სავაჭრო პირობებზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბროკერისთვის არ არის აუცილებელი ტრეიდერთან შეხვედრა, მისთვის საკმარისია შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტაციის და პიროვნების დამადასტურებელი საბუთების დასკანერებული ელექტრონული ვერსიები, რომლის მასთან გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ან ჩვეულებრივი ფოსტის მეშვეობით. მაგრამ ვიმეორებ: როცა დიდ თანხებზეა საუბარი, ტრეიდერმა პირადად უნდა იცოდეს საკუთარი ბროკერის ოფისი და მასთან მომუშავე საბროკერო კომპანიის წარმომადგენელი. ზემოთხსენებულის იგნორირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც საუბარი ეხება რამდენიმე ასეული ან ათასი აშშ დოლარის სავაჭრო მოცულობებს.

ამის შემდეგ უნდა შეირჩეს ბირჟასთან წვდომის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამა. მას ასევე ბროკერი შემოგთავაზებთ. მას შემდეგ რაც ტრეიდერის სამუშაო კომპიუტერზე დაინსტალირდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, უკვე შესაძლებელია ბროკერის სერვერთან მიერთება და ბირჟაზე სავაჭრო ოპერაციის განხორციელება.

პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს როგორც თავად ბროკერის მიერ შემუშავებული პლატფორმა, ასევე უნივერსალური პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ვაჭრობა. ბროკერთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული იქნება ასეთი პროგრამების სია.

ამა თუ იმ ბროკერის მიერ შემუშავებული საკუთარი პროგრამის სპეციფიკა, ყველასთან განსხვავებულია, ამიტომ მათი სათითაოდ განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. ერთი მაინც უნდა ითქვას: არ გირჩევთ ისეთ ბროკერთან ანგარიშის გახსნას, რომელიც მხოლოდ საკუთარ სავაჭრო ტერმინალს გთავაზობთ. სხვადასხვა მიზეზებს გამო, ტრეიდერები ხშირად იცვლიან ბროკერებს, ამიტომ ერთი ბროკერიდან სხვა ბროკერთან გადასვლის შემთხვევაში საჭირო იქნება მისი სავაჭრო პლატფორმის ხელახლა შესწავლა - რაც დამეთანხმებით არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა. ამასთან ერთად, სავაჭრო ტერმინალები განსხვავდებიან პროგრამული ენებითაც, რომლებზეც ისინი დაწერილია და ასევე ამ პროგრამულ ენებზევე უნდა იყოს დაწერილი შესაბამისი ინდიკატორები, მრჩევლები და სკრიპტები, რომელიც გამოიყენება სავაჭრო ტერმინალებში. სავსებით შესაძლებელია, რომ ნახსენებმა სკრიპტებმა, ინდიკატორებმა და მრჩევლებმა სხვა ბროკერის ტერმინალებში აღარ იმუშაოს. ამიტომ უმჯობესია თავიდანვე შევისწავლოთ უნივერსალური სავაჭრო პლატფორმა და მოვხსნათ სავაჭრო პლატფორმების ცვლილების შემთხვევაში გადამზადების პრობლემა.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სავაჭრო პლატფორმაა - Meta Trader 4 (MT4). აღსანიშნავია,რომ ზოგიერთ ბროკერთან შესაძლებელია შეგვხვდეს ამ პლატფორმის სხვადასხვა მოდიფიკაციები და მათი სახელწოდებებიც განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველა ისინი დაფუძნებულია ერთიან სავაჭრო პროგრამაზე Meta Trader 4 (MT4). ამ შემთხვევაშიც არ გირჩევთ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას. ისარგებლეთ მხოლოდ სავაჭრო ტერმინალით - Meta Trader 4 (MT4).

სავაჭრო ტერმინალი არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წვდომა საბირჟო სავაჭრო სისტემასთან. MT4 პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას იძლევა გავაგზავნოთ ბროკერის სერვერზე ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო შეკვეთები/ბრძანებები: ფასიან ქაღალდებზე, ვალუტებზე, სხვაობის კონტრაქტებზე (CFD) და ფიუჩერსებზე. აგრეთვე თვალი ვადევნოთ საკუთარი ფულადი სახსრების მდგომარეობას. სისტემაში ავტომატურად ხდება სავაჭრო მოთხოვნების/ბრძანებების შესრულება. ტერმინალში მხარდაჭერილია მარჯინალური დაკრედიტების და სხვა მრავალი სახის შესაძლებლობა. პროგრამის ინტერფეისი ინტუიტიურად გასგებია. კლიენტის ტერმინალი MT4 წარმოადგენს კომპანია MetaQuotes Software Corp-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მე-4 თაობას. მრავალი პროცესის ავტომატიზირების მაღალი დონის, საიმედოობის, მოხერხებულობისა და პროცესების სწრაფი დამუშავების გამო, მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისათვის. ყველა ოპერაცია (ბრძანებების/შეკვეთების განთავსება-გაუქმება, ოპერაციების განხორციელება და ა.შ.) ხდება რეალური დროის რეჟიმში რეალური საბაზრო მაჩვენებლების გამოყენებით, ყველა სახის შეფერხება მინიმალურია. სავაჭრო ფუნქციების გაცნობა და შესწავლა შესაძლებელია მინიმალურ დროში და შესაბამისად მინიმალურ დღოში - რეალური ოპერაციებზე გადასვლა.

რეზიუმეს სახით შემიძლია ვთქვა, რომ ინტერნეტ ტრეიდინგის სხვადასხვა პროგრამებს გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშნები, მაგრამ საერთო ჯამში ისინი მაინც მარტივი და ფუნქიონალურები არიან და ნებისმიერი მათგანის გამოყენება ვაჭრობისათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top