ანგარიშის გახსნა და ბროკერის არჩევა

საფონდო ბაზარზე ოპერაციების განხორციელება ხდება ბროკერების შუამავლობით, ასე რომ პირველ რიგში საჭიროა შესაფერისი ბოკერის შერჩევა.

ბროკერის არჩევისას უნდა შეფასდეს მისი ფინანსური საიმედოობა. ამისათვის არსებობს სხვადასხვა სააგენტოების რეიტინგები. რა თქმა უნდა უფრო სასურველია ისეთ ბროკერთან საქმის დაჭერა, რომლებიც ამ რეიტინგების პირველი პოზიციები უკავიათ, რაც თავის მხრივ მათი საიმედოობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. პირველ ეტაპზე უნდა შეადგინოთ საიმედო ბროკერების სია და შემდეგ თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების თვალსაზრისით უნდა გაიფილტროს იგი.

აგრეთვე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საბროკერო კომპანიის ფიზიკური მისამართი. იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერი დიდი მოცულობის კონტრაქტებით/გარიგებებით ვაჭრობს, საჭიროა, რომ იგი (ან მისი თანაშემწე, ბუღალტერი და ა.შ.) თვეში ან კვარტალში ერთხელ (გააჩნია სავაჭრო სპეციფიკაციას) გამოცხადდეს საბროკერო კომპანიის ოფისში, სადაც შესაბამის საბუთებთან მუშაობა იქნება საჭირო (ხელმოწერები, ბალანსი და ა.შ.). ამიტომ ბროკერი უნდა აირჩეს იმ ქვეყნიდან სადაც არ გაძნელდება ჩასვლა. გასათვალისწინებელია, რომ დიდ და სერიოზულ ბროკერებს გააჩნიათ თავისი წარმომადგელობები სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში არ მეგულება საფონდო ვაჭრობაზე სპეციალიზებული საფონდო ბირჟის მეტ ნაკლებად ცნობილი ბროკერის ფილიალი, ამიტომ ასეთი ტრეიდინგისათვის მიზანშეწონილია არჩეული იქნას ის ბროკერები, რომლებსაც გააჩნიათ წარმომადგენლობები თურქეთში ან რუსეთში. პრინციპში სერიოზული დონის ტრეიდერებისათვის არც ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშია მგზავრობა პრობლემატური.  

ბროკერების სავაჭრო სპეციფიკაცია ითვალისწინებს სხვადასხვა სატარიფო გეგმებს, ჯარიმების და საკომისიო საურავების რთულ სისტემას, სადეპოზიტო მომსახურების პროცენტულ განაკვეთებს და მარჯინალური დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთებს. ყოველივე ეს ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი. რაც უფრო დაბალია საპროცენტო ხარჯები მით უფრო მეტია დაზოგილი თანხა. აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს ყოველთვიური მინიმალური გადასახადის არსებობას.

ბროკერთან ურთიერთობის ყველაზე პოპულარული ფორმა არის მასთან ინტერნეტით კომუნიკაცია. ტრეიდერი შეკვეთებს იძლევა ნებისმიერი ადგილიდან მხოლოდ საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით. სხვა ტექნიკური საშუალებები ამისათვის საჭირო არ არის. ინტერნეტ ტრეიდინგულ მომსახურებას გვთავაზობს პრაქტიკულად ყველა ბროკერი. ასევე არსებობს ტელეფონით სავაჭრო შეკვეთების მიღების სისტემაც. ამ შემთხვევაში გამოიყენება კოდური სიტყვა, რომელსაც მასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ გაძლევთ თავად ბროკერი. ცნობისათვის - ასეთი ტრეიდინგის დროს, სავაჭრო ოპერაციების საიმედოობისათვის, ყველა სატელეფონო საუბარი იწერება.

ზოგიერთს გაეღიმება ზედა აბზაცის წაკითხვისას და გაიფიქრებს რა დროს სატელეფონო ტრეიდინგიაო. მერწმუნეთ, ესეთი სისტემა მეც გუშინდელი დღე მეგონა, სანამ ამერიკის შეერტებულ შტატებში ყოფნისას არ წავაწყდი ამ სისტემით სარგებლობას საკმაოდ სოლიდური დონის საფონდო ტრეიდერის მხრიდან (ყოველ შემთხვევაში ამ ბიზნესით ირჩენს თავს თავად და მისი ცოლიც - და ძალიან კარგადაც). თუმცა ვაჭრობის ასეთი სტილი მაინც კომბინირებულია ინტერნეტ ტრეიდინგთან. ტელეფონი იხმარება დიდი მოცულობის სავაჭრო პოზიციების გახსნისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალების დაზუსტების დროს.

ასევე საჭიროა ბროკერის მხარდაჭერის სამსახურის სისტემის საკონტაქტო ინფორმაციის ცოდნა, სადაც ტრეიდერი მიიღებს საჭირო კონსულტაციას, როგორც ამ ბროკერთან ვაჭრობის მახასიათებლების, ასევე სხვა საკითხების შესახებ. ტრეიდინგისათვის ასევე მნიშვნელოვანია მარჯინალური დაკრედიტების პირობების ცოდნა. ამ ტერმინში იგულისხმება გარიგებების დადება "მხარი"-ს გამოყენებით, რომლის დროსაც ფასიან ქაღალდებზე ოპერაციები ხორციელდება ბროკერის მიერ, ტრეიდერის სავაჭრო პოზიციის დაკრედიტების მეშვეობით. საკრედიტო მხარის გამოყენებით შესაძლებელია გარიგების განხორციელება გაცილებით მეტი ოდენობის ფულადი სახსრების გამოყენებით, ვიდრე ეს ბროკერთან გახსნილ ტრეიდერის სავაჭრო ანგარიშზეა რეალური ფულის სახით. ამიტომ საჭიროა იმის ცოდნა თუ რამდენია გადასახდელი ამ კრედიტის გამოყენებისათვის და რა მოცულობის კრედიტს იძლევა ბროკერი სავაჭრო ოპერაციის ჩატარებისათვის.

აგრეთვე სასურველია ვიცოდეთ ბროკერის მიერ შემოთავაზებული დამატებითი მომსახურეობების შესახებ. ეს შეიძლება იყოს უფასო კონსულტაციები, ანალიტიკა, ასევე სიახლეების ნაკადი/არხი. მომსახურების ეს კომპლექტი კარგ სამსახურს გაუწევს როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ ტრეიდერებს. გასათვალისწინებელია მინიმალური დეპოზიტის რაოდენობაც, რომელიც საჭიროა სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის. დღეისათვის ეს თანხა აღარ არის დიდი ოდენობის და მისი დეპოზიტზე გადარიცხვა ნებისმიერი, საშუალო დონის ცხოვრების პირობების მქონე ადამიანისათვის არის შესაძლებელი.

ზემოთხსენებული ყველა ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების შემდეგ შესაძლებელია შეირჩეს ყველაზე მეტად სასურველი საბროკერო კომპანია, რომელიც დააკმაყოფილებს ტრეიდერის ყველა პირობას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top