დერივატივების ბაზარი და საბირჟო ინდექსები

საბირჟო ინდექსების რყევების გამო, დერივატივების ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ საბირჟო ინდექსების ფიუჩერსები და ოფციონები.

დერივატივების ბაზრის მუშაობის არსი მარტივია: საბირჟო ინდექსის ფიუჩერსული კონტრაქტის შეძენა ხდება იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ინდექსის მაჩვენებელს ყიდვის მომენტში. ამ ფიუჩერსის დახურვის მომენტში განისაზღვრება მისი შემოსავლიანობა და ზარალი, რომელიც დამოკიდებულია ფიუჩერსის კონტრაქტის დახურვის დღეს ფორმირებულ ფასზე. ამრიგად, თუ საბირჟო ინდექსის მაჩვენებელი იმყოფება 720 პუნქტზე, მაშინ ამ ინდექსის ფიუჩერსის ღირებულება იქნება 720 აშშ დოლარი. თუ დღის ბოლოს დერივატივების ბაზარზე ინდექსის ფასია 740 პუნქტი, მაშინ ინვესტორს შეუძლია დახუროს ეს პოზიცია და მიიღოს მოგება 20 აშშ დოლარის ოდენობით. ანალოგიურად მიმდინარეობს გარიგებები ოფციონებზე დერივატივების ბაზარზე.

ყოველწლიურად, ამერკის შეერთებული შტატების დერივატივების ბაზრის სწრაფი კონტრაქტების 30 % არის საბირჟო ინდექსების ფიუჩერსები და ოფციონები. იაპონიაში ეს მაჩვენებელი 50 %-ს აღემატება. თავისი არსით აღნიშნული გარიგებები - წმინდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებენ. ევროპის დერივატივების ბაზრზე ინდექსებზე განხორციელებული გარიგებების ხვედრითი წილი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია) დერივატივების ბაზარზე ინდექსებზე განხორცელებული სვოპების, ოფციონების და ფიუჩერსების ოპერაციების ხვედრითი წილი, მთლიანი საბირჟო გარიგებების 15 %-ს არ აღემატება.

რუსეთი დერივატივების ბაზარზე პოპულარულია РТС ინდექსის და ეკონომიკის დარგობრივი РТС ინდექსების ფიუჩერსული კონტრაქტები: ინდექსი РТС ნავთობი, ინდექსი РТС გაზი, ინდექსი РТС სამომხმარებლო საქონლის და ინდექსი РТС ტელეკომუნიკაციის. ასეთი ფიუჩერსები ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტებია ინვესტირებისათვის სწრაფი ბაზრის FORTS-ის სექციაში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top