მსოფლიო ეკონომიკის საბირჟო ინდექსები

სტატიაში განვიხილავთ მსოფლიო ეკონომიკის ძირითად საბირჟო ინდექსებს.

ინდექსი S&P500 (Standard and Poor's 500) – ე.წ. "ფართო ბაზრის ინდექსი". მისი გამოთვლისათვის ხდება აქციების გარკვეული ჯგუფის ღირებულების მაჩვენებლისა და მათი მიმდინარე საბაზრო კურსების შედარება. საბაზო მაჩვენებლის სახით საფუძვლად აღებულია 1941 წლიდან 1943 წლამდე აქციების კოტირებები და მას მინიჭებული აქვს მაჩვენებელი - "10". ამრიგად, თუ დღეს S&P500 ინდექსის მაჩვენებელია 200, ეს ნიშნავს, რომ ინდექსში შემავალი 500 აქციის ინდექსი, 1941-1943 წლებთან შედარებით გაიზარდა 20-ჯერ (200:10). ძალიან ბევრი ტრეიდერი საკუთარ ანალიზში იყენებს S&P500 ინდექსს, რადგან თვლის, რომ სწორედ ეს ინდექსი ზუსტად ასახავს საფონდო ბაზრებზე კურსების ცვლილების ზოგად სურათს.

ინდექსი NASDAQ (National Assosiation of Securities Dealers Automated Quotations) - გამოხატავს არასაბირჟო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ბრუნვას. მას აქვეყნებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ნაციონალური ასოციაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს საკუთარი კოტირებები (ამერიკის შეერთებულ შტატებში). NASDAQ გამოითვლება S&P500-ის ანალოგიურად. მაგრამ ამ შემთხვევაში საფუძვლად (ბაზად) აღებულია აქციების ფასი 05.02.1971 წლის მდგომარეობით, თანაც საბაზო მნიშვნელობა არის - "100". NASDAQ-ის კრებითი მნიშვნელობის დასაანგარიშებლად იყენებენ ყველა ჩვეულებრივი აქციის კურსების მნიშვნელობას, რომელიც ბრუნავს მის სისტემაში (დღეისათვის 42 000-ზე მეტი აქციაა).

ინდექსი DJIA (Dow Jones Industrial Average) - ე.წ. "საშუალი სამრეწველო" დოუ-ჯონსის ინდექსი. მისი დაანგარიშება ხდება 30 სამრეწველო კომპანიის აქციების კურსების მიხედვით, რომლებიც შერჩეული იქნენ მათი საბაზრო შეფასებების და მრავალრიცხოვან ინვესტორებს შორის მათი გავრცელებადობის შედეგად. ამ ჯგუფში შემავალი აქციები ემიტირებული არიან მაღალი კლასის სამრეწველო კომპანიების მიერ. მიჩნეულია, რომ ამ აქციების ქცევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დინამიკაზე - ზოგადად. კომპანიების გაკოტრებისა და შერწყმის გამო, აგრეთვე ახალი ძლიერი კომპანიების გამოჩენის გამო, აქციების სია, რომლებიც შედის DJIA საინდექსო კალათაში, მუდმივად კორექტირდება. თავად დოუ-ჯონსის ინდექსი წარმოადგენს ამ აქციის კურსების საშუალო არითმეტიკულს.

ინდექსი Nikkei-225 – ფასიანი ქაღალების კურსების სპეციალური ინდექსია, რომელიც ასახავს მდგომარეობას ტოკიოს საფონდო ბირჟაზე. მის დასაანგარიშებლად გამოიყენება 225 იაპონური კომპანიის აქციები. დაანგარიშების მეთოდი დოუ-ჯონსის ინდექსის გამოთვლის მეთოდის ანალიგიურია.

ინდექსი DАХ30 – არის გერმანიის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ინდექსი, რომელიც შეიცავს 30-ზე მეტი მსხვილი კომპანიის აქციების კურსების მნიშვნელობას, რომლებიც ბრუნვაშია ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე.

ინდექსი NYSE (New York Stock Exchange) – გამოითვლება S&P500 და NASDAQ ინდესების ანალოგიურად. იგი მოიცავს ყველა აქციას, რომელიც ივაჭრება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (2 200 აქციაზე მეტი). ინდექსის გამოთვლის დროს საბაზო მნიშვნელობად აღებულია 31.12.1965 წლის აქციების კურსი და მინიჭებული აქვს მნიშვნელობა - "50".

ინდექსი FTSE100 (Financial Times Industrial Ordinary Share Index) - შეიქმნა 1935 წელს და ითვლება ყველაზე ავტორიტეტულ და ძველ ინდექსად დიდ ბრიტანეთში. მის ლისტინგში შედის სხვადასხვა პროფილის 100 კომპანიის აქცია. სიაში შედიან სპეციალისტების, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური მედია ფლაგმანის Financial Times-ის, მიერ შერჩეული კომპანიები.

საფრანგეთის საფონდო ინდექსები: САС-40 და САС General. ეს ინდექსები გამოითვლება პარიზის ბირჟის და "ფრანგული ბირჟების საზოგადოების" მიერ. საინდექსო კალათაში შედის შესაბამისად: 40 და 250 უმსხვილესი ფრანგული კომპანია.

რეგიონალური ფაქტორებიდან გამომდინარე არ შემიძლია არ შევეხო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი საფონდო ბაზრის რუსეთის ფედერაციის მთავარ საბირჟო ინდექსებს. მათი უგულვებელყოფა, ჩემი აზრით, ნორმალური ტრეიდერისათვის არ შეიძლება. მით უმეტეს რუსეთის ეს სეგმენტი ჩემი, როგორც ამ საიტის ავტორის ერთ-ერთ ინტერესს წარმოადგენს.

რუსეთის საფონდო ინდექსებს შორის უმთავრესი ორი მათგანია:

ინდექსი ММВБ - არის ამ ბირჟაზე მოვაჭრე რუსეთის ყველაზე ლიკვიდური კომპანიების აქციების ეფექტური კაპიტალიზაციის შეწონილი მნიშვნელობა. მისი დაანგარიშება დაიწყო 1997 წლიდან. გამოთვლის მეთოდიკაში გამოიყენება ინდექს მენეჯმენტის თანამედროვე სისტემა, რომლის საფუძველზეც ფუნქციონირებს სპეციალური საინდექსო კომიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ჩართვის პრინციპებს და ინდექსის ლისტინგს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საექსპერტო დასკვნებს.

ინდექსის დაანგარიშება ხდება რეალური დროის რეჟიმში, საანგარიშო ბაზაში შემავალი 30 კომპანიის აქციებზე ყოველი განხორციელებული გარიგების შედეგად.

ინდექსი РТС (RTSI, RTS Index) - არის რუსული საფონდო ბაზრის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. РТС და ММВБ ბირჟების გაერთიანების შემდეგ, იგი მაინც დარჩა ხმარებაში. მანამდე საფონდო ბირჟის - "რუსეთის სავაჭრო სისტემის - РТС" მთავარი ინდექსი იყო. საბაზო მაჩვენებელია - "100", რომელიც ეფუძნება აქციების ფასებს გამოხატულს აშშ დოლარებში. ამ მეთოდიკით დაანგარიშება ხდება 1998 წლიდან, თავად ინდექსი წარმოიშვა 1995 წელს. ინდექსის აშშ დოლართან მიბმამ გამოიწვია კურსების რყევების საპირისპირო მიმართულებები. ანუ თუ აშშ დოლარის კურსი მცირდება, მაშინ РТС ინდექსი იზრდება და პირიქით. ეს მისაღები და კარგი იყო რუსეთში არსებული მაღალი ინფლაციის გამო, რადგან ინდექსი მიაბეს მყარ ვალუტას, მაგრამ ამჟამად, რუსეთის ეკონომიკის დასტაბილურების შემდეგ, სპეციალისტები თვლიან რომ РТС ინდექსი არასწორად გამოხატავს რუსული კომპანიის აქციების რეალურ ფასს და სპეკულაციის ერთ-ერთი მომხიბვლელი წყაროა ტრეიდერებისათვის. ასე ვთქვათ, მისი გაწონასწორება ხდება ММВБ ინდექსის მეშვეობით, რომელიც დაანგარიშება ხდება რუსულ რუბლებში. მიუხედავად ამისა РТС ინდექსი საკმაოდ ლიკვიდურია საერთაშორისო ბაზარზე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top