საანგარიშსწორებო და მიწოდებითი ფიუჩერსები

არსებობს ფიუჩერსების ორი სახეობა: საანგარიშსწორებო და მიწოდებითი.

საანგარიშსწორებო ფიუჩერსი (არა მიწოდებითი) გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ხდება მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორება, ხოლო საბაზო აქტივის ფიზიკური მიწოდება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში მითითებულ დროს გამყიდველი მყიდველს არ აწვდის საქონელს, ხოლო ბირჟა მხარეებს შორის ურთიერთანაგარიშსწორებას ახორციელებს. საანგარიშსწორებო ფიუჩერსი გამოიყენება ისეთი საბაზო აქტივების ყიდვა-გაყიდვისას როგორებიცაა: ინდექსი და ვალუტა.

მიწოდებითი ფიუჩერსი გამოიყენება მოლაპარაკებულ თარიღზე (კონტრაქტის შესრულების თარიღი), მითითებული რაოდენობის საბაზო აქტივის (ნავთობი, ფასიანი ქაღალდები, ვალუტა) ყიდვა-გაყიდვისას. მაგალითად, ინვესტორმა დადო ფიუჩერსული კონტრაქტი ნავთობზე. მითითებულ თარიღზე ფიუჩერსის გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს ეს აქტივი ფასით, რომელიც მითითებულია ფიუჩერსულ კონტრაქტში, ხოლო ინვესტორი ვალდებულია იყიდოს ეს საქონელი. თუ, მიწოდების მომენტში ნავთობის ფასი გაიზარდა, მაშინ გამოდის, რომ ინვესტორს (მყიდველს) იგი უყიდია დაბალ ფასად, შესაბამისად იგი მოგებაშია. მაგრამ ნავთობის ფასი შეიძლება დაეცეს კიდეც და როდესაც მიწოდებაზე ანგარიშსწორების დრო მოვა, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ის ფასი, რომელიც მითითებულია კონტრაქტში, რომელიც საბაზრო ფასზე მეტი იქნება. ამ შემთხვევაში ინვესტორი ზარალშია. სწორედ ასეთი სიტუაციების არსებობა არის ფიუჩერსებზე მუშაობის მთავარი რისკი.

საქონლის მყიდველმა, რომელმაც დადო ფიუჩერსული კონტრაქტი, მოგება შეიძლება მიიღოს ფიუჩერსის გაყიდვით, იმ პირობით თუ ფიუჩერსში მითითებული საქონლის საბაზრო ფასი, ფიუჩერსზე ანგარიშსწორების მომენტში არის იმაზე დაბალი, ვიდრე ის ფასი, რომლითაც უნდა გამოესყიდა ეს საქონელი.

პირველად ფიუჩერსული ვაჭრობა განხორციელდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩიკაგოს ბირჟაზე. მას შემდეგ ფიუჩერსები ივაჭრება ისეთივე წარმატებით, როგორც სხვა ჩვეულებრივი საინვესტიციო ინსტრუმენტები - აქციები და ა.შ. ფიუჩერსების პარალელურად, საფონდო ბირჟებზე ოფციონებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მიუხედავად გარკვეული სირთულისა, მათი გამოყენება სავაჭრო ოპერაციების განხორციელების საკმაოდ დიდ პოტენციალს იძლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟები ყურადღებით აკვირდებიან ფიუჩერსებზე და ოფციონებზე ჩატარებულ ყველა სავაჭრო ოპერაციას. ბირჟა მკაცრად აკონტროლებს ანგარიშსწორებებს მათზე, აგრეთვე საბაზო აქტივების მიწოდებას.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top