ფიუჩერსებით ვაჭრობა

ფიუჩერსებით ვაჭრობის არსის გაგებისათვის ყველაზე მარტივი საშუალებაა მაგალითის განხილვა.

ვთქვათ, გვყავს გამყიდველი, რომელსაც სურს 1 ტონა ხორბლის გაყიდვა. მას შეუძლია ხორბალი გაყიდოს ნაღდი ფულის ბაზარზე (სპოტ ბაზარი, Spot). ამ გზით, გამყიდველი მყიდველს გადასცემს ხორბალს, ხოლო სანაცვლოდ მიიღებს ფულს. ფაქტობრივად გარიგება მოხდება დროის გარკვეულ მომენტში და მოცემულ ადგილზე, თანაც ფაქტობრივად იმავე მომენტში და ადგილზე გარიგება ჩაითვლება დახურულად. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე მიიღებს სასურველ შედეგს: მყიდველი - საქონელს, ხოლო გამყიდველი - ფულს. დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივი საქონლის უმეტესობის ყიდვა-გაყიდვა ამ სქემით მიმდინარეობს.

მაგრამ გამყიდველს აქვს სხვა ვარიანტიც. წარმოვიდგინოთ, რომ იგი ყიდის არა ხორბალს, არამედ ვალდებულებას, რომ მიჰყიდის მყიდველს ამ ხორბალს გარკვეულ, ფიქსირებულ დროს. ამ ვალდებულებას ჰქვია - ფიუჩერსი. უნდა ავღნიშნოთ, რომ სპოტური ბაზრისგან განსხვავებით, ფიუჩერსებზე სავაჭრო გარიგებები რჩება დაუხურავი. ანუ მყიდველმა უკვე გადაიხადა საჭირო თანხა, ხოლო სანაცვლოდ მიიღო გამყიდველის ვალდებულება. თავად საქონელი კი არ მიუღია, სამაგიეროდ გამყიდველმაც არ მიიღო სრული თანხა 1 ტონა ხორბლისათვის. თანხის დარჩენილ ნაწილს იგი ჩაიბარებს მყიდველისთვის ხორბლის რეალური მიწოდების შემდეგ. ამრიგად, მყიდველი ხდება ფიუჩერსული კონტრაქტის მფლობელი, რომელიც შეუძლია დაიტოვოს თავსთვის და ბოლოს და ბოლოს იყიდოს ის 1 ტონა ხორბალი ფიქსირებულ დროს, ან გაყიდოს იგი (კონტრაქტი) ფიუჩერსულ ბაზარზე. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა უზამს მყიდველი ამ კონტრაქტს, მანამდე სანამ იგი არ დაიხურება. მთავარია გამყიდველმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს მას მოლაპარაკებული ხარისხის ხორბალი, დათქმულ დროს და მითითებულ ფასად, ხოლო ფიუჩერსის მფლობელმა (ანუ მყიდველმა) იკისრა ვალდებულება ჩაიბაროს მოწოდებული საქონელი და გადაიხადოს დარჩენილი თანხა.

შესაბამისად, ფიუჩერსული კონტრაქტი ავალდებულებს, როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს. თავისი პრინციპით იგი იმეორებს ოფციონების მოქმედების პრინციპს. მაგრამ ოფციონების შემთხვევაში, ვალდებულება ეკისრება მხოლოდ გამყიდველს, ხოლო ოფციონის მყიდველს უფლება აქვს, როგორც იყიდოს (გაყიდოს) საბაზო აქტივი, ისევე საერთოდ არ ისარგებლოს ამ უფლებით. ამ შემთხვევაში, ფიუჩერსული კონტრაქტებისგან განსხვავებით, მყიდველს არ სჭირდება დამატებითი თანხის შეტანა, ვინაიდან მან უკვე გადაიხადა ოფციონის პრემია, რითიც ის რისკავს. ხოლო ოფციონის გამყიდველი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ამ პრემიას, მაგრამ რისკავს საბაზო აქტივის მიწოდებით. ამ მაგალითიდან შეგვიძლია გამოვიყვანოთ ფიუჩერსის კლასიკური განმარტება.

ფიუჩერსი, ანუ ფიუჩერსული კონტრაქტი (Futures) - არის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი, საბაზო აქტივის ყიდვა-გაყიდვის სტანდარტული საბირჟო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან მხოლოდ ფასზე და საბაზო აქტივის მიწოდების თარიღზე, ამასთან არავითარ ვალდებულებას არ კისრულობენ ბირჟის წინაშე მანამდე, სანამ არ დადგება ფიუჩერსის შესრულების თარიღი.

სხვადასხვა ბირჟაზე, ფიუჩერსებით ვაჭრობისათვის, ფიუჩერსული კონტრაქტების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები არსებობს, რომელშიც შესაძლებელია დაფიქსირებული იყოს არა მხოლოდ მიწოდების პროცედურა და თარიღი, არამედ საქონლის ხარისხი და მისი რაოდენობა. ფიჩერსული კონტრაქტების ხანგრძლივობა შესაძლებელია ვარირებდეს რამდენიმე თვიდან სამ წლამდე. არსებობს სამ წელზე მეტი ვადის კონტრაქტებიც.

უფრო ვრცელ ინფორმაციას ფიუჩერსების შესახებ მიიღებთ შესაბამის რუბრიკაში - ფიუჩერსებით ვაჭრობა.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top