ოფციონებით ვაჭრობა

კერძო ინვესტორებს შორის ოფციონები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს დერატივები საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ მათზე ვაჭრობა საჭიროებს კარგი მომზადება/სწავლების პროცესს.

ოფციონი - არის ორ მხარეს შორის კონტრაქტის სახით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას იყიდოს (გაყიდოს) ფინანსური აქტივების გარკვეული რაოდენობა (აქციები, ვალუტა და ა.შ.) დროის გარკვეულ მომენტში, მითითებულ ფასად. ამასთან ერთად, ყიდვის უფლება არ ითვლება ვალდებულებად, როგორც ეს ფიუჩერსების შემთხვევაშია. ოფციონებით ვაჭრობა გულისხმობს კონტრაქტის დადებას, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გაყიდოს (იყიდოს)  აქტივების მითითებული რაოდენობა, წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ოფციონებით ვაჭრობისას ოფციონის მყიდველი მხარე, უხდის გამყიდველს პრემიას უფლებისთვის იყიდოს ან არ იყიდოს (გაყიდოს ან არ გაყიდოს) საბაზო აქტივი თავისი შეხედულებისამებრ.

ოფციონი "კოლ" (call) - მფლობელს აძლევს უფლებას იყიდოს საბაზო აქტივი მითითებულ ფასად დროის ფიქსირებულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში კოლ ოფციონის გამყიდველი ვალდებულია მიჰყიდოს ოფციონის მფლობელს საბაზო პროდუქტი.

ოფციონი "ფუთ" (put) - მფლობელს აძლევს უფლებას გაყიდოს საბაზო აქტივი მითითებულ ფასად (სტრაიკი) დროის ფიქსირებულ მონაკვეთში. ამ შემთხვევაში პუტ ოფციონის გამყიდველი ვალდებულია იყიდოს საბაზო აქტივი.

მესმის რომ, ჯერ რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა სხვა სტატიებში უფრო ნათელს მოვფენთ ამ სისტემას.

როგორც ზემოთ ითქვა, მყიდველი, ოფციური ვაჭრობის დროს გამყიდველს უხდის გარკვეულ ფასს, რომლითაც ხდება ოფციონის შეძენა, მას ეწოდება ოფციონის პრემია. პრემია არის გადასახადი უფლებისათვის ოფციონში მითითებული დროის მონაკვეთში გარიგების განხორციელების შესაძლებლობისათვის.

არსებობს ოფციონის ორი სტილი - ევროპული და ამერიკული.

ევროპული ოფციონი შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ და მხოლოდ მასში მითითებულ დროს (ესპირაციის თარიღი).

ამერიკული ოფციონი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერ დროს, საბოლოო ვადის ამოწურვამდე.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top