ფასიანი ქაღალდების სახეობები: სავალო ფასიანი ქაღალდები

სავალო ფასიანი ქაღალდები - არის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მფლობელს აძლევენ უფლებას მიიღოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (შემოსავალი) და დაიბრუნოს გასესხებული თანხა, გარკვეულ/მითითებულ პერიოდში.

სავალო ფასიან ქაღალდებად ძირითადად ითვლება:

  • სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები;
  • შემნახველი სერტიფიკატები;
  • ვექსელი (თამასუქი);
  • ობლიგაცია;

სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები - არის ფასიანი ქაღალდების ნაირსახეობა, რომელიც ბაზარზე გამოტანილია/განთავსებულია სახელწმწიფოს მიერ. სახაზინო ვალდებულებების ყიდვისას, მფლობელს შეაქვს თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში, იმის სანაცვლოდ, რომ სახაზინო ვალდებულების ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოსგან მიიღებს ფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდება ინსვესტირებული თანხა.

შემნახველი სერტიფიკატები - წერილობითი დასტური, რომელიც გაცემულია საკრედიტო ორგანიზაციის მიერ ფულადი სახსრების დეპონირების შესახებ. მის მფლობელს აქვს უფლება მიიღოს სრული დეპოზიტი და მასზე დარიცხული პროცენტები მხოლოდ მაშინ, როდესაც სერტიფიკატის ფლობის ვადა ამოიწურება.

სერტიფიკატები არსებობს: წარმდგენზე და სახელობითი.

ვექსელი (თამასუქი) - წერილობითი სავალო ვალდებულება, რომელიც შევსებულია შესაბამის, მკაცრად განსაზღვრული, ბირჟის მიერ პორმულირებული ფორმის მიხედვით. იგი მფლობელს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, ვექსელში აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღოს მევალისგან ვექსელსი დაფიქსირებული თანხა.

ობლიგაცია - ფასიანი ქაღალდების ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს ემიტენტის (კომპანია, რომელმაც გამოუშვა ობლიგაცია) ვალდებულებას, დაუბრუნოს კრედიტორს (ობლიგაციის მფლობელს) ობლიგაციის ნომინალური ღირებულება, მას შემდეგ რაც ამოიწურება მითითებული ვადა. ასევე ენიტენტი ვალდებულია კრედიტორს პერიოდულად გადაუხადოს საპროცენტო სარგებელი.

ობლიგაციის გამოშვება ემიტენტისთვის არის, ბანკის ნაცვლად, სხვა კერძო ან იურიდიული პირისგან, სასურველი პირობებით გრძელვადიანი კრედიტის მიღების საშუალება. ხოლო ობლიგაციის მფლობელი იღებს უფრო მეტ საპროცენტო სარგებელს, რომელსაც სხვაგვარად საკუპონოს (ანუ კუპონს) უწოდებენ, ვიდრე მიიღებდა საბანკო დეპოზიტისგან. ობლიგაციის ემიტირება შეუძლიათ ბანკებს, სახელმწიფოს და მის სუბიექტებს, ასევე კერძო კომპანიებს და საწარმოებს.

ობლიგაციის ყიდვის შემდეგ, მისი მფლობელი არ არის კომპანიის თანამფლობელი. მაგრამ ინვესტირების ეს მეთოდი საკმაოდ სარფიანი და საიმედოა, რადგან ობლიგაციებზე სარგებლის გადახდა ხდება კომპანია-ემიტენტის შესაძლო გაკოტრების შემდეგაც. ამასთან ერთად ობლიგაციების გადახდა ხდება პირველ რიგში, ხოლო გადახდები აქციებზე ხორციელდება მეორე რიგში. ასევე ობლიგაცია შესაძლებელია წარდგენილი იქნას დროზე ადრე დაფარვისათვისაც, თუ ესეთი სიტუაცია გათვალისწინებული იყო ობლიგაციის განთავსების დროს.

ობლიგაციის ჭკვიანური ყიდვა გულისხმობს ემიტენტის საკრედიტო ისტორიის, მისი ამჟამინდელი და პერსპექტიული ფინანსური მდგომარეობის, აგრეთვე განვლილი ეტაპის ობლიგაციებზე საბროცენტო სარგებლის გადახდების გრაფიკის შესწავლას.

ობლიგაციები შესაძლებელია იყოს:

  • პროცენტიანი და უპროცენტო;
  • სახელობითი და წარმდგენზე;
  • თავისუფალ მიმოქცევაში და მიმოქცევაში შეზღუდული პერიოდით მყოფი;

ობლიგაციებიდან საპროცენტო შემოსავლის მიღება შესაძლებელია კუპონის განაღდებით ან ობლიგაციის დაფარვით (გამოსყიდვით).

მაშასადამე ინვესტორს გააჩნია ბლიგაციის ყიდვისა და შემოსავლის მიღების ორი მეთოდი:

  • იყიდოს ობლიგაცია ნომინალზე ფასდაკლებით (დისკაუნტით) და ობლიგაცია ვადის ამოწურვის შემდეგ დაიფაროს ნომინალით;
  • იყიდოს ობლიგაცია ნომინალური ღირებულებით და მიიღოს რეგულარული საკუპონე შემოსავალი (პროცენტი ნომინალიდან) ობლიგაციის ბრუნვაში არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში;

რადგან ობლიგაციებში ინვესტირება მინიმალურ რისკს შეიცავს, ამიტომ ობლიგაციებს ყიდულობენ კაპიტალის გრძელვადიანი დაგროვების ან მისი შენახვის მიზნით.

სწორედ აქციებს და ობლიგაციებს გააჩნიათ ყველაზე მეტი მიმზიდველობა, ამიტომაც ასე ფართოდ არის გავრცელებული ინვესტირების ეს სახეობა. თუმცა არსებობენ უფრო მეტად მიმზიდველი ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა შესახებაც საუბარი გვექნება შემდეგ სტატიებში.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top