ფასიანი ქაღალდების სახეობები: წილობრივი ფასიანი ქაღალდები

ფასიანი ქაღალდი - არის განსაკუთრებული საქონელი, რომელიც ბრუნავს საკუთარ, განსხვავებულ - ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ამ საქონელს არ გააჩნია თანხობრივი ან ნივთიერი სამომხმარებლო ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს არც მომსახურებას და არც ფიზიკურ საქონელს.

ყოველ ფასიან ქაღალდი, უფრო სწორედ მისი საბაზრო ფორმა და ეკონომიკურ არსი, შესაძლებელია განვიხილოთ ერთდროულად რამდენიმე თვალსაზღისით. ამით ფასიანი ქაღალდების კლასიფიცირების შესაძლებლობა გვეძლევა სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. თითოეულ ფასიან ქაღალდს გააჩნია საკუთარი, უნიკალური მახასიათებლები, რომლებსაც შეუძლიათ ფორტფელის ეფექტურად ფორმირება და მართებული საინვესტიციო სტრატეგიის ჩამოყალიბება. საყოველთაოდ მიჩნეულია ფასიანი ქაღალდების შემდეგი სახეობები: წილობრივი და სავალო.

წილობრივი ფასიანი ქაღალდი - განსაზღვრავს ინვესტორის წილს რომელიმე წარმოების, პროექტის და ა.შ. კაპიტალში. სწორედ რომ აქციები წარმოადგენენ წილობრივ ფასიან ქაღალდებს.

აქცია - არის ფასიანი ქაღალდების ერთ ერთი სახეობა, რომლის მეშვეობითაც, მისი მფლობელი (რომელსაც აქციონერი ეწოდება) ფლობს წილს კომპანიაში (ემიტენტი) და ხდება მის "თანამფლობელად". აქციები დივიდენდების მიღების და კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევიან. აქციის ყიდვის შედეგად ინვესტორი ფიქსირდება აქციონერთა რეესტრში. უნდა ითქვას, რომ აქციების ყიდვით ინვესტორი გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ კაპიტალს, რადგან თუ კომპანიის საქმეები ცუდად წავა, შესაბამისად აქციებიც გაუფასურდება, რასაც დაბანდებული თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვა მოჰყვება.

ყველა აქცია წარმოადგენს კომპანია ემიტენტის საკუთრებას, ამასთან ერთად ყოველი აქცია წარმოადგენს თანაბარ ნაწილს წილიდან. აქციებია იყოფა ორ სახეობად: ჩვეულებრივ აქციებად და პრივილეგირებულ აქციებად.

ჩვეულებრივ აქციებს (მათ მფლობელებს) აქვთ ხმის უფლება, რომლის გამოყენება შესაძლებელია აქციონერთა კრებაზე. მაგრამ მათ გააჩნიათ ნაკლები პრიორიტეტი დივიდენდების მიღების დროს, ვიდრე პრივილეგირებულ აქციებს. გარდა ამისა, აქციონერთა კრებაზე (ან დირექტორთა საბჭოზე) შესაძლებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება მოგების დაბანდების შესახებ წარმოების განვითარებასა და გაფართოვების თვალსაზრისით, რის გამოც ჩვეულებრივი აქციების მფლობელები საერთოდ ვეღარ მიიღებენ დივიდენდებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება - აქციონერების კანონიერი უფლებაა. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივი აქციები რჩება ინვესტიციების განთავსების ძალიან პოპულარულ მეთოდად, მას იყენებს ძალიან ბევრი ფინანსური ინსტიტუტი და მილიონობით კერძო ინვესტორი.

პრივილეგირებულ აქციებს (მათი მფლობელებს) - არ აქვთ ხმის უფლება, სამაგიეროდ აქვთ დივიდენდების მიღების პრიორიტეტი. თუ სააქციო საზოგადოებამ დივიდენდები არ გადაიხადა, მაშინ პრივილეგირებული აქციების მფლობელები იღებენ ხმის უფლებას. როგორც წესი, დივიდენდები პრივილეგირებულ აქციებზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ აქციებზე, ასევე მათი ღირებულება შედარებით დაბალია. მათი მთელი საინვესტიციო ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი პრივილეგირებულობა გამოიხატება დივიდენდების გადახდის რეგულარობაში. ასეთ აქციებში ინვესტირებენ ისინი ვინც დაინტერესებულნი არიან შემოსავლის მიღების სტრაბილურობაში, ვიდრე მაქსიმალური მოგების მიღებაში.

აქციების ბრუნვა ბირჟაზე ხელსაყრელია ყველასთვის - კომპანია-ემიტენტებისათვისაც და ინვესტორებისათვისაც, რომლებმაც იყიდეს აქციები. აქციონერები ახორციელებენ ინვესტირებას და დივიდენდებისა და აქციების ფასის ზრდის გზით იღებენ შემოსავალს. თავის მხრივ ემიტენტები იღებენ დამატებით თანხებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შიდა პროექტების რეალიზებისათვის. ამასთან ერთად საჭიროა/შესაძლებელია პროცენტების გადახდის უზრუნველყოფაც.

ამრიგად, აქცია - არის ფასიანი ქაღალდი, რომლის ყიდვის შემდეგ პიროვნება ხდება აქციონერი (ანუ კომპანიის წილის მფლობელი) აგრეთვე იღებს შემოსავალს. მაგრამ ეს შემოსავალი შესაძლებელია იყოს, ან საერთოდ არ იყოს, ვინაიდან აქციის საბაზრო ღირებულება (კურსი) მუდმივად ცვალებადია. თუ კომპანია ზრდის პროცესშია, მაშინ ინვესტორს შეუძლია აქციის გაყიდვა ძვირად და ამ გზით მიიღებს კარგ შემოსავალს, ხოლო კრიზისულ სიტუაციაში აქციის კურსი დაეცემა და ინვესტორი განიცდის ზარალს. ამიტომ ინვესტორების უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია დიდ და სტაბილურ კომპანიებზე, რომლებსაც გააჩნიათ ზრდის ტენდენცია.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top