საფონდო ბირჟის მონაწილეები: რეგისტრატორი, საკლირინგო კომპანია და დეპოზიტატორი

დილერებთან და ბროკერებთან ერთად, საფონდო ბირჟებზე არსებობენ სხვა მონაწილეებიც, კერძოდ: რეგისტრატორი, საკლირინგო კომპანია და დეპოზიტატორი, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირჟის ფუნქციონირებას. მათი საქმიანობა ასევე რეგულირდება შესაბამისი ლიცენზიით, რომელიც ასევე გაიცემა შესაბამისი და სპეციალური, საბირჟო საქმიანობის მარეგულირებელი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

რეგისტრატორი - (იგივე რეესტრის მფლობელი) - არის საფონდო ბირჟის მონაწილე, რომლის საქმიანობის სფეროში შედის ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის აღრიცხვა და შეყვანა შესაბამის რეესტრში. ამ საქმიანობას განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგისტრატორს არ აქვს უფლება განახორციელოს ან შეითავსოს სხვა სახის მომსახურება. პირადი ანგარიშების შესახებ ინფორმაციების და დოკუმენტების შეკრება, შენახვა და გადაცემა წარმოადგენს რეგისტრატორის ერთადერთ საქმიანობას. სწორედ ამ ანგარიშების მეშვეობით, საფონდო ბირჟებზე ხდება ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა.

რეგისტრატორი ვალდებულია:

  • წარადგინოს რეესტრიდან ინფორმაციები;
  • გახსნას პირადი ანგარიშები და შეასრულოს მათზე ოპერაციები;
  • შეამოწმოს პირების უფლებამოსილებები, რომლებიც ხელს აწერენ შესაბამის დოკუმნტებზე;
  • მოახდინოს დარეგისტრირებული სუბიექტების ინფორმირება საკუთარი უფლებების, წესების და მათი განხორციელების საშუალებების შესახებ;

საკლირინგო კომპანია - არის საფონდო ბირჟის მონაწილე, რომელიც ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებას გაყიდულ და მიწოდებულ საქონელსა და ფასიან ქაღალდებზე, აგრეთვე გაწეულ მომსახურებაზე, რომელიც რეალიზდება ურთიერთჩათვლით.

კლირინგი არის საქმიანობა, რომელიც მოიცავს - შეკრებას, შემოწმებას და ინფორმაციის კორექტირებას შესრულებული გარიგების შესახებ და შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას. ასევე კლირინგი ახორციელებს ჩათვლებს და მიწოდებას ანგარიშსწორებებზე.

რეგისტრატორი და საკლირინგო კომპანიები შექმნილია და არსებობენ იმისათვის, რომ დაიცვან ბირჟების მონაწილეებისა და მათი კლიენტების ინტერესები. ასევე უზრუნველყონ საფონდო ბირჟების ფინანსური ერთიანობა და მთლიანობა ზოგადად. საკლირინგო კომპანია უზრუნველყოფს მყიდველს და გამყიდველს ერთმანეთისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ერთგვარად წყვეტს მათ შორის პირდაპირ კავშირს, რომელიც წარმოიქმნება ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ამ გზით ერთ გამყიდველს ან მყიდველს შესაძლებელია ჩაენაცვლოს სხვა მყიდველი ან გამყიდველი, რომელმაც ასევე დადო გარიგება ბირჟაზე და აქვს კონტაქტი მხოლოდ საკლირინგო კომპანიასთან. ამისათვის არ არის საჭირო არავითარი ნებართვა გარიგების თავდაპირველი პარტნიორისაგან. საკლირინგო კომპანია გვევლინება გარიგების გარანტორად და აკისრია თავისი პასუხისმგებლობა.

საკლირინგო კომპანიები თავიდან აცილებენ ბირჟას და მათ კლიენტებს კომპანიების შეუსრულებელ ვალდებულებებს სხვადასხვა ეკონომიკური რყევებისა და სპაკულაციური ოპერაციების გაზრდდილი მოცულობების დროს, რასაც თავის მხრივ შეუძლია გამოიწვიოს საფონდო ბირჟის ფუნქციონირების შეწყვეტა და მისი წევრების გაკოტრება.

დეპოზიტატორი - არის ბირჟის მონაწილე იურიდიული პირი, რომელიც ბირჟის მონაწილის პროფესიონალური ლიცენზიის საფუძველზე ეწევა დეპოზიტარულ საქმიანობას.

დეპოზიტატორის საქმიანობა მოიცავს:

  • გარიგებებზე ანგარიშწორების განხორციელებას საბირჟო და არასაბირჟო ბაზრებზე ჩატარებული ოპერაციების გზით;
  • დივიდენდების დარიცხვას და გაცემას, ასევე მიღებული შემოსავლიდან გადასახადების გადახდას;
  • ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას და შენახვას, რომლებიც შესაძლებელია ინახებოდეს დეპოზიტარიუმის საცავებში, ასევე არსებობდეს ჩანაწერების სახით;
  • ფასიანი ქაღალდებით დაკრედიტებას, ასევე სხვა სახის მომსახურებას;

დეპოზიტარიუმის ვალდებულებაა ფასიანი ქაღალდების, ან მათზე უფლებების შენახვა, ასევე მხოლოდ დეპონენტების (პირები, რომლებსაც ხელშეკრულება აქვთ დადებული დეპოზიტატორთან) ინტერესებში მოქმედება. დეპოზიტატორს არ აქვს უფლება განახორციელოს ოპერაციები ფასიან ქაღალდებზე, განკარგოს ან მართოს ისინი. რადგან ფასიანი ქაღალდები არ წარმოადგენს მის საკუთრებას. ისინი ვერ იქნებიან დეპოზიტატორის მიმართ რაიმე სახის ვალდებულებების ან საჯარიმო სანქციების უზრუნველყოფის აქტივები.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ზოგიერთი პროფესიონალური საქმიანობის სახეობების შეთავსება, თითოეული ბირჟის სტრუქტურა არის უნიკალური და საკმაოდ რთული. ასე მაგალითად, დეპოზიტატორს შეუძლია ერთდროულად განახორციელოს დილერის, კლირინგის და ბროკერის საქმიანობა.

ყველა ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობა მკაფიოდ არეგულირებს საფონდო ბირჟის მონაწილეების საქმიანობას და ერთმანეთთან მათ ურთიერთობებს. ბიჟებზე დაიშვებიან მხოლოდ გამოცდილი, სანდო და კვალიფიცირებული მონაწილეები რაც დასტურდება მათი აუცილებელი ლიცენზირების სისტემით.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top