საფონდო ბირჟების წარმოშობის ისტორია

საფონდო ბაზრის შესწავლას დავიწყებთ ძირითადი ცნებების და ტერმინების განმარტებით/აღწერით, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მუშაობისათვის.

საფინდო ბირჟების წარმოშობის ისტორიის ზოგადი მიმოხილვისათვის, პირველ რიგში ჩავატაროთ მოკლე ექსკურსი წარსულში. ერთხელ იტალიაში ჩავიდა ბელგიელი ვაჭარი ვან დერ ბურსე, რათა იქ გაეხსნა სარფიანი საქმე. დროთა განმავლობაში მან საკმაო ავტორიტეტი მოიხვეჭა იქაურ ვაჭრებსა და ბანკირებს შორის, ისეთი ავტორიტეტი, რომ ამ რჩეულმა საზოგადოებამ მისი სახლის წინ არსებულ მოედანზე დაიწყეს საქმიანი შეკრებების ჩატარება, თუმცა ზოგჯერ ეს შეკრებები მის სახლშიც ტარდებოდა. სწორედ ამ ვაჭრის გვარიდან (Burse) წამოვიდა სახელწოდება "ბირჟა". ნეტა კახელებმა თუ იციან ამის შესახებ. მაგრამ ამ სამეგობრო ბირჟამ ასეთი სახით დიდხანს ვერ გასტანა, საკმაოდ მალე გარდაიქმნა/ჩამოყალიბდა ცალკე ორგანიზაციად და დაერქვა სახელწოდება - ანტვერპენის ბირჟა, ხოლო შენობაზე, რომელშიც ეს ორგანიზაცია განთავსდა გაჩნდა წარწერა - "ყველა ენოვანი და ნაციის ვაჭრების სასარგებლოდ" (პირდაპირი თარგმანი). სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საფონდო ბირჟების ისტორია. ანტვერპენის ბირჟის დანიშნულება იყო გარიგებების დადების გაადვილება, ჩამოსული ვაჭრების ერთმანეთთან დაკავშირება/გაცნობა, საქონლის ასორტიმენტის დათვალიერება და მოლაპარაკებების პროცესის გაადვილება. ბირჟის კარგმა ადგილმდებარეობამ, მისი წევრების ფართო კავშირებმა და ლიბერალურმა და სამართლიანმა წესები, რომელთა მიხედვითაც ყველა სავაჭრო ურთიერთობა თანაბარუფლებიანი იყო, ბირჟას მოუტანა მსოფლიო დონისა და მასშტაბის სახელი.

საფონდო ბირჟების ისტორიის გაცნობის პროცესში უნდა აღინიშნოს, რომ სიტვა "ბირჟა"-ს აქვს სხვადასხვა განმარტებები/ფრაზეოლოგიური ინტერპრეტაციები, კერძოდ:

  • ამ/კონკრეტულ ადგილზე განხორციელებული გარიგებების ერთობლიობა (ფრაზაში: "ხვალინდელი ბირჟა იქნება წყნარი");
  • ვაჭრების ერთობლიობა, რომლებიც რეგულარულად იკრიბებიან ერთ ადგილზე ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებისათვის (ფრაზაში: "ხალხმრავალი ბირჟა");
  • კონკრეტული ადგილი, სადაც იკრიბებიან ვაჭრები ("ნიუ იროკის ბირჟა უოლ სტრიტზე");

დღეისათვის ბირჟასთან დაკავშირებულია ბოლო ორი განმარტება, რომელშიც ბირჟად იგულისხმება ადგილი, სადაც მიმდინარეობს ვაჭრობა, ან თავად ვაჭრების თავყრილობა სადაც იდება გარიგებები და ფორმირდება სავაჭრო ურთიერთობები. მოკლედ რომ ვთქვათ, ბირჟა ხელს უწყობს მიწოდებისა და მოთხოვნის კონტაქტს, სწორედ ისე როგორც ეს ჩვეულებრივ ბაზარზე, ან გამოფენა-გაყიდვებზე ხდება. მათ შორის არსებობს მხოლოდ სამი განსხვავება:

  • ჩვეულებრივი ბაზრის/გამოფენა-გაყიდვების მონაწილეები არიან ადამიანები, რომლებიც ბაზარზე/გამოფენა-გაყიდვებზე მიდიან/ჩადიან სხვადასხვა ქალაქებიდან ან ქვეყნებიდან ერთჯერადად ან თუნდაც რამდენჯერმე, ხოლო ბირჟაზე კონცენტრირებულნი არიან მუდმივი მომხმარებლები, თანაც ისინი როგორც წესი ბირჟებთან ახლოს ცხოვრობენ;
  • ჩვეულებრივი ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია მასზე წარმოდგენილი რეალური საქონლის და მისი ხარისხის თვალსაზრისით. ხოლო სასაქონლო ან საფონდო ბირჟაზე, რეალური საქონელი როგრც ასეთი არ არსებობს. საქონელი ინახება საწყობებში, ხოლო ბირჟაზე ფიგურირებს მხოლოდ მათი მახასიათებლები;
  • ჩვეულებრივი ბაზარი დროდადრო აახლოვებს მიწოდებას და მოთხოვნას, ხოლო ბირჟა ხელს უწყობს მათ მუდმივ ურთიერთშემხებლობას;

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top