Straight Through Processing – STP

Straight Through Processing (STP) – სავაჭრო ოპერაციების განხორციელების სისტემა, რომლის დროსაც ოპერაციები ხორციელდება, პრაქტიკულად შუამავლის ჩარევის გარეშე.
ეს სისტემა შედის ე.წ. No Dealing Desk კატეგორიაში. ამ შემთხვევაში ბროკერი არ ერევა კლიენტის ოპერაციებში. იგი მხოლოდ გადასცემს ოპერაციის შინაარსს თავის - ფორექსის, ან სხვა საფინანსო ბაზრების კონტრაგენტს.
STP ოპერაციების განხორციელებისას, ბროკერების ძირითად პარტნიორებს წარმოადგენენ, საფინანსო ბაზრების აკრედიტებული, ერთი ან რამდენიმე მონაწილე. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს განხორციელებული ოპერაციების რეზულტატიურობის ზრდას.
ამ სტილით ვაჭრობა ხორციელდება სავალუტო ბიჟაზე პირდაპირი, უშუალო გასვლით. როგორც წესი საბროკერო კომპანიები ამ სისტემით მუშაობენ მხოლოდ მსხვილ კლიენტებთან.
Straight Through Processing სისტემას გააჩნია სხვადასხვა სქემები, თუმცა მათი ნაირგვარობა არ ახდენს გავლენას კლიენტის მომსახურების ხარისხზე. ამ სისტემას იყენებენ სოლიდური ბროკერები.
Straight Through Processing უპირატესობები:
- ბროკერის მხრიდან გარიგებებზე კონტროლის არ არსებობა. ყველა ოპერაცია ხორციელდება უშუალოდ ბირჟაზე;
- ორდერების განხორციელების მომენტალურობა – სისტემას გააჩნია კავშირის საკუთარი არხები;
- ვაჭრობა მიმდინარეობს რეალური საბირჟო კურსით და ექვემდებარება სრულ კონტროლს;
STP სისტემით ვაჭრობის გადასახადის სამი სახეობა არსებობს: საკომისიო გადასახადი, მცურავი სპრედი და ფიქსირებული სპრედი. ყველაზე ხშირად გამოიყენება ფიქსირებული სპრედი, რომელიც განისაზღვრება პუნქტების რაოდენობით და დამოკიდებულია ამა თუ იმ სავალუტო წყვილზე.
საკომისიო გადასახადი კლიენტს ერიცხება ყოველ განხორციელებულ გარიგებაზე. ეს გადასახადი განკუთვნილია გარკვეული ტიპის ანგარიშებისათვის.
აღსანიშნავია რომ, დიდი მოცულობის დეპოზიტებისათვის საკომისიო გადასახადი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, რათა ასეთ ანგარიშებიდან არ განხორციელდეს ძალიან დიდი რაოდენობისა და მოცულობის, მცირე ბიჯის სკალპინგური გარიგებები.
რეკომენდებული ფორექს ბროკერები
Comments (2)
-
Admin-ლევანი
მაკა - დიდი დეპოზიტებზე ზოგადად სკალპინგი შეზღუდულია. ზოგადად ბროკერი გეუბნება: თუ გაქვს 100 ათასი და მეტი დოლარი ანგარიშზე, მაშასადამე ხარ მსხვილი ინვესტორი და მოდი რაა მოიქეცი როგორც სოლიდური სუბიექტი და ერთ-ორ პუნქტს არ გამოედევნო, არამედ დიდ ტრენდებს გაყევი და მეც შენთან ერთად წამოვალ ჩემი კაპიტალით. იმიტომ რომ ტრეიდერს დიდი დეპოზიტით სულ რაღაც ერთი პუნქტის მოგების შემთხვევაში შეუძლია დღეში 10 ათასი და მეტი დოლარი აიღოს და მორჩეს ვაჭრობას. ეს კი - "ეტო ნე ჩესნო". დაუწერელი კანონია. მსხვილ ინვესტორს სოლიდური კომპანიები ექცევიან სოლიდურად მაგრამ "მელოჩნიკობას" არ აპატიებენ
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი