ბინარული ოფციონების ტრეიდერად ჩამოყალიბების 5 ეტაპი

ვინც საფინანსო ბაზრებს უკავშირებს თავის საქმიანობას, უპირობოდ, ამბიციური ჭკვიანი ან ამბიციური სულელი ადამიანები არიან. საშუალო არ არსებობს. პირველი კატეგორია აღწევს წარმატებას და იუმჯობესებს ცხოვრებას, ხოლო მეორე - ნუ, მათზე საუბრისათვის არ მცალია.

კითხვაზე - როგორ ჩამოვყალიბდეთ ბინარული ოფციონების ტრეიდერად, პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა, რადგან ყველა ინდივიდუალურია საკუთარ მიდგომებში და აზროვნებაში, ამიტომაცაა, რომ ზოგი 5 დოლარიანი სასტარტო კაპიტალით წუთებში გამოიმუშავებს ათასობით დოლარს, ხოლო ათასობით დოლარის სასტარტო კაპიტალის მქონე ერთ წუთში რჩება საცვლების ამარა.

ამოტომაც, შევეცდები ზოგადად ჩამოვაყალიბო 5 პუნქტი, რომელიც აღწერს ბინარული ოფციონების ტრეიდერად ჩამოყალიბების ეტაპებს.

  • ეტაპი: დასაწყისი - დამწყები ტრეიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ბინარული ოფციონები საინტერესო და მომგებიანი საქმიანობაა, რომელიც არ მოითხოვს არავითარ ძალისხმევას. როგორც წესი, ასეთი მიდგომის ადამიანები ზერელე ან, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თეორიული ასპექტების შესწავლას, პრაქტიკას დემონსტრაციულ ანგარიშებზე, რაიმე სტრატეგიას შესწავლას/შემუშავებას. თავით ეშვებიან ბინარებში, თანაც ოფციონების ყველაზე არა ერთმნიშვნელოვან და ურთულეს სეგმენტში, როგორიცაა მოკლევადიანი ექსპირაციის ფსონები. მართლაც და, რა საჭიროა ცდა და დაყოვნება თუ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ტურბო ოფციონები. სულ რაღაც 2-3 წუთი და მილიონი ჯიბეშია.

    მაგრამ, პირველი ან მეორე გასხმული დეპოზიტი, ან რამდენიმე ათეული წაგებული ფსონი ცივი შხაპის ეფექტით მოქმედებს ჭკვიანებზე (სულელებზე ისდაც არაფერი მოქმედებს), რის შემდეგაც მოდის გაგება იმისა, რომ ოფციონები სულაც არ არის ადვილი და ბედისწერისა და იღბლის ამარა ყოფნა სრულებით გაუმართლებელია.

    მაშასადამე, დღის წესრიგში აუცილებლად დგება ტექნიკური ანალიზის შესწავლის საკითხი.

  • ეტაპი: ტექნიკური ანალიზის ათვისება - პრაქტიკულად 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი თქვენთაგანი ვერ იპოვის სტრატეგიას ან სისტემას, რომელიც არ შეიცავს თუნდაც ერთ ინდიკატორს ან ტექნიკური ანალიზის ჩატარების სხვა მეთოდს.

    რა თქმა უნდა შეგიძლიათ ინტერნეტიდან გადმოიწეროთ რაიმე პროგრამა/სკრიპტი დააკონფიგურიროთ მისი პარამეტრები შესაბამისი ანოტაციის მიხედვით და შემდეგ ატომატურად დააჭიროთ შესაბამის ღილაკებს, მაგრამ მუშაობის პროცესში მიხვდებით, რომ პროგრამების სიგნალები მუდმივად ეფექტური არ იქნება, ვინაიდან ავტომატურ პროგრამებსაც დინამიურად თუ არა დროდადრო მაინც სჭირდება ოპტიმიზაცია და დაკორექტირება. ამიტომ აუცილებელია ტექნიკური ანალიზის ჩატარების წესებისა და ინდიკატორების სპეციფიკის ცოდნა.

  • ეტაპი: აღმოჩენები - ამ ეტაპზე ყველა ტრეიდერი წმუნდება, რომ უამრავი სანდო და არასანდო ლიტერატურის, პრაქტიკული და თეორიული რჩევის მოძიებაა შესაძლებელი ინტერნეტსივრცეში. მაგრამ რაც უფრო ღრმად შევიცნობთ ამ ბიზნესის არსს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ საქმე მხოლოდ სტრატეგიაში, ან ინდიკატორში არ მდგომარეობს.

    შემოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მცოცავი საშუალოს ან სტოჰასტიკური ოსცილატორის გამოყენებითაც. მაგრამ, წარმატება დამოკიდებულია ვაჭრობის ფსიქოლოგიაზე და და არა სატრენდო ხაზებზე და ინდიკატორების მრუდებზე. საფინანსო ბაზრების და კერძოდ ბინარული ოფციონების სამყაროსთან საფუძვლიანად ზიარების შემდეგ ტრეიდერი ხვდება, რომ 100 პროცენტით მომგებიანი სტრატეგია, ან ინდიკატორი ბუნებაში არ არსებობს. ყოველ ჯერზე და ყოველ ფსონზე - ტრეიდერი რისკავს.

    ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ტრეიდერი აცნობიერებს, რომ იგი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და რაც შეიძლება ნაკლებად გაითვალისწინოს ე.წ. "ფინანსური გურუების" აზრები. მე თუ მკითხავთ, ყველა ე.წ. ფორექს ჟარგონით - "გურუ", ანუ ყველაფრის მცოდნე - არის შარლატანი, რომელსაც ბრტყელ-ბრტყელად ლაყბობის გარდა სხვა არაფერი შეუძლია. თავად ერთი ცენტიც არ აქვს მოგებული ბინარებზე, ხოლო "ბრძნულ" რჩევებს მარჯვნივ-მარცხნივ არიგებს.

    ამავე ეტაპზე, ტრეიდერი მიდის იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა დღიურის წარმოება, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს ყველა ინფორმაცია, რაც უკავშირდება მისი ვაჭრობის პროცესს, აგრეთვე უნდა გაანალიზდეს ტრეიდერის რეაქცია როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი პოზიციებზე. ჩანაწერები დაეხმარება მას ჩამოაყალიბოს საკუთარი ვაჭრობის პრაგმატული კონცეფცია.

    ტრეიდერი რწმუნდება, რომ ზედიზედ 4-5 წარუმატემელი გარიგების შემდეგ აუცილებელია დროებით გაჩერება, ვინაიდან აგრესიული იმპულსის გამო, ტრეიდერი ცდილობს ახალი და ახალი მომგებიანი ფსონების დადებას, თუმცა უარყოფითი ემოცია არ იძლევა საშუალებას რეალურად შევაფასოთ ბაზარზე არსებული მიმდინარე სიტუაცია.

  • ეტაპი: სტაბილურობა - ტრეიდერი მუშაობს გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში, დისციპლინირებულად და საბაზრო სიტუაციის რეალური განცდის შეგრძნებით. ამიტომ, გასაკვირია მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში, შესაძლო წაგებაც კი აღიქმება, როგორც შემოსავალი. ანუ წაგების დროს ტრეიდერი ფიქრობს, რომ ასე პრაგმატულად რომ არ გაეთვალა წაგებული სავაჭრო პოზიცია, მაშინ ზარალი უფრო მეტი იქნებოდა. მაშასადამე სხვაობა მეტ ზარალსა და არსებულ ზარალს შორის - სავსებით შესაძლებელია თეორიულად მაინც, ჩაითვალოს დაზოგილ თანხად/მოგებად/შემოსავლად. რა თქმა უნდა ასეთ "სიხარულებზე" მუდმივად ჩაციკვლა იდიოტიზმია, ანუ თუ ყველა წაგებას მოგებად აღვიქვამთ - ეს უკვე ფსიქიატრიის თემაა, მაგრამ როცა ზემოთხსენებული ვითარება შედგება და ჩვენ ზარალს დაზოგილი თანხის სტატუსით მივუდგებით - ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე არა თუ ემოციური, არამედ პრაგმატული გათვლებით ვმუშაობთ.

  • ეტაპი: განვითარების ახალ დონეზე გადასვლა - ფინანსურ სიახლეებზე დაკვირვება-ანალიზი, ტექნიკური ანალიზის შესწავლა - ფიგურები, პატერნები და ა.შ. მეტ-ნაკლებად წარმატებული სავაჭრო პრაქტიკა გვაძლევს იმის განცდას, რომ ძირითად სავაჭრო უნარ-ჩვევებს დავეუფლეთ. მაშასადამე, უკვე შესაძლებელია საკუთარი, ექსკლუზიური სავაჭრო სისტემა შექმნა, რომელსაც საფუძვლად დაედება უკვე არსებული ოფციონური სტრატეგიები.

რეკომენდებული ფორექს ბროკერები

რეკომენდებული ოფციონების ბროკერები

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top