ექსპირაციის თარიღის არჩევის ძირითადი წესები

ოფციონებზე ვაჭრობისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ისეთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, როგორიცაა - ექსპირაციის თარიღი/დრო/ვადა.

ოფციონის ექსპირაციის დროის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. ეფექტური სტრატეგიით მუშაობის და ტექნიკური ანალიზის და ფუნდამენტალური ანალიზის სტრულყოფილად ჩატარების შემდეგაც კი ექსპირაცია მაინც რჩება ოფციონზე ვაჭრობის ქვაკუთხედად.

ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბინარული ოფციონის ფსონის მოქმედების ვადის სწორი შერჩევა, რომელიც უნისონში იქნება ფსონის დადების თქვენეულ სტრატეგიასა და სტილთან.

როდესაც საქმე გვაქვს გრძელვადიან ვაჭრობასთან, სადაც საინვესტიციო გადაწყვეტილებები გათვლილია ერთ კვირაზე, თვეზე და ა.შ. მაშინ ექსპირაციის ვადის არჩევა არც თუ ისე პრობლემატურია. ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოვლენებზე, რომელიც მოსალოდნელია პერსპექტივაში.

სავაჭრო საქმიანობას, რომელიც გათვლილია ერთი კვირიდან 30 დღის დროის პერიოდში, გააჩნია ორი სახის მიდგომა: თუ ტრეიდერი ეყრდნობა ტექნიკურ ანალიზს, მაშინ მას ექსპირაციის დროდ შეუძლია ამოირჩიოს ნებისმიერი თარიღი ზემოთხსენებულ ინტერვალში, მაგრამ თუ აქენტი კეთდება კონკრეტულ მოვლენებზე, მაშინ საუკეთესო ვარიანტია ავირჩიოთ ექსპირაციის ნეიტრალური დრო, ანუ გაშუალებული დრო - 2 კვირიდან 3 კვირამდე პერიოდი.

თუ საუბარი ეხება საშუალო ვადიან ფსონებს/ვაჭრობას, მაშინ ექსპირაციის პერიოდი რამდენიმე დღეს მოიცავს. სასურველია, რომ ეს ვადა არ მოიცავდეს დასვენების დღეებს (შაბათი და კვირა), ანუ მიზანშეწონილია, რომ ექსპირაციის თარიღი დადგეს პარასკევს. რადგან შაბათ-კვირას შესაძლებელია მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომ გარიგებამ შესაძლებელია სრულიად შეიცვალოს თვისობრივი მდგომარეობა და მიუხედავად თეორიულად სწორად შერჩეული ექსპირაციის თარიღისა - ტრეიდერმა მიიღოს ზარალი.

შიდა დღიური თამაშის დროს ხშირ შემთხვევაში უმჯობესია ექსპირაციის დროდ განისაზღვროს სამუშაო დღის პირობითი დასასრული, ანუ საღამო საათები, როდესაც ბაზარზე ერთგვარი სიმშვიდე ისადგურებს, აღარ არსებობს ე.წ. "გამაღიზიანებელი" ფაქტორები და შეინიშნება საყოველთაო სტაგნაცია.

მაგრამ თუ საუბარი ეხება მოკლევადიან ოფციონებს, მაშინ მიზანშეწონლად ითვლება ექსპირაციის დრო მოდიოდეს საათის დასასრულზე.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერაზარტული ადამიანებისთვის მიზანშეწონილია ისეთ ოფციონებზე თამაში, სადაც ექსპირაციის თარიღი სამუშაო დღის დასასრულს ემთხვევა, რათა სწრაფმა ოფციონებმა არ გამოიწვიოს ჩათრევა, აზარტული ადრენალინის გამოყოფა და შესაბამისად თვისობრივად არა ვაჭრობა, არამედ კაზინოში თამაშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იგივე ეხება დამწყებ ოფციონისტებს. გაითვალისწინეთ რომ მოკლევადიანი და ტურბო ოფციონები ფრიად სახითათო თამაშია და თვისობრივი ზღვარი საფინანსო ბაზარსა და კაზინოს შორის ერთგვარად წაშლილია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სუპერმოკლევადიან, ანუ ტურბო ოფციონებში წარმატების მნიშვნელოვნი შემადგენელია ფორტუნა + სავაჭრო ილეთების ვირტუოზული ფლობა.

დამწყები ოფციონისტებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინსტრუმენტების და ოფციონების სტრატეგიების შესწავლა. ამასთან ერთად, რეკომენდებულია საშუალოვადიან და გრძელვადიან ფსონებზე აქცენტირება.

რა თქმა უნდა არჩევანი კონკრეტულ ტრეიდერზეა, მაგრამ ოფციონური კარიერის დასაწყისშივე ტურბო ოფციონებზე, ანუ ექსპირაციის მოკლევადიან დროებზე აქცენტირებამ შესაძლებელია მას არასწორი წარმოდგენა და დამოკიდებულება შეუქმნას ბინარული ოფციონების არსის შესახებ. ხოლო ამ სფეროს მიმართ, როგორც კლასიკური კაზინოს თამაშის მიმართ დამოკიდებულება, აუცილებლად აზარალებს ნებისმიერ ადამიანს.

თუ ვერ გააკონტროლებთ რისკებს და აზარტს - გამორიცხულია! წარმატებულად ვერ იმუშავებთ ოფციონებზე. ეს აპრიორია.

ზოგადი რჩევები კარგია, თუმცა მხოლოდ ამ ზოგადობაზე დაყრდნობით შორს ვერ წავალთ. კარგმა ტრეიდერმა ყოველთვის იცის სიტუაციიდან გამომდინარე შეარჩიოს ექსპირაციის სწორი დრო, რომელიც მთლიანად შეესაბამება გრაფიკს.

მაგალითად, ერთ-ერთი მარტივი მეთოდია სანთლებზე/ბარებზე დაყრდნობით პროგნოზის გაკეთება, უფრო სწორად მათ რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა ფსონის დადებითად შესრულებისთვის. ასეთი დაკვირვებების შედეგად შესაძლებელია ექსპირაციის ვადის სწორი სისტემის ჩამოყალიბება.

ვაკვირდებით გრაფიკს და ვიზუალურად მიახლოებით ვითვლით, თუ რამდენი სანთლის ჩამოყალიბებაა საჭირო იმისათვის, რომ ფსონი დადებითად შესრულდეს. შემდეგ ამ ციფრს ვამრავლებთ ტაიმფრეიმზე და მიღებული დრო იქნება ჩვენი ფსონის ექსპირაციის ვადა.

ანუ, თუ მე ვპროგნოზირებ რომ ფასი აუცილებლად მივა რომელიღაც ზედა დონემდე, შესაბამისი აქტივის გრაფიკზე სანთლის საშუალო ზომებიდან გამომდინარე ვიზუალურად ვითვლი, თუ რამდენი სანთლის შემდეგ მივა ფასი აღნიშნულ დონემდე, შემდეგ ვამრავლებ ტაიმფრეიმზე და ვიღებ ექსპირაციის დროს.

მაგალითად: 12:00 საათზე ვაკვირდები 1 საათიან ტაიმფრეიმს, EUR/USD ინსტრუმენტის მიმდინარე ფასია 1.1000, ხოლო პროგნოზირებადი ფასური დონეა 1.1100 ე.ი. მანძილი მიმდინარე ფასსა და საპროგნოზო ფასს შორის არის 100 პუნქტი. 1 საათიანი სანთლის საშუალო ზომაა 20 პუნქტია. მაშასადამე საპროგნოზო დონემდე ფასი მივა 5 სანთლის შემდეგ, 5 X 1 = 5, მაშასადამე ოფციონზე ფსონის დადებისას ექსპირაციის დროდ ვუთითებ 17:00 საათს.

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • No comments found

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top